განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100118002465646 (1/280-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2018 წელი ქ. ზ---დიდი
ზ---დიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით,პროკურორ - ლი-------–--ს,ბრალდებულ - სა------–--–---ს და
ადვოკატ - მ-----------------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხი-–-----------–-------------------------–-------------------------------–--------------------ს ლი-------–--ს შუამდგომლობა
ბრალდებულ სა------–--–---ს მიმართ
მამის სახელი: დ------,დაბადებული: 1--1--1-----–--–-,პირადი ნომერი: 3-----------
საქართველოს მოქალაქე,საშუალო განათლების მქონე,დასაოჯახებელი,მისამართი:--------------–----–----------------–------–-------–-
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ სა------–--–---მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2----–-–----------------------–----------------------- ქ. ზ--------–--------–-------------–----–-------------------–------------------–---------------------–---------------------–------------------------------------–----------–-–---------------------------------------------- მოძრავმა, მართვის უფლების არმქონე სა------–--–---მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაარღვია საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 21.3-ე, 33.1-ე და 34.3 (გ) მუხლების მოთხოვნები, მოუცურდა ავტომობილი, გადავიდა სავალი ნაწილის უკიდურეს მ------------------------------------ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით სა------–--–---ს მგზავრები - ივ-–-----------–---–------–---------–------ა გადაყვანილი იქნა სე------–---------------------–-----–ი.
სამედიცინო ე----------------------- დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქე ივ-–-----------–--ლმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2----–-–----------- გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლი-------–--ს, ბრალდებულ სა------–--–---ს და ადვოკატ მ-----------------ს შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სა------–--–--- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული სა------–--–--- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული გ--–-------–-- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი შუამდგომლობს სა------–--–---ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:
ბრალდებული სა------–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1-–-–----------- რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შემცირდეს 1-----------------–------ სა------–--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9--------------- რაც სსს კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1-–-–-----მოსაცდელი ვადით.
სა------–--–---ს 1 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (იხ. 2----------–-–------------------–--–-----------–-------------------------------------------
სა------–--–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ----------------- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს.
სა------–--–---ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:
-ბრალდებულ სა------–--–---ს ჩვენებით;
-მოწმეების ივ-–-----------–--ლის, ო----------–---------–-------–---------–-----------------------–---–-ს ჩვენებებით;
-შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით;
-ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ სა------–--–---მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
სა------–--–---ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
ს-----------–--–-–---–------------------ საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ ლი-------–--ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლი-------–--ს, ბრალდებულ სა------–--–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ-----------------ს შორის;
ბრალდებული სა------–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1-–-–----------- რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შემცირდეს 1-----------------–------ სა------–--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9--------------- რაც სსს კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1-–-–-----მოსაცდელი ვადით;
სა------–--–---ს 1 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
სა------–--–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
სა------–--–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა