განაჩენი

სისხლის სამართლის 11.05.2018
საქმის ნომერი
270100118002442424
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100118002442424 (1/26-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით

 

პროკურორ - მა-------------ძის,ბრალდებულების იუ-----------იას, ომ------------იას და

ადვოკატ - ჯულიეტა ჟვანიას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძის შუამდგომლობა

 

ბრალდებულ ომ------------იას მიმართ

დაბადების თარიღი: 09-------4 წელი,პირადი ნომერი: 51--------7,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------------------–-------ო

 

ბრალდებულ იუ-----------იას მიმართ

დაბადების თარიღი: 09-------4 წელი,პირადი ნომერი: 51--------8,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------------------–-------ო

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ ომ------------იამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზ-კური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ომ------------იას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 12:50 საათზე, წა-–------ის რაიო--, სოფელ სა-----ში მყოფმა იუ-----------იამ და ომ------------იამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათ მეზობლად მცხოვრებ ზა-----–--–იას მიაყენეს ფიზ-კური შეურაცყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყეს ხელი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე ომ------------იამ ზა-----–--–იას დაარტყა ჯოხი მარჯვენა ხელის მტევანზე, რის შემდგომ იუ-----------იამ და ომ------------იამ განახორციელეს ქვების სროლა ზა-----–--–იას მისამართით. იუ-----------იასა და ომ------------იას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზა-----–--–იამ განიცადა ძლიერი ფიზ-კური ტკივილი.

 

დადგენილია, რომ იუ-----------იამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზ-კური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

იუ-----------იას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 12:50 საათზე, წა-–------ის რაიო--, სოფელ სა-----ში მყოფმა იუ-----------იამ და ომ------------იამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათ მეზობლად მცხოვრებ ზა-----–--–იას მიაყენეს ფიზ-კური შეურაცყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყეს ხელი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე ომ------------იამ ზა-----–--–იას დაარტყა ჯოხი მარჯვენა ხელის მტევანზე , რის შემდგომ იუ-----------იამ და ომ------------იამ განახორციელეს ქვების სროლა ზა-----–--–იას მისამართით. იუ-----------იასა და ომ------------იას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზა-----–--–იამ განიცადა ძლიერი ფიზ-კური ტკივილი.

 

2018 წლის 11 მაისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძეს, ბრალდებულებს იუ-----------იას, ომ------------იასა და ადვოკატ ჯულიეტა ჟვანიას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები იუ-----------ია და ომ------------ია აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანო--თ გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებულები იუ-----------ია და ომ------------ია აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებულები იუ-----------ია და ომ------------ია ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულებს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანო--ს დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი მა-------------ძე შუამდგომლობს ომიზა და იუ-----------იას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული ომ------------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული იუ-----------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზა-----–--–იას;

-საქმეზე ამოღებული ხის ორი ჯოხის გადანატეხი განადგურდეს კანო--თ დადგენილი წესის შესაბამისად.

ბრალდებულები და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯულიეტა ჟვანია დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

იუ-----------იას და ომ------------იას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

მოწმეების მზ-ა ბო---ას, ლუ-ზა შო--ას, ვლ-----ერ ფიფიას, გრ--ორ ლუ---ას გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ზა-----–--–იას გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზ-ს დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანო--ერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გო--ვრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ იუ-----------იამ და ომ------------იამ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

იუ-----------იას და ომ------------იას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგო--ძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა-------------ძეს, ბრალდებულები იუ-----------იას, ომ------------იასა და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ - ჯულიეტა ჟვანიას შორის;

 

ბრალდებული ომ------------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული იუ-----------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზა-----–--–იას;

-საქმეზე ამოღებული ხის ორი ჯოხის გადანატეხი განადგურდეს კანო--თ დადგენილი წესის შესაბამისად.

ომ------------იას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 2018 წლის 09 მაისიდან 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით;

 

იუ-----------იას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 2018 წლის 09 მაისიდან 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით;

 

ომ------------იასა და იუ-----------იას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღო--სძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზ-დან;

 

ომ------------იასა და იუ-----------იას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

ომ------------იასა და იუ-----------იას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანო--ერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა