განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2018
საქმის ნომერი
010100118002266468
დავის ტიპი
344 1
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100118002266468

საქმე N1-41/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

25 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - კ------------ე ა-------–---

 

ბრალდებული: შ---–-- ბ---------

მამის სახელი: ს----ი

პირადი ნომერი: 3----------

დაბადების თარიღი: 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–--ე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართი: ს-------- მ----–----–-------- ს------–-------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შ---–-- ბ---------მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: შ---–-- ბ---------მ 2017 წლის მ----------ში (ზუსტი თარიღი უცნობია) ხ--–--------ის მუ--–----–------ის სოფელ ს-----–- მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „ს------ს“ გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში, რაშიც მხილებულ იქნა 2017 წლის 0------------ს სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,ს-----–-'' თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის დროს.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა შ---–-- ბ---------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

შ---–-- ბ--------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, რადიოგრამები საზღვრის კვეთის შესახებ, მოწმეების: თ---------–------ს, ი----------–--–--ის გამოკითხვის ოქმები, შ---–-- ბ--------ის გამოკითხვის ოქმი და საქეში არსებული სხვა ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობა.

 

სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ---–-- ბ--------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (შ---–-- ბ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არა არის ნასამართლევი და თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნების და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, შ---–-- ბ---------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ---–-- ბ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. შ---–-- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი