განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/15-2018
(027171217001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ფარეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გოგიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ-------ი წ--–---–-–---–ი, დაბადებული 1982 წლის 01 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, მცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------–ში
ადვოკატი - ი---------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ბ-------ი წ--–---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 დეკემბერს, ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------–ში, თავის საცხოვრებელ სახლში ბ-------ი წ--–---–-–---–მა მეუღლის, ნ-------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა - თავის არეში ხელის მრავალჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ბ-------ი წ--–---–-–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება, ნივთიერი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ბ-------ი წ--–---–-–---–მა მეუღლის, ნ-------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-------ი წ--–---–-–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; არ არის ნასამართლევი; აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია განცხადება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ არ გააჩინია პრეტენზიები და არ არის დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით. თუმცაღა, აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გარკვეული სახის კონფლიქტი ბრალდებულს სხვა დროსაც ჰქონდა მეუღლესთან, რაზეც მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში ადმინისტრაციული წესით წარმოებული მასალები მის (ბ-------ი წ--–---–-–---–ის) მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ბ-------ი წ--–---–-–---–ს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობითად - სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სარეცხი მანქანის ძრავის დეტალები, ნამწვის ნიმუშები, ორი ლიტრი ტევადობის პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით უნდა განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-------ი წ--–---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2017 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი (ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
ბ-------ი წ--–---–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სარეცხი მანქანის ძრავის დეტალები, ნამწვის ნიმუშები, ორი ლიტრი ტევადობის პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი