გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
340210117002025859
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210117002025859

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.05.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე მი----– მი---–-–--ლი, თ-----ი მი---–-–--ლი

წარმომადგენელი თ-------–-----–---–-, ი-–----------–---–-

მოპასუხე შპს ,,მ-----–--- “ (სახელწოდების შეცვლამდე შპს ,, მ------- “

წარმომადგენელი ნ--------------–---–-

მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლი ,დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,მ-----–---“ (სახელწოდების შეცვლამდე შპს ,,მ-------"ს) მიმართ ბ--- მი---–-–--ლის დავალიანების გამო აღმასრულებლის მიერ 29.06.2017 წლის ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოსარჩელეების კუთვნილი მოძრავი ნივთების: 1. სარეცხი მანქანა ბეკოს ფირმის, 5 კილოგრამიანი , 2. მაცივარი ორგანყოფილებიანი, ქვედა საყინულით, თეთრი ფერის ; 3. სამსუნგის ფირმის, შავი ფერის პლაზმური ტელევიზორის და ტელევიზორის მაგიდის, ყადაღისგან გათავისუფლება;

 

მოსარჩელის პოზიცია:

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლი არის თ----- მი---–-–--ლის შვილი და მი----– მი---–-–--ლის ძმა. შპს ,,მ-----–---ის" მიმართ ბ--- მი---–-–--ლის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების გამო აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ----- უძ--–-----მა 29.06.2017 წლის ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დააყადაღა მოძრავი ნივთები: 1. ბეკოს ფირმის სარეცხი მანქანა, 2. მაცივარი 3. სამსუნგის ფირმის პლაზმური ტელევიზორი და ტელევიზორის მაგიდა , რომელიც მოსარჩელეების კუთვნილებას წარმოადგენს .

 

მოსარჩელეების მითითებით, აქტში შეტანილი არც ერთი ნივთი მოპასუხეს არ შეუძენია, ეს ნივთები მოსარჩელეების შეძენილია და წარმოადგენს მათ საკუთრებას, ხოლო ბ--- მი---–-–--ლი რამდენიმე წელია რაც დაოჯახდა და ცხოვრობს ქ. თბილისში, მოპასუხის ვალების გამო ძმებს ურთიეთობა აღარ აქვთ , ამიტომ ითხოვს ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვას.

 

2.მოპასუხეთა პოზიცია ხათუნ

 

2.1. მოპასუხე შპს ,, მ-----–--- “ ის (კრედიტორი) წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოვალე ცხოვრობს იმ სახლში, სადაც ნივთების აღწერა და დაყადაღება მოხდა, სწორედ ამიტომ მოხდა აღმასრულებლის მიერ ამ მისამართზე ქონების აღწერა და დაყადაღება, ბ--- მი---–-–--ლი პირადად ესწრებოდა ქონების აღწერა-დაყადაღებას და მას რაიმე პრეტენზია ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით არ განუცხადებია .

 

2.2. მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლმა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ 2015 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად ქ. თბილისში გადავიდა. სოფელ შილდაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც 29.06.2017 წელს მოხდა ნივთის აღწერა და დაყადაღება, არ ცხოვრობს და არც რაიმე ნივთი ეკუთვნის მას. აქტში შეძენილი ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება, ამიტომ სარჩელს ეთანხმება და მოითხოვს, რომ ამოირიცხოს ყადაღიდან ნივთები, რომელიც მისი ვალდებულების გამოა დაყადაღებული, რადგან ეს ნივთები მისი საკუთრება არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლი არის თ----- მი---–-–--ლის შვილი და მი----– მი---–-–--ლს ძმა .

 

3.1.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულია 160811030/193633 სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვით ,მოპასუხე მოვალეს- ბ--- მი---–-–--ლს კრედიტორის- შპს ,,მ-------"ს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხის გადახდა.

3.1.3 ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ----- უძ--–-----მა 29.06.2017 წლის ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ბეკოს ფირმის, 5 კილოგრამიანი სარეცხი მანქანა 2. ორგანყოფილებიანი, ქვედა საყინულით, თეთრი ფერის მაცივარი; 3. სამსუნგის ფირმის, შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი და ტელევიზორის მაგიდა;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

-სააღსრულებო ბიუროს ცნობა

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 29.06.2017 წლის ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ბეკოს ფირმის, 5 კილოგრამიანი სარეცხი მანქანა და ორგანყოფილებიანი, თეთრი ფერის ქვედა საყინულით მაცივარი მოსარჩელე მი----– მი---–-–--ლის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო ამავე აქტის საფუძველზე დაყადაღებული სამსუნგის ფირმის შავი ფერის პლაზმური ტელევიზორი და ტელევიზორის მაგიდა -მოსარჩელე თ----- მი---–-–--ლის საკუთრებას წარმოადგენს .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულების ერთერთი სახეა მხარის ახსნა განმარტება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილია მტკიცებულებების შეფასების საპროცესო პრინციპი, ამ ნორმის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამ ნორმის საფუძველზე არც ერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა არა აქვს და მისი შინაარსი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადასტურების ან უარყოფისათვის მტკიცებითი მნიშვნელობისაა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უნდა გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მტკიცებულეებით დასტურდება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება და რას ემყარება სასამართლოს მოსაზრება.

 

მხარეებს შორის სადავოა აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებენ მოსარჩელეები, რასაც ადასტურებს მოპასუხე მოვალე და აცხადებს, რომ დაყადაღებული ნივთები ნამდვილად მოსარჩელეების შეძენილია და მათ საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო მოპასუხე კრედიტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნივთების დაყადაღება მოხდა კანონიერად .

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაყადაღებული ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეიძლება ხელშეკრულებით, ხელწერილით, გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, მოწმის ჩვენებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რომლითაც დადგინდება ნივთების კუთვნილების საკითხი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის, მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლის ახსნა-განმარტებით და მოწმე გი------ ჯიქ-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ტელევიზორი და ტელევიზორის მაგიდა შეძენილია თ----- მი---–-–--ლის მიერ და მის საკუთრებას წარმოადგენს.

 

მოსარჩელე მხარის და მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლის ახსნა-განმარტებით, სესხის ხელშეკრულების, ნივთის აღწერა-შეფასების აქტის და საგარანტიო ტალონით დგინდება, რომ მოსარჩელე მი----– მი---–-–--ლმა 2016 წლის 25 დეკემბერს შპს ,,მინ--------ტ ჯორჯია“-დან #ა-123 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით, სესხი გაცემულია მი----– მი---–-–--ლის მიერ საყოფაცხოვრებო ტექნიკის-სარეცხი მანქანის და მაცივრის შეძენის მიზნით, კერძოდ, ხელშეკრულების 2.5. პუნქტის შესაბამისად, სესხი გაცემულია ბეკოს ფირმის, 5 კილოგრამიანი სარეცხი მანქანის და ორგანყოფილებიანი, თეთრი ფერის ქვედა საყინულით მაცივრის შესაძენად; ნივთის აღწერა-შეფასების აქტის შეაბამისად, მსესხებელმა სესხი გამოიყენა მიზნობრივად და შეიძინა საყოფაცხოვრებო ტექნიკა - სარეცხის მანქანა ბეკოს ფირმის, 5 კილოგრამიანი, რომლის ღირებულებაა-980 ლარია და მაცივარი ორგანყოფილებიანი, თეთრი ფერის ქვედა საყინულით-რომლის ღირებულება 1020 ლარია.

 

დადგენილია, რომ შპს ,,მ-------" ს მიმართ მოვალის-ბ--- მი---–-–--ლის დავალიანების გამო აღმასრულებლის მიერ 29.06.2017 წლის ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებულია სწორედ 1. ბეკოს ფირმის, 5 კილოგრამიანი სარეცხი მანქანა და ორგანყოფილებიანი, ქვედა საყინულით, თეთრი ფერის მაცივარი, რომელიც შეძენილია მი----– მი---–-–--ლის მიერ და მის საკუთრებას წარმოადგენს , საწინააღმდეგოს დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, აღნიშნული კი ამ ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველია

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელების და მოპასუხე მოვალის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება

- სესხის ხელშეკრულება, ნივთის აღწერა-შეფასების აქტი

 

3.2.2 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე კრედიტორის წარმომადგენლის მითითებას, რომ ბ--- მი---–-–--ლი ცხოვრობს იმ სახლში, სადაც ნივთების აღწერა დაყადაღება მოხდა, ამიტომ დაყადაღებული ნივთები მასაც ეკუთვნის.

 

მოსარჩელეების და მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლის ახსნა-განმარტებით და მოწმეების გი------ ჯიქ-----–---–ის და გი------ მჭ----–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლი 2015 წლის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, მას ვალების გამო კონფლიქტური ურთიერთობა აქვს ძმასთან-მი----– მი---–-–--ლთან , რის გამოც იშვიათად მიდის ხოლმე მშობლების სახლში.

 

ამდენად, მოსარჩელეების და მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლის გარდა, მოწმეთა ჩვენებებითაც დადგენილია, რომ ყვარლის რაიონის სოფელი შილდა , სადაც 2017 წლის 29 ივნისს მოხდა ქონების აღწერა -დაყადაღება, არ წარმოადგენს მოვალე ბ--- მი---–-–--ლის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, ამ სახლში მი----– მი---–-–--ლი ცხოვრობს ოჯახთან და მშობლებთან ერთად, ხოლო ბ--- მი---–-–--ლი ცხოვრობს ქ. თბილისში .

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე კრედიტორის წარმომადგენლის მითითებას, რომ ბ--- მი---–-–--ლი ცხოვრობს იმ სახლში, სადაც მოხდა ნივთების აღწერა- დაყადაღება, ამიტომ დაყადაღებული ნივთები მასაც ეკუთვნის, რადგან ჯერ ერთი, დადგენილია, რომ ნივთები შეძენილია მოსარჩელეების მიერ და მათ საკუთრებას წარმოადგენს, გარდა ამისა, რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოპასუხე მოვალის იმ სახლში ცხოვრებას დაადასტურებს, სადაც ნივთების აღწერა დაყადაღება მოხდა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ მოპასუხე კრედიტორის წარმომადგენლის განმარტება, რომ 29.06.2017 წელს მოვალე ესწრებოდა ნივთების აღწერა- დაყადაღებას, მოვალის ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ფაქტობრივად ცხოვრების საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რადგან თავად ნივთის აღწერა და დაყადაღების აქტი ასეთ მითითებას არ შეიცავს. წარმოდგენილი აქტის შინაარსის მიხედვით, ნივთების აღწერა- დაყადაღებას ესწრებოდა არა მოვალე, არამედ მოვალის ძმა-მი----– მი---–-–--ლი, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. აქტი არ შეიცავს მითითებას, რომ ნივთების დაყადაღებას ასევე ესწრებოდა მოვალე, აქტში მოვალის გრაფა ცარიელია, იგი არც ხელს აწერს აქტს, არც რაიმე კომენტარი-შენიშვნაა გაკეთებული აღმასრულებლის მიერ , რომ მოვალე ესწრებოდა აქტის შედგენას და უარი განაცხადა ხელმოწერაზე, ამიტომ მხოლოდ მოპასუხე კრედიტორის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოვალე 29/06/2017 წელს ესწრებოდა ნივთების აღწერა დაყადაღებას, ამიტომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობს სოფელ შილდაში, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საწინააღმდეგო დასტურდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების, შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

განსახილველ საქმეში დავის საგანია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, ხოლო ნივთები წარმოადგენს იძულებითი აღსრულების საგანს და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსასრულებლად.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სადაო ნივთები დაყადაღებულია მოვალის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულებისას, ხოლო იძულებითი აღსრულება დაწყებულია კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდევინების მიზნით. ამდენად, სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა მოპასუხე ბ--- მი---–-–--ლი და შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.

 

განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელე მხარე აცხადებს პრეტენზიას დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესახებ. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით).

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე, თუ დამტკიცდება, რომ საკუთრების უფლება ნივთზე მოპოვებულია სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ 29.06.2017 წლის ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებულ ნივთებზე არ დასტურდება მოვალის ბ--- მი---–-–--ლის საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეებს, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად კი იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. შესაბამისად, მოსარჩელეები პასუხის ვერ აგებენ კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებებისათვის, ამიტომ ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის და მათი დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს .

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსს კოდექსის 53 მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი სარჩელზე 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი გადახდილია, რის ანაზღაურებასაც ითხოვს სარჩელით, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მი----– მი---–-–--ლის და თ-----ი მი---–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს .

 

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ზ----- უძ--–-----ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს ნივთის აღწერის და დაყადაღების შესახებ #1335-- აქტით დაყადაღებული მი----– მი---–-–--ლის და თ----- მი---–-–--ლის კუთვნილი შემდეგი ნივთები : 1. ბეკოს ფირმის, 5 კილოგრამიანი სარეცხი მანქანა, 2. ორგანყოფილებიანი, ქვედა საყინულით, თეთრი ფერის მაცივარი; 3. სამსუნგის ფირმის, შავი ფერის პლაზმური ტელევიზორის და ტელევიზორის მაგიდა ;

 

3. მოპასუხეებს ბ--- მი---–-–--ლს და შპს ,,მ-----–---"ს სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის- 120 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი