განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002394641 №1/23
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18.05.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვ------------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ა-–-----–---------
დაბადებული: 19.10.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: სენაკის რაიონი, სოფელი ზ---
ადვოკატი - ზ--------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 04 მარტს, ა-–-----–---------მ ქ.სენაკში, ს------------------–---ში მდებარე, N206 კორპუსში, ბინა N3-ში, მისი ცოლის დედას, ნ--------------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის, თ------------ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც ნ--------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბრალდებულმა ა-–-----–---------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადაო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
5. სამართლებრივი შეფასება: სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–-----–---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა-–-----–---------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ა-–-----–---------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–-----–---------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს ბრალად წარდგენილი ქმედების კვალიფიკაციით, რადგან დაზარალებული არ უნდა ჩაითვალოს ბრალდებულის ოჯახის წევრად.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნაში განმარტებულია, რომ ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ... მეუღლის მშობელი, ... ყოფილი მეუღლე, ... არარეგისტრრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი.... ბრალდებულ ა-–-----–---------ს დამოკიდებულება დაზარალებულ ნ--------------სთან, სრულად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ოჯახის წევრთა განსაზღვრებას. შესაბამისად არ არსებობს ა-–-----–---------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის არავითარი საფუძველი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. ა-–-----–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
8. ა-–-----–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
11. ბრალდებულ ა-–-----–---------ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
12. ა-–-----–---------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით, რადგან არსებობს დანაშაულის რეციდივი.
13. ბრალდებულ ა-–-----–---------ს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოხდეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 58-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ა-–-----–--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობით თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის 10 (ათი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოოლოდ ა-–-----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ა-–-----–---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
3. ალექსი შურღაიას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 მარტიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე