განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 15010011800-426-44
№ 1/36-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ ორ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: სპ-------- მნ-–----ის ძე ტი-------ი (დაბადებული 19-- წლის 0- მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, უმუშევარი, რეგისტრაციის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქ.მო-----ი, კო------------ას ქუჩა, კორპუსი #4-, ბინა #8-, ფაქტობრივად მცხოვრების:რუსეთის ფედერაცია, ქ.მო-----ი, კო------------ას ქუჩა, კორპუსი #4-, ბინა #8-; რუსეთის ფედერაციის პასპორტის ნომერი 6---------);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით
ბრალდებულის ადვოკატი: პა---- მა----–-–---–ი
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულის სპ-------- ტი-------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 14 აპრილს, 14:00 საათიდან 15:00საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდ----ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სპ-------- ტი-------მა დააზიანა მისი მამის, მნ-–---- ტი-------ის მფლობელობაში არსებული „ტოიოტა რავ-4“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით „J---76-“, საქარე მინები, რის შედეგადაც მნ-–---- ტი-------ს მიადგა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ეი. სპ-------- ტი-------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მნ-–---- ტი-------ის, არ--- ტი-------ის, რუ--- პა---------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის #87/ს დასკვნა, მომართვის წერილით საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან #00876518, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შესახებ ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აპრილის დადგენილებით და სხვა.
მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.3. სპ-------- ტი-------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი და ლმობიერი სასჯელი.
2.4. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და ბრალდებულ სპ-------- ტი-------ის მკაცრად დასჯა.
2.5. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა სპ-------- ტი-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ყველაზე მინიმალური სასჯელის შეფარდება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.
2.6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით ე.ი. ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სპ-------- ტი-------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ სპ-------- ტი-------ის ბრალეულობას.
3.2. 2018 წლის 14 აპრილს, 14:00 საათიდან 15:00საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდ----ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სპარტაკ ტი-------მა დააზიანა მისი მამის, მნ-–---- ტი-------ის მფლობელობაში არსებული „ტოიოტა რავ-4“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით „J---76-“, საქარე მინები, რის შედეგადაც მნ-–---- ტი-------ს მიადგა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ეი. სპ-------- ტი-------ს ბრალები ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამდენად, სპ-------- ტი-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით ე.ი. ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო სპ-------- ტი-------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც, წარსული ცხოვრება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სპ-------- ტი-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სპატაკი ტი-------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპ-------- ტი-------ის პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში ჯარიმა 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო თვლის რომ შესაძლებელია ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება. სპ-------- ტი-------ის პიროვნების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სპ-------- ტი-------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის სხვა სახის სასჯელის დანიშვნა ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
სპ-------- ტი-------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-217-ე, 268-ე, 26--ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
1. სპ-------- ტი-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
1. სპ-------- ტი-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს დაგირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
2. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ხის ფიცრის ნატეხი, რომელიც ინახება შს რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განადგურდეს;
3. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
4. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე