განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
130100117002440979
დავის ტიპი
126 1 , 126 1
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/153-2017

(გამო N 038210917002)

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04.04.2018 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - როზა სამუშია

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ლ---- გ-------ს ძე ლ----ე, დაბადებული 1986 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში.

ადვოკატი: მ------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ლ---- ლ----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში ლ---- ლ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პნევმატური იარაღის კონდახის და მუშტის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ------–----ძეს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2017 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში ლ---- ლ----ესა და ალ------–----ძეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც კონფლიქტის მოგვარებაში ჩარეულ თ--------–-----ძეს ლ---- ლ----ემ მუშტის დარტყმით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში ლ---- ლ----ესა და ალ------–----ძეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერია თ--------–-----ძე. ხმაურზე ამ უკანასკნელის სახლის ეზოდან გამოვიდა ამ უკანასკნელის მეუღლე, ნ--–---–------ე, რა დროსაც ლ---- ლ----ემ ქვის სროლის შედეგად მიაყენა მას სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

ე.ი. ლ---- ლ----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ლ---- ლ----ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ა-–------–-------------------–-------------–---–------ის ჩვენებებს, მოწმეების: გ-----–---------------------–----------–--–---–-------------–----–------ის ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია ლ---- ლ----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ლ---- ლ----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ---- ლ----ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. 126-ე მუხლის პირველი ნაწილით , 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მას მსჯავრი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ---- ლ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩია

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ---- ლ----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ლ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს თ/აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს თ/აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდოს თ/აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლ---- ლ----ეს საბოლოოდ მიესაჯოს თ/აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

2. კონტროლი და დახმარება და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლ---- ლ----ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. გაუქმდეს ლ---- ლ----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო

 

4. მოეხსნას ყადაღა ბრალდებულ ლ---- ლ----ის მიმართ გირაოს სახით შერჩეული თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, თ----- ლ----ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ 37 266 ლარად შეფასებულ, უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ხაშურში, თავდადებულის ქ.N73ა-ში, საკადასტრო კოდი 6------------------; სარეგისტრაციო ზონა ხაშური, კოდი-69, სექტორი ხაშური, კოდი-08, კვარტალი-28, ნაკვეთი-027, კოდი-01/001, საკუთრების ტიპი-საკუთრება, პირველი სართული, ბინა N1, ფართი 63.00 კვ.მ.) ბრალდებულ ლ---- ლ----ის მიმართ გირაოს სახით შერჩეული თანხის სამი ათასი ლარის უზრუნველსაყოფად.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება პნევმატური იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში, ქვა კი განადგურდეს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი