განაჩენი

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
010100118002275310
დავის ტიპი
126
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100118002275310

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ალექსანდრე ძირკვაძე

 

ბრალდებული - ცეზ---------–აძე

ადვოკატი - ნოდ--------–--აძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ცეზ---------–აძე

მამის სახელი: სერგო

დაბადებული: 17.06.1969 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 61--------8

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, თა-----ს დასახლება N331, სახლი N18.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი;

111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 01 და 03 იანვარს საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, თა-----ს დასახლება N331/18-ში ცეზ---------–აძემ თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის ნი---------ძის მიმართ. კერძოდ, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე ხელი ძლიერად დაარტყა, რა დროსაც ნი---------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2018 წლის 02 იანვარს, ქ. ბათუმში, ბარათაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში ცეზ---------–აძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნი---------ძეს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ნი---------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 03 იანვარს ქ. ბათუმში, თა-----ს დასახლება N331/18-ში ცეზ---------–აძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნი---------ძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2018 წლის 02 იანვარს, ქ. ბათუმში ცეზ---------–აძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნი---------ძეს, კერძოდ ხელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. 2018 წლის 03 იანვარს ქ. ბათუმში, თა-----ს დასახლება N331/18-ში ცეზ---------–აძე მეუღლეს ნი---------ძეს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:

 

5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება გარდა დაზარალებულ ნი---------ძის, მოწმეების მარიამ მიქ--–--ის, მირანდა მიქ--–--ის და ბრალდებულ ცეზ---------–აძის ჩვენებისა სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად და ამ მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:

 

6. 2018 წლის 03 იანვარს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაზარალებულ ნი---------ძის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

7. შეტყობინების (რეგისტრაციის N8790) თანახმად, ნი---------ძე აცხადებდა, რომ მეუღლემ ცეზ---------–აძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას.

 

8. სამედიცინო ექსპერტიზის N000043618 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ნი---------ძეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

9. ექსპერტ ლევ---------------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

10. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ ირ---–----------რიძის მიერ შედგენილი N006539 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2018 წლის 03 იანვარს, ცეზ---------–აძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლის ნი---------ძის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რასაც აქვს სისტემატიური ხასიათი. ამავე შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - ცეზ---------–აძეს შეეზღუდა მსხვერპლთან ნი---------ძესთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

 

11. დაზარალებულმა ნი---------ძემ და მოწმეებმა მარიამ მიქ--–--ემ და მირანდა მიქ--–--ემ, რომლებიც ბრალდებულის და დაზარალებულის საერთო შვილები არიან და რომელთა ჩვენებებიც მხარეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი, გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი თქვეს ახლო ნათესავის - ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ნაწილში:

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.

 

ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 მუხლის თანახმად დანაშაულია სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

14. ცეზ---------–აძის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისას დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიუცემლობამ საფუძველი გამოაცალა 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებას, რადგან "სისტემატური ცემი"-ს დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენება საკვანძო მტკიცებულებაა, მით უფრო მაშინ როდესაც ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარი ასევე განაცხადა მისმა შვილებმა.

 

15 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

16. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნი---------ძე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ობიექტს. სასამართლო ეჭვი არ შეაქვს, როგორც დაზარალებულის მხრიდან განხორციელებული შეტყობინების შინაარსში, როდესაც მან დახმარება და დაცვა თხოვა სახელმწიფოს - მოძალადე მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობისთვის, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგში, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 03 იანვარს ნი---------ძემ ცეზ---------–აძის ქმედების შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში - თვალზე, ცხვირზე, ტუჩზე, ლავიწის ძვალზე, მკერდის ძვლის საპროექციო მიდამოში და კისრის არეში მიიღო დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

 

17. ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა და მისმა შვილებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, მიუთითებს მათ ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაზარალებული ნი---------ძე მოქმედი ადვოკატი და უფლებადამცველია და ამის მიუხედავად მან ეცადა სახელწმიფო რესურსის მის სასარგებლოდ გამოყენებას, რაც გამოიხატა პირველ ეტაპზე მოძალადის მიმართ მკაცრი პოზიციის დაფიქსირებაში, რამაც გავლენა იქონია მათ შორის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზეც და მეორე ეტაპზე სასამართლოში ჩვენების არ მიცემით, რომლითაც სურდა ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში დახმარება.

 

18. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნი---------ძემ მიმართ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის ვინაიდან მეუღლემ მასზე იძალადა; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანები აქვს და მათი მიყენება დროში ემთხვევა დაზარალებულის შეტყობინებაში მითითებულ თარიღს.

 

19. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სხეულის სხვადასხვა არეში - თვალზე, ცხვირზე, ტუჩზე, ლავიწის ძვალზე, მკერდის ძვლის საპროექციო მიდამოში და კისრის არეში არსებული დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით მიუთითებს, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.

 

20. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ცეზ---------–აძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

21. შესაბამისად, ცეზ---------–აძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მუქარის ნაწილში:

 

22. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

23. პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა და 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების შიში.

 

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია და სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც არათუ პირდაპირი ხასიათის იქნებოდა, არამედ ირიბად მაინც მიანიშნებდა ცეზ---------–აძის მხრიდან მუქარის განხორციელებას.

 

26 დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ ვერ მსჯელობს ამა თუ იმ მტკიცებულების თაობაზე, ვინაიდან მუქარის ნაწილში ცეზ---------–აძის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

27. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

28. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ცეზ---------–აძე ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

29. ცეზ---------–აძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

30. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

31. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

32. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

33. მოცემულ შემთხვევაში, ცეზ---------–აძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ცეზ---------–აძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ცეზ---------–აძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ცეზ---------–აძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

ბრალდებულ ცეზ---------–აძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილზე.

 

ბრალდებული ცეზ---------–აძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 (ხუთი) საათი ჩაითვლება აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის 01 (ერთ) დღეში, შესაბამისად ცეზ---------–აძის დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს მოხდილად.

 

სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 06 თებერვლამდე.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ცეზ---------–აძის (პ/ნ 61--------8) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, თა---------ის დასახლება N331/18, (ზონა-ბათუმი 05, სექტორი - 30, კვარტალი - 31, ნაკვეთი 027, საკადასტრო კოდი 05.30.31.027) – 5. 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი