განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002352548-1/096-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
03 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ა-–------------–----–--------------, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ა---–---–---- რაიონი, სოფელი გ----–---, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––---, ფ----------------- ქუჩა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 14 იანვარს საღამოს საათებში ქ-----––---ში ფ---------------ს ქუჩაზე დროებით მცხოვრებ ა-–------------------ს არასრულწლოვან ძმისშვილ ლ----------------ნ ერთად მიაკითხა ძმამ გ----------- სახლში, რომელმაც სთხოვა დისგან მ--–------------აგან დროებით წაღებული DVD მოწყობილობის დაბრუნება, აღნიშნულზე განაწყენებულმა ა-–------------------მ ძმას გ----------- არასრულწლოვან ლ------------- თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფეხის დარტყმით ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,რა დროსაც გ------------ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-–------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
გ----------- ჩვენება რომლის თანახმად 2018 წლის14 იანვარს იმყოფებოდა ქ-----––---ში დასთან მ--–---------------- სტუმრად,სადაც აგრეთვე იმყოფებოდა მისი ძმის ვ-----–---------- შვილი ლ------------- რომელიც არის მე-6 კლასის მოსწავლე, ძმისშვილმა თხოვა წაყოლოდა ბიძასთან ა-–------------------სთან და წამოეღოთ DVD,რომელიც ა-–------------------ს ჰქონდა ნათხოვარი მისგან. ის და ლ-----------ე მივიდნენ ა-–----------------------ან სახლში, მისვლისას უთხრეს რომ ლ----- DVD-ს წაიღებდნენ, რაზედაც იგი გაბრაზდა, დაუწყო მას გინება და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა,ა-–-------------------- რომელიც იდგა მის ზურგს უკან ფეხი ამოარტყა საჯდომზე და ძალით გამოაგდო სახლიდან, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ. 6-8;
ლ------------- ჩვენება რომლის თანახმად 2018 წლის 14 იანვარს ის და მისი ბიძა გ----------- მივიდნენ ა-–----------------------ან სახლში, ა-–-------------------- რომ გაიგო რომ დივიდის წასაღებად იყვნენ მისულები გაბრაზდა, გაღიზიანდა და დაიწყო ყვირილი, გ-----------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა, ასევე ა-–-------------------- გ-----------ს ამოარტყა ფეხი საჯდომზე და გამოაგდო სახლიდან.
იხ. ს.ფ. 24-26;
ა-–------------------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2018 წლის 15 იანვრის №--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გ-----------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
იხ. ს.ფ. 12-14;
ა-–------------------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე მ--–------------ გამოკითხვის ოქმით, გ----------- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ა-–------------------ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ა-–-------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;
ა-–------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული სასამართლო თვლის, რომ ა-–------------------ს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-–-------------------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა-–------------------- (პ/ნ 0----------)ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ ა-–------------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
3.ა-–------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს;
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე