განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
340100118002421564
დავის ტიპი
303 1
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002421564

№1/103-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მაისი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - თე--------- დო-–-----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: თე--------- დო-–-----–---–ი

მამის სახელი: გი-------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ახ--–-------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი სა–----

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კვალიფიკაცია: თე--------- დო-–-----–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 21 თებერვალს ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის ახალსოფლის ტყის N94-ე კვარტალში თე--------- დო-–-----–---–მა უკანონოდ მოჭრა ორი ძირი ცაცხვის ჯიშის და ერთი ძირი იფნის ჯიშის პირველი ხარისხის ხეები, რითაც გარემოს მიაყენა 1944 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თე--------- დო-–-----–---–ს 2018 წლის 31 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 21 თებერვალს ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის ახალსოფლის ტყის N94-ე კვარტალში თე--------- დო-–-----–---–მა უკანონოდ მოჭრა ორი ძირი ცაცხვის ჯიშის და ერთი ძირი იფნის ჯიშის პირველი ხარისხის ხეები, რითაც გარემოს მიაყენა 1944 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ალ---------- შა--–--–---–ის, გი------ სუ-----–-–---–ის, არ--- რა----–---–ის, ბა----- თუ-----ის, ელ------- გი---–--–---–ის, გი------ სი----ის, ვა-–---- და-----–---–ის, თავად ბრალდებულ თე--------- დო-–-----–---–ის ჩვენებებით, ავტომანქანის და ხეების დათვალიერების ოქმებით, ბენზოხერხის ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოზიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, საველე აქტებით, დალუქვის აქტით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე--------- დო-–-----–---–მა უკანონოდ მოჭრა ორი ძირი ცაცხვის ჯიშის და ერთი ძირი იფნის ჯიშის პირველი ხარისხის ხეები.

 

ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან - მოჭრა, მოხერხვა, ასევე, ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ამასთან, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს უკანონო. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როდესაც გაჩეხვა ხდება ნებართვაში მითითებული ოდენობის გადამეტებით ან ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ნებართვაში მითითებული არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თე--------- დო-–-----–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: გი------ სუ-----–-–---–ის, თე--------- დო-–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ზიანის გაანგარიშების ფურცლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე--------- დო-–-----–---–მა უკანონოდ მოჭრა ორი ძირი ცაცხვის ჯიშის და ერთი ძირი იფნის ჯიშის პირველი ხარისხის ხეები, რითაც გარემოს მიაყენა 1944 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს მთავრობის N54-ე დადგენილების თანახმად, ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.

 

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ თე--------- დო-–-----–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თე--------- დო-–-----–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თე--------- დო-–-----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თე--------- დო-–-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თე--------- დო-–-----–---–ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

თე--------- დო-–-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე--------- დო-–-----–---–თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

თე--------- დო-–-----–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია ფულადი თანხით. ვინაიდან, ბრალდებულის მიერ არ დარღვეულა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობები, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართულ ორ ძირ (რვა მორი) ცაცხვის ჯიშის ხეს და ერთ ცალ იფნის ჯიშის ხეს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული აქვს გი------ სი----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუკეთდეს კონფისკაცია და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული „ზილის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით K--------) რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს არ--- რა----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თე--------- დო-–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

ნივთიერ მტკიცებულებას - ორ ძირ (რვა მორი) ცაცხვის ჯიშის ხეს და ერთ ცალ იფნის ჯიშის ხეს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული აქვს გი------ სი----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუკეთდეს კონფისკაცია და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - „ზილის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით K--------) რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს არ--- რა----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერ მტკიცებულება - ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი