განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2018
საქმის ნომერი
010100116001346933
დავის ტიპი
125 1
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001346933

1-432/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი ირინა მაკარაძე

 

პროკურორი - გ-------------–--ლი

 

ბრალდებული - ი-–-- ქ-----აძე

ადვოკატი - პაატა ბოლქვაძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N171060316006

 

ბრალდებული: ი-–-- ქ-----აძე

მამის სახელი: ზ-----ი

დაბადებული: 17.04.1-----–--–---------------------–--------------–----------–--------------------–----------–------------–------------–------------------------------------------------–------------------------------------–--------------------------------–-----------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (30.11.2016 წლის რედაქცია).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ი-–-- ქ-----აძემ ჩაიდინა გ---–---- გ-------ძის ცემა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2016 წლის 06 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა N91 არსებული ი-–-- ქ-----აძის ოფისის შესასვლელთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-–-- ქ-----აძემ მუცლის არეში ფეხის დარტყმებით გ---–---- გ-------ძეს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

3. დაზარალებულ გ---–---- გ-------ძის ჩვენების დადგენი-–--, რომ მისმა მეუღლემ ზ----აბ გ-------ძემ და ი-–-- ქ-----აძემ 2015 წელს სარიტუალო დარბაზის მოძრავ ინვერტანთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს. თუმცა ზ----აბ გ-------ძემ რამდენიმე ხნის განვლის შემდეგ ვეღარ გააგრძელა წარმატებული მუშაობა. ინვენტართან დაკავშირებით ზ----აბ გ-------ძეს და ი-–-- ქ-----აძესა შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამ უკანასკნელმა ტელეფონზე საუბრის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზ----აბ გ-------ძეს. 2016 წლის 06 მარტს ზ----აბ გ-------ძე დედასთან გ---–---არ გ-------ძესთან და მასთან ერთად შეხვდა ი-–-- ქ-----აძეს ამ უკანასკნელის ოფისში, მდებარე ქ. ბათუმში ზ. გორგილაძის ქუჩა N 91 - ში. აღნიშნული შეხვედრისას ი-–-- ქ-----აძემ სამივეს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გ---–---- გ-------ძემ ხელი უბიძგა ი-–-- ქ-----აძეს. თავის მხრივ ი-–-- ქ-----აძემ ფეხი ჩაარტყა მუცელში. გ---–---- გ-------ძემ ხელი დაარტყა ი-–-- ქ-----აძეს სახეში, რის გამოც ი-–-- ქ-----აძემ კიდევ ჩაარტყა ფეხი გ---–---- გ-------ძეს მუცელში. დარტყმა იმდენად ძლიერი და მტკივნეული იყო, რომ გ---–---- გ-------ძე იატაკზე დავარდა. მას მიეხმარნენ მეუღლე ზ----აბ გ-------ძე და გ---–---არ გ-------ძე და წამოაყენეს. დარტყმა იმდენად მტკივნეული იყო, რომ გაუჭირდა წელში გასწორება. მომხდარის გამო მათ შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

4. მოწმე ზ----აბ გ-------ძის ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ იცნობს ი-–-- ქ-----აძეს, რომელსაც ფლობს სარიტუალო დარბაზს. თვითონ ზ----აბ გ-------ძე ფლობს შპს „ზ----ას“. 2015 წელს შპს „ზ----ას“ სახელით ზ----აბ გ-------ძემ ხელშეკრულება გააფორმა ი-–-- ქ-----აძესთან სარიტუალო დარბაზის მოძრავ ინვერტანთან დაკავშირებით. თუმცა შპს „ზ----ამ“ რამდენიმე ხნის განვლის შემდეგ ვეღარ გააგრძელა წარმატებით ფუნქციონირება და შეწყვიტა მუშაობა. მომხდარის გამო ინვენტართან დაკავშირებით ი-–-- ქ-----აძესთან ურთიერთობა დაიძაბა და ამ უკანასკნელმა ტელეფონზე საუბრის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზ----აბ გ-------ძეს. 2016 წლის 06 მარტს ზ----აბ გ-------ძე დედასთან გ---–---არ გ-------ძესთან და მეუღლესთან გ---–---- გ-------ძესთან ერთად შეხვდა ი-–-- ქ-----აძეს ამ უკანასკნელის ოფისში, მდებარე ქ. ბათუმში ზ. გორგილაძის ქუჩა N 91 - ში. აღნიშნული შეხვედრისას ი-–-- ქ-----აძემ კვლავ მიაყენა სამივე სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გ---–---- გ-------ძემ ხელი უბიძგა ი-–-- ქ-----აძეს. თავის მხრივ ი-–-- ქ-----აძემ რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ფეხი გ---–---- გ-------ძეს მუცელში. მომხდარის გამო მათ შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. იმავე დღეს გ---–---- გ-------ძემ ძლიერი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში სადაც სამი დღის განმავლობაში გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას.

 

5. მოწმე ზ----აბ გ-------ძის ჩვენება სრულად დაადასტურა მოწმე გ---–---არ გ-------ძემ, რომელმაც ასევე განუმარტა სასამართლოს რომ ი-–-- ქ-----აძემ ფეხი ჩაარტყა გ---–---- ქ-----აძეს მუცელში.

 

6. ექსპერტიზის დასკვნის N001590116 თანახმად: პირადი შემოწმების (09.03.2016წ) და წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით გ---–---- გ-------ძეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ნ ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

7. ექსპერტმა ღ-------ი უ-----–---–მა სასამართლოში დაადასტურა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები და ასევე განმარტა, რომ სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით გ---–---- გ-------ძის დასკვნითი კლინიკური დიაგნოზია: მუცლის ზ----გის, მენჯის სხვა დაუზუსტებელი ტრავმა.

 

8. საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ზ----- ქ------ძის მიერ მოპოვებულ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო N 1260 ბარათის და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N 100 ცნობა ჯამრთელობის მდგო----ეობის თანახმად პაციენტი გ---–---- გ-------ძე სასწრაფო დახმარების ექიმის გადაწყვეტილებით გადაყვანილი იქნა სტაციონარში 07. 03. 2016 წელს 01 სთ 45 წთ. პაციენტი უჩივის ტკივილს მუცლის მეტწილად მარჯვენა ქვედა ნახევარში.

 

9. საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ზ----- ქ--------- და დეტექტივ-გამომძიებელმა ო---- ქ-----აძემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ შედგენილი ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისა და შედეგებს. ასევე მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

10. რაც შეეხება ბრალდებულის და მისი ადვოკატის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არა ი-–-- ქ-----აძემ არამედ პირიქით თვითონ გ---–---- გ-------ძემ მიაყენა ი-–-- ქ-----აძეს ფიზიკური შეურაცხყოფა და როგორც დაზარალებული ისე მოწმეები ცრუობენ სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება, ზემოთ აღწერილი, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ურთიერთ შესაბამისია და დამაჯერებელია.

11. იმავდროულად სასამართლო ხაზს უსვამს და ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლოს საქმეში მოთავსებულია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დათარიღებული 29.04.2016 წელს. დადგენილების შინაარსის მიხედვით 2016 წლის 06 მარტს არამარტო ი-–-- ქ-----აძემ გ---–---- გ-------ძეს, არამედ გ---–---- გ-------ძემაც ი-–-- ქ-----აძეს მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს ი-–-- ქ-----აძის ცემის ფაქტზე საქ. სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო არა სასამართლო არამედ პროკურატურაა. საქართველოს სსსკ-ი 32-ე მუხლის თანახმად ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

 

13. რაც შეეხება სასამართლოს, საქართველოს სსსკ-ის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსი-–-- განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

14. საქართველოს სსსკ-ი 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებების და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

 

15. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოში მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

16. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად განაჩენი დასაბუთებულია თუ იგი ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

17. ი-–-- ქ-----აძის ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დროს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, (დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია) რომელთა ერთობლიობა სრულად გამორიცხავს ეჭვს და ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-–-- ქ-----აძემ ცემა გ---–---- გ-------ძე.

 

სამართლებრივი შეფასება:

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

19. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

20. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ცემა ან ძალადობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

22. ი-–-- ქ-----აძის მიერ გ---–---- გ-------ძის ცემის ფაქტი დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

 

23. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-- ქ-----აძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. ((2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით)

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

24. ი-–-- ქ-----აძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია

25. ი-–-- ქ-----აძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

27. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

28. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

29. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

31. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-–-- ქ-----აძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-–-- ქ-----აძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ი-–-- ქ-----აძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (30.11.2016 წლის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი-–-- ქ-----აძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი