განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2018
საქმის ნომერი
190100118002405960
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნუგზარ მახათაძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: რ------------------ა, დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------–----–----–--------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.1.120-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ადვოკატი - კობა კობიაშვილის,სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

- 2017 წლის 23 აგვისტოდან გ-----------–-–---–ი ცხოვრობს თავისი დის, ნ-------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ----------------–----–----–------------ში თავის დასთან, ნ-------–-–---–თან, სიძესთან, ნ--------------------თან და დის შვილთან, რ------------------ასთან ერთად. რ------------------ას ხშირად ჰქონდა პრეტენზია გ-----------–-–---–თან იმის გამო, რომ ნასამართლევი იყო და ამიტომ არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა მასთან. მიუხედავად იმისა, რომ გ-----------–-–---–ი ყოველთვის ცდილობდა მასთან კომფლიქტისაგან თავის არიდებას, რადგან რ------------------ას აქვს აგრესიული და გაუწონასწორებელი ხასიათი, 2018 წლის 19 მარტს, მას შემდეგ, რაც ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, დაახლოებით 20:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ------------------ამ მითითებულ საცხოვრებელ ბინაში მას დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით კეფის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობის სახით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

რ------------------ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ------------–-–---–----------------–-------------------------, ნ-------–-–---–ის, თ-----------------ს, ნ-------------–---–----–-----------------ს გამოკითხვის ოქმები, გ-----------–-–---–ის ავადმყოფობის ისტორიas, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სხვა მტკიცებულებები.

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 23 აგვისტოდან გ-----------–-–---–ი ცხოვრობს თავისი დის, ნ-------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ----------------–----–----–------------ში თავის დასთან, ნ-------–-–---–თან, სიძესთან, ნ--------------------თან და დის შვილთან, რ------------------ასთან ერთად. რ------------------ას ხშირად ჰქონდა პრეტენზია გ-----------–-–---–თან იმის გამო, რომ ნასამართლევი იყო და ამიტომ არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა მასთან. მიუხედავად იმისა, რომ გ-----------–-–---–ი ყოველთვის ცდილობდა მასთან კომფლიქტისაგან თავის არიდებას, რადგან რ------------------ას აქვს აგრესიული და გაუწონასწორებელი ხასიათი, 2018 წლის 19 მარტს, მას შემდეგ, რაც ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, დაახლოებით 20:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ------------------ამ მითითებულ საცხოვრებელ ბინაში მას დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით კეფის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობის სახით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის რ------------------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ რ------------------ას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედებამ უნდა გამოიწვიოს შემდეგი შედეგები: 1) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან 2) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ორი სახისაა: ერთი რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მოშლას (ხანმოკლედ) და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ შედეგად მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, არამყარი დაკარგვა.

 

სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

სსკ-ის 111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

4.1. ბრალდებულ რ------------------ას პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

რაც შეეხება ბრალდებულ რ------------------ას მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში რ------------------ამ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ბიძას გ-----------–-–---–ს, რომელიც 2017 წლის 23 აგვისტოდან ცხოვრობს თავისი დის, ნ-------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ----------------–----–----–------------ში თავის დასთან, ნ-------–-–---–თან, სიძესთან, ნ--------------------თან და დის შვილთან - რ------------------ასთან ერთად, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით რ------------------ას ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით რ------------------ას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეციდივი, ვინაიდან რ------------------ა ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის №1/648-15 განაჩენით სსკ-ის 238.1 მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 29 ივლისს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, რ------------------ას მიმართ სახეზეა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამდენად, საბოლოო სასჯელის განსაზაღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ რ------------------ას მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

რ------------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:

 

_ გ-----------–-–---–ის ტანსაცმელი, რ------------------ას პერანგი, საძინებელი ოთახში (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარ საწოლზე დაგდებული SAMSUNG - ის ფირმის მობილური ტელეფონი, საძინებელი ოთახში (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარ საწოლიდან ამოღებული ერთი ცალი საბანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.

 

_ სამზარეულო ოთახში მდგარი კარადის უჯრიდან ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა, კორპუსის კედლის გარე ზედაპირზე არსებული ლაქიდან და ამავე ლაქის მიმდებარედ ეზოში, ასფალტის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სითხის გუბიდან აღებული ანაწმენდები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, საძინებელი ოთახის (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფიდან და ჩარჩოდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, მისაღები ოთახიდან (ოთახი #4) საძინებელი ოთახში (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) გასასვლელი თაღის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან აღებულ იქნა მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე (ამოღებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს), მისაღებ ოთახში (ოთახი #4; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარი მაგიდის ზედაპირიდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე,. სამზარეულო ოთახში მდგარი კარადის უჯრის შიდა ზედაპირიდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, გ-----------–-–---–ის სისხლის ნიმუში,რ------------------ას ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ------------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

2. რ------------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 20 მარტიდან.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:

 

_ გ-----------–-–---–ის ტანსაცმელი, რ------------------ას პერანგი, საძინებელი ოთახში (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარ საწოლზე დაგდებული SAMSUNG - ის ფირმის მობილური ტელეფონი, საძინებელი ოთახში (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარ საწოლიდან ამოღებული ერთი ცალი საბანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.

 

_ სამზარეულო ოთახში მდგარი კარადის უჯრიდან ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა, კორპუსის კედლის გარე ზედაპირზე არსებული ლაქიდან და ამავე ლაქის მიმდებარედ ეზოში, ასფალტის ზედაპირზე არსებული მოწითალო ფერის სითხის გუბიდან აღებული ანაწმენდები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, საძინებელი ოთახის (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფიდან და ჩარჩოდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, მისაღები ოთახიდან (ოთახი #4) საძინებელი ოთახში (ოთახი #5; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) გასასვლელი თაღის მიმდებარედ იატაკის ზედაპირიდან აღებულ იქნა მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე (ამოღებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს), მისაღებ ოთახში (ოთახი #4; იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) მდგარი მაგიდის ზედაპირიდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე,. სამზარეულო ოთახში მდგარი კარადის უჯრის შიდა ზედაპირიდან აღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდები ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, გ-----------–-–---–ის სისხლის ნიმუში,რ------------------ას ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი