განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002417024-1/168-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
24 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ა---------–------–------------–-–---–-, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------- რაიონი, სოფელი შ---–------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა---------–-------–-–---–-ა 2018 წლის 08 მარტს დაახლოებით 03:00 საათზე ა-------- რაიონის სოფელ შ---–-----–- თავისივე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის სიძეს მ---------------–---–- კერძოდ, მან ერთხელ ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ---------------–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა---------–-------–-–---–-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მ---------------–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 08 მარტს მივიდა სიმამრის ა---------–-------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა მისი მეუღლე, სწორედ ამ დროს მასსა და ა---------–-------–-–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, უშლიდა მის მეუღლესთან ქ---------------–-–---–---- ოთახში შესვლას, ა---------–-------–-–---–-ა გალანძღა სიტყვიერად და ერთხელ სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ. 12-15;
ა---------–-------–-–---–-ს ჩვენება რომლის თანახმად 2018 წლის 08 მარტს მასთან სახლში მივიდა მ---------------–---–ი, რომელიც მის მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი და აგრძელებდა მის მიმართ ლანძღვა-გინებას, რა დროსაც მან მ---------------–---–- ერთხელ ხელი გაარტყა სახის არეში. სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
იხ. ს.ფ. 6-9;
ა---------–-------–-–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - მ----------–-------, გ-----------–------, ქ--------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმით, ა---------–-------–-–---–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, მ---------------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ა---------–-------–-–---–-ა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა---------–-------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ა---------–------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა---------–-------–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა---------–-------–-–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა---------–-------–-–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
2.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა---------–-------–-–---–ს აღკვეთის ღონისძიება არ აქვს შერჩეული;
3.პირობითიმსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ა---------–-------–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე