გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
080210818002402010
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210818002402010

№2/1264-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.05.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე -დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი- სოფიო ბრეგვაძე

განმცხადებელი- ა-–----------------ა, ზ----------–----ა;

წარმომადგენელი- ა--------–--–--ა;

შვილად ასაყვანი- თ---------------–--ე;

ადვოკატი- ხ-------------ე;

მოთხოვნის არსი _ თ---------------–--ის შვილად აყვანა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოთხოვნა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, 2018 წლის 17 აპრილს განცხადებით მიმართეს ა-–----------------ამ და ზ----------–----ამ და მოითხოვეს თ---------------–--ის შვილად აყვანა.

 

განმცხადებლებმა მოითხოვეს - თ---------------–--ის დაბადების მოწმობაში შევიდეს ცვლილება და დედად ჩაიწეროს ზ----------–----ა, მამად ჩაიწეროს ა-–----------------ა, სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

1.1. განცხადების საფუძვლები

 

განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1990 წლიდან ა-–----------------ა და ზ----------–----ა ცხოვრობენ ქ. მოსკოვში. თ---------------–--ე მათი ნათესავია. 90-იან წლებში მაშინ როცა საქართველოში იყო მძიმე ეკონომიური მდგომარეობა თ---------------–--ე და მისი ოჯახი განიცდიდა სიდუხჭირეს შესთავაზეს მას დახმარება და 1997 წლიდან თ---------------–--ე თავისი ოჯახით ცხოვრობდა ა-–----------------ას და ზ----------–----ასთან ერთად.

 

განმცხადებლებმა განმარტეს რომ არ ყავთ შვილი და თ------ მიიღეს, როგორც საკუთარი შვილი. მისი თვისებებიდან და სიყვარულიდან გამომდინარე. ერთად ცხოვრობდნენ 17 წელი, რა დროსაც მათ შორის ჩამოყალიბდა ნამდვილი ოჯახური, დედაშვილური და მამაშვილური ურთიერთობა. 2014 წელს თ------ გახდა მძიმედ ავად, არ უმუშავებს არცერთი თირკმელი. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და ერთადერთი გზა თირკმლის გადანერგვაა. ვინაიდან მოსკოვში მედიცინა უფრო ძლიერ არის განვითარებული სურთ თ---------------–--ე წაიყვანონ და სამედიცინო მომსახურება გაუწიონ იქ. თუმცა ამას ვერ ახერხებენ. სურთ მათ ნამდვილ შვილს გაუწიონ დახმარება, გამოაჯანმრთელონ, იზრუნონ მასზე. გარდა ამისა, მათი სურვილია უძრავ-მოძრავი ქონებით ისარგებლოს თ---------------–--ემ;

 

განმცხადებლებმა ასევე განმარტეს, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა შეადგენს 15 წელს, გამომდინარე იქედან რომ თ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე მოითხოვეს თ---------------–--ის ეს მდგომარეობა სასამართლომ მიიჩნიოს პატივსადებ მიზეზად.

 

2. შვილად ასაყვანის თ---------------–--ის პოზიცია

 

2.1 თ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 17 წელი ცხოვრობდა ა-–----------------ას და ზ----------–----ასთან ერთად მათ საცხოვრებელ სახლში, ამ პერიოდში მათ შორის ჩამოყალიბდა დედაშვილური და მამაშვილური ურთიერთობა. რამდენიმე წლის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, რადგან მისი სურვილი იყო შვილს საქართველოში მიეღო განათლება. ამ დროს მის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე. დედა გარდაეცვალა. ა-–----------------ას და ზ----------–----ას სხვა ახლო ნათესავი არ ჰყავთ, სურვილი აქვს სამედიცინო მომსახურება გაეწიოს რუსეთის ფედერაციაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ა-–----------------ა და ზ----------–----ა ამჟამად არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები;

 

3.1.2. ა-–----------------ა და ზ----------–----ა თანხმობას აცხადებენ იშვილონ თ---------------–--ე, მათ საერთო შვილი არ ჰყავთ.

 

3.1.2 1973 წლის 09 დეკემბერს დაბადებული თ---------------–--ე არის საქართველოს მოქალაქე.

 

3.1.3 თ---------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება უ---------ესთან, რომელმაც თანხმობა განაცხადა მეუღლის თ---------------–--ის გაშვილებაზე.

 

3.1.4 თ---------------–--ის მამა მ-----------------–--ე ასევე თანახმა არის შვილის თ---------------–--ის გაშვილებაზე.

 

3.1.5. თ---------------–--ის დედა ბ--–-----------ე 2017 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა.

 

3.1.6. თ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული დიაგნოზია- თირკმელების ქრონიკული დავადება, სტადია 5, პროგრამული ამბულატორიული ჰემოდიალეზი. საჭიროებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიის (ჰემოდიალეზისი) სეანსების გაგრძლეებას კვირაში 3-ჯერ, თითოეული სეანსი 4-5 საათიანი ხანგრძლივობით, საჭირობეს ნეფროლოგიისა და კარდიოლოგიის მეთვალყურეობას.

 

3.1.7. სასამართლლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის არსებობს მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მიზნების და მოტივების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1242-ე, 1250-ე, 1258, 1244-ემუხლები,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც ასეთი „შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რაც ღვიძლ მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს. როგორც ვხედავთ კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ შვილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშობა სწორედ ისეთი ურთიერთობა, როგორიც არის მშობლებსა და მათ შვილებს შორის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უშვებს არამარტო არასრულწლოვანის, არამედ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანასაც. ასეთი შემთხვევები გამონაკლისის სახით გვხვდება და მას მხოლოდ მაშინ შეიძლება ექნეს ადგილი, როცა მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანი პირის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია (როცა მათ შორის მომავალაში ისეთივე ურთიერთობა იქნება, როგორიც არსებობს მშობლებსა და სრულწლოვან შვილებს შორის.)

 

სრულწლოვან პირთა შვილად აყვანის შესაძლებლობა მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ადრე არსებულ ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობათა დაკანონებას წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–----------------ას და ზ----------–----ას მიერ თ---------------–--ის შვილად აყვანის მოთხოვნა მიმართულია ამ უკანასკნელის შვილად აყვანისკენ. ნიშანდობლივია, რომ როგორც მშვილებელი, ასევე შვილად ასაყვანი პირი სრულწლოვან პირებს წარმოადგენენ. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე მათსა და შვილად ასაყვან თ---------------–--ეს შორის რამდენიმე წლის მანძილზე არსებული ურთიერთობის შედეგად მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, კერძოდ, 17 წელი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახში და მას შემდეგ რაც თ------ დაბრუნდა საქართველოში, ხშირად ჩამოდიან მასთან და ზრუნავენ მასზე, მათ შორის უწევს ფინანსურ დახმარებას. სურვილი აქვთ სამედიცინო მომსახურება თამარს გაუწიონ რუსეთის ფედერაციაში, ასევე ვინაიდან საერთო შვილი არ ჰყავთ სურთ თ---------------–--ემ იზრუნოს მათზე და მათ საკუთრებაში არსებული ქონებითაც ისარგებლოს თამარმა. სასამართლო სხდომაზე როგორც ზ----------–----ამ, ასევე შვილად ასაყვანმა თ---------------–--ემ დაადასტურეს რომ მათ შორის ჩამოყალიბებულია დედაშვილური და მამაშვილური ურთიერთობა და მომავალშიც სურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა მოწმე ი--------------–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ თ---------------–--ე რამდენიმე წელი ცხოვრობდა ზ----------–----ას და ა-–----------------ასთან ერთად, ისინი დღემდე ახორციელებენ მასზე მზრუნველობას, თ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მოწმემ დაადასტურა განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, რამეთუ მშვილებლის და შვილად ასაყვანი პირის ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის მიმართვამდე მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, ამასთან სახეზეა ორი სრულწლოვანი პირის თავისუფალი ნება, შესაბამისად, შვილად აყვანა არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანი პირის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მშვილებლებსა და შვილად ასაყვანს შორის არსებობს მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, შვილება არ ეწინააღმდეგება მშვილებლის და შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია. განმცხადებლებს და შვილად ასაყვანს თ---------------–--ეს შორის ფაქტობრივად არსებობს საოჯახო ურთიერთობა და ასეთი ურთიერთობა ორივე მხარის ინტერესებს შეესაბამება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1242-ე მუხლის თანახმად შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლის თანახმად მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც. პატივსადები მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია შეამციროს ასაკობრივი სხვაობა.

 

დადგენილია, რომ მშვილებელი ა-–----------------ა დაბადებულია 1960 წლის 16 დეკემბერს. ზ----------–----ა დაბადებულია 1959 წლის 05 დეკემბერს, ხოლო თ---------------–--ე დაბადებულია 1973 წლის 09 დეკემბერს. მშვილებლებსა და შვილად ასაყვანს შორის ასაკობრივი სხვაობა შეადგენს 15 წელს. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ როგორც მშვილებლები, ასევე შვილად ასაყვანი წარმოადგენენ სრულწლოვან პირებს, ა-–----------------ას და ზ----------–----ას საერთო შვილი არ ჰყავთ, მშვილებლებსა და შვილად ასაყვანს შორის ჩამოყალიბებულია დედაშვილური და მამაშვილური ურთიერთობა, სასამართლო ითვალისწინებს შვილად ასაყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ ის საჭიროებს თირკმილს ჩანაცვლებით თერაპიის სეანსებს, ნეფროლოგისა და კარდიოლოგიის მეთვალყურეობას. მისი სურვილია სამედიცინო მომსახურება გაეწიოს რუსეთის ფედერაციაში, შვილად ასაყვანის თ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ზემოთ მოყვანილ გარემოებებს სასამართლო მიიჩნევს პატივსადებ მიზეზად და ამ საფუძვლით ასაკობრივი სხვაობის შემცირება სასამართლოს გამართლებულად მიაჩნია.

 

6.3. სასამართლო, ასევე, საფუძვლიანად მიიჩნევს განმცხადებლის მოთხოვნას, შვილად ასაყვანის დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1258-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სამოქალაქო აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ უნდა მიეთითოს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შვილად ასაყვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში თ---------------–--ის დედის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი – ზ--------, გვარი – ლ-----, პასპორტის #71 2746535, მამის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი- ა-–----------, გვარი მ-----, პასპორტის #71 2058827;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1244.1. მუხლის თანახმად, შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვლისამებრ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. მე-3 ნაწილის თანახმად კი შვილება ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, მუხლებით, 310-ე, მუხლის 'ზ' პუნქტით, 311-ე, მუხლის პირველი ნაწილით, 349-351-ე, 369-ე, მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ა-–----------------ას და ზ----------–----ას განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ნება დაერთოთ ა-–----------------ას (დაბადებული 1960 წლის 16 დეკემბერს, პასპორტის #71 2058827) და ზ----------–----ას (დაბ. 1959 წლის 05 დეკემბერს, პასპორტის #71 2746535, თ---------------–--ის (დაბადებული 1973 წლის 09 დეკემბერს, პ/ნ 60001129194) შვილად აყვანაზე;

 

1.2. შვილად ასაყვანის -თ---------------–--ის დაბადების სააქტო ჩანაწერში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებანი:

 

ა). მამის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი – ა-–----------, გვარი – მ-----, დაბადების თარიღი - 16.12.1960 წელი, (პასპორტის #71 2058827).

ბ). დედის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი – ზ--------, გვარი – ლ-----, დაბადების თარიღი - 05.12.1959 წელი, (პასპორტის #71 2746535).

 

გ). დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი;

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

 

3. გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის სამსახურს.

 

4. შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს შვილად აყვანის რეგისტრაციისა და შვილად აყვანის მოწმობის გაცემის საფუძველს;

 

5. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11);

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დარინა აბულაძე