განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100118002383173(1/148-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი -მარიამ თოდუას
პროკურორ-კო---------------------
ადვოკატ-მე---------–----–----
ბრალდებულ-ვე-------–---–----
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ზა-----–---–---- თანხმობით შემოსული სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის კო--------------------- შუამდგომლობა
1.ბრალდებული: ვე-------–---–---- მიმართ
მამის სახელი: შე---------
დაბადებული: 14.04.19-- წელს
პირადი ნომერი: 39---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო ტექნიკური განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. სე---------------------------
რეგისტრირებული: ქ. სე---------------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ვე-------–---------------–---–----, მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 20:15 საათზე, თბ--–------------–----–-------------------–------------------–-----------, სე-----------–----–----------------–------–----ს ტერიტორიაზე, ქ. სე-------------------- მიმართულებით მოძრავი „ფო------------“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით BA-----, რომელსაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.11 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით მართავდა მთვრალი ვე-------–---–---, დაეჯახა ველოსიპედით მოძრავ ნო---------------–--ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2018 წლის 12 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ კო---------------------, ბრალდებულ ვე-------–---–---- და ადვოკატ მე---------–----–---- შორის.
პროკურორი კო-------------------- შუამდგომლობს ვე-------–---–---- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული ვე-------–---–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვე-------–---–---- ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 (სამი) წლის ვადით.
დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ” ფო------------” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით BA-----, რომელიც ინახება ქ. სე------–-------–---–----------------------------–-, დაუბრუნდეს მფლობელს.
ნო---------------–--ს ველოსიპედი, რომელიც ინახება ქ. სე------–-------–---–----------------------------–-, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს -ნი------------–---–ს.
ვა-------–---–----გან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში,დაუბრუნდეს ვე-------–---–----.
ნო---------------–--სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს ნო---------------–--ს უფლებამონაცვლეს ნი------------–---–ს.
ავტომობილის საჭის ზედა და ქვედა ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი, ვა-------–---–----გან აღებული ნერწყვის და სისხლის ნიმუში, ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან აღებული მიკრონაწილაკები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.
ვე-------–---–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მე---------–----–--- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდებულ ვე-------–---–---- წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ვე-------–---–--- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებული ვე-------–---–--- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა. დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან კონსულტაციის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნი------------–---–ს არ სურს დაესწროს სასამართლო სხდომას და თანახმაა ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულ ვე-------–---–---- აღიარებით.
2018 წლის 22 თებერვლის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ (ს.ფ. 13-16, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება -შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 124-126, ტ1)
2018 წლის 22 თებერვლის სქემატური ნახაზით (ს.ფ 17, ტ1)
2018 წლის 23 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ. 51-53, ტ1)
2018 წლის 23 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვე-------–---–---- მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 85-86, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვე-------–---–---- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 120-122, ტ1)
2018 წლის 23 თებერვლის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი---------------–-–---–-ს მიმართ საგამოძიებო მოქმედება-ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 99-101, ტ1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გი--------------–-–---–-ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 116-118, ტ1)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 23 თებერვლის №14--- ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 135-137, ტ1)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო -კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 28 თებერვლის №42-- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 202-204, ტ1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 მარტის №00------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 259-263, ტ1)
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 31 მარტის №52--- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 6-10, ტ2)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 10 აპრილის №00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 13-21, ტ2)
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნი------------–---–ის ჩვენებით.
მოწმეების პა--–----------------------------------------------------–-–---–---------------------------------------------------------------–---–--–---–------------–---–------ს ჩვენებებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვე-------–---–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია ვე-------–---–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ვე-------–---–---- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ვე-------–---–---- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე განაცხადა თანხმობა, ხასიათდება დადებითად.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ” ფო------------” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით BA-----, რომელიც ინახება ქ. სე----ს შპს „სპ-–---–----------------------------–-, დაუბრუნდეს მფლობელს.
ნო---------------–--ს ველოსიპედი, რომელიც ინახება ქ. სე------–-------–---–----------------------------–-, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს -ნი------------–---–ს.
ვა-------–---–----გან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში,დაუბრუნდეს ვე-------–---–----.
ნო---------------–--სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს ნო---------------–--ს უფლებამონაცვლეს ნი------------–---–ს.
ავტომობილის საჭის ზედა და ქვედა ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი, ვა-------–---–----გან აღებული ნერწყვის და სისხლის ნიმუში, ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან აღებული მიკრონაწილაკები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ზა----–---–---ს თანხმობით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის კო--------------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის კო---------------------ს, ბრალდებულ ვე-------–---–---- და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მე---------–----–---- შორის.
3.ცნობილი იქნას დამნაშავედ ვე-------–---–--- (პირადი ნომერი 39---------) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ვე-------–---–---- ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 (სამი) წლის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ვე-------–---–---- დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6.ვე-------–---–---- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 17 აპრილის 13:13 საათიდან.
7. ვე-------–---–---- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 22 თებერვლიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით.
8. ვე-------–---–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
9.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად ვე-------–---–---- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. სე---------------------------).
10.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად ვე-------–---–---- დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
11ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ” ფო------------” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით BA-----, რომელიც ინახება ქ. სე------–-------–---–----------------------------–-, დაუბრუნდეს მფლობელს.
ნო---------------–--ს ველოსიპედი, რომელიც ინახება ქ. სე------–-------–---–----------------------------–-, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს -ნი------------–---–ს.
ვა-------–---–----გან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში,დაუბრუნდეს ვე-------–---–----.
ნო---------------–--სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს ნო---------------–--ს უფლებამონაცვლეს ნი------------–---–ს.
ავტომობილის საჭის ზედა და ქვედა ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი, ვა-------–---–----გან აღებული ნერწყვის და სისხლის ნიმუში, ავტომობილის მძღოლის სავარძლიდან აღებული მიკრონაწილაკები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.
12. ვე-------–---–---- განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
13.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
14. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ- ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
15 .განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ნატრული აკობია