განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2018
საქმის ნომერი
010100116001407816
დავის ტიპი
151
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-637/16წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04.05.2018 წელი ქ . ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი------------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: დი--------------–ია

მამის სახელი: პ------ი

დაბადებული: 01.10.1952 წელი

პირადი ნომერი: 6---------5

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

საცხოვრებელი მისამართი: ქ. ქობულეთი, კ---–----–----------

 

ადვოკატი - რა--------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) ( სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172050516001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1 სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. ქობულეთში, ლე---–-------------------ს ქუჩების კვეთის მიმდებარედ ყოფნისას დი--------------–ია სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არასრუწლოვან სა----------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების

მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა

მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2. საქმის განხილვით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა სა----------–---–მა საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ქობულეთში, ჭა-------------------ში; სწავლობს მეექვსე საჯარო სკოლაში; ის ხშირად იმყოფება სტადიონთან, იქ თამაშობს ფეხბურთს; 2016 წლის 30 აპრილს სტადიონიდან გამოდიოდა და დო-----მ გააჩერა ჩამოჯდნენ იქვე, ის იყო ნასვამი, დო-----მ ხამამაღლა მიმართა მას, თუ რატომ არ უსვამდა მანქანაში თავის დას ლი-----------–---–ს, მას შეეძლო მოეკლა დედა, მისთვის თავი მოეჭრა და ძაღლისთვის გადაეგდო; იცის, რომ დო-----ს ყავს დიდი ძაღლი; ამ ძაღლის ეშინია; ასევე შეთავაზა, რომ თუ თანხა დაჭირდებოდა მისთვის მიემართა, ან მისი გოგონებისთვის აფთიაქში, და მისცემდა; იმ დღესაც ძალით მისცა ერთი ლარი და 70 თეთრი, რომლითაც შემდეგ მაღაზიაში წავიდა მეგობართან ერთად და იყიდა სხვადასხვა პროდუქტი; დო-----სთან საუბრის დროს მისი და - ლი-----------–---–ი - მასთან ახლოს იდგა იქვე მაღაზიის ნანგრევებია და ამ მაღაზიასთან იყო ჩამომჯდარი; დო-----სთან საუბარმა ის შეაშინა, იფიქრა, რომ მართლა შეეძლო გაეკეთებინა და შეშინებული თავის დასთან ერთად გაიქცა სახლში; დედას ამ დღეს დაბადების დღე ჰქონდა , სახლში სტუმრად იყვნენ კობა, ირაკლი და ბესო; დედას მოყვა ამის შესახებ, იქ ეს გაიგონა სხვებმაც, რომლებიც მაგიდასთან ისხდნენ, თუმცა არ იცის იყვნენ თუ არა ნასვამები; დედა სწრაფად წავიდა დო-----ს სახლისკენ მას გაყვნენ ბესო და ირაკლი , ხოლო კობა დარჩა სახლში, ამ დროს წავიდა ის მაღაზიაში მეგობართან ერთად დო-----ს მიერ მიცემული თანხის დასახარჯად; თუმცა არ წასულა იმ გზით, რადგა ეშინოდა; ლიზი დარჩა სახლში კობასთან ერთად; მან არ იცის იქ რა მოხდა, უკვე დაწოლილი იყო, როცა დო----- მივიდა მათთან მას ახლდა იქვე მცხოვრები ბიჭები და ბესო; დედამ ის ჩაიყვანა ქვევით, რომ ეთქვა , თუ რა მოხდა; დო----- ეუბნებოდა, რომ რაც დედისთვის ჰქონდა ნათქვამი ეს ასე არ ყოფილა და ასეთი რამ მისთვის მას არ უთქვამს; მას შეეშინდა, რომ ყველაფერი ისევ ეთქვა და ბესოს შეკითხვაზე, რომ რაც დედას მოუყვა იყო თუ არა სიმართლე, დაადასტურა რომ ნამდვილად ასე იყო; შიშისგან ვერ შეძლო გამეორება, თუ რა და როგორ უთხრა დო-----მ;

 

დო----- ესაუბრებოდა მკაცრი ტონით; ეს მისთვის საშიში იყო; მისი და გაიგონებდა მის საუბარს; სახლში ორივენი გაიქცნენ ატირებული ;

ერთი შეხვედრა კიდევ ახსოვს მანამდე, როცა დო-----მ ბავშვებს მიმართა, რომ გასულიყვნენ და მის დასთან სურდა საუბარი; ამ დროს ლიზის, იცის, რომ უთხრა, გაყოლოდა ოჩხამურისკენ გაასეირნებდა, იქ კარგი კანფეტები იყიდებოდა და თან უყიდდა;(იხ სასამართლო სხდომის ოქმი 16:59:29სთ 17:37:06სთ)

 

2.2. არასრულწლოვანმა ლი-----------–---–მა განმარტა, რომ არის 13 წლის სწავლობს ქობულეთის მეექვსე საჯარო სკოლაში, ცხოვრობს ჭა----------------ში - დედასთან, დეიდასთან, დასთან და ძმასთან ერთად; დედის დაბადების დღეა 30 აპრილი; სტადიონიდან მოდიოდა ძმასთან ერთად, მათთან ერთად იყვნენ სხვა ბავშვებიც დო----- ბიძიამ მათ მიმართა, რომ მოშორებულიყვნენ; თვითონ იდგა ს---სგან 5-6 ნაბიჯის მოშორებით; ს---ს ეუბნებოდა , რომ მის დას მანქანაში რატომ არ უსვამდა; თავს მოაჭრიდა და მის ძაღლს გადაუგდებდა და დედას დააჭერ---ბდა; ს---ს და მასაც შეეშინდა; ამ შეხვედრის დროს დო-----მ ს---ს მისცა თანხა 1 ლარი და 70 თეთრი; შეშინებულები გაიქცნენ სახლში; დედას უთხრეს და დედა წავიდა დო-----ს სანახავად, მასთან ერთად წავიდა ბესო ცეცხლაძე და ირ---–----------ში, კო------–--ე დარჩა სახლში , რადგან ეშინოდა; გაფრთხილებულები იყვნენ დედისთვის არაფერი ეთქვათ და რახან მოუყვნენ დედას, - ამიტომაც შეეშინდა;

საღამოს როცა დო----- მოვიდა ს--- ჩაიყვანეს ქვევით, თვითონ არ ჩასულა;

მანამდე 10 -15 დღის წინ დო----- ბიძიამ უთხრა, რომ როცა თავს დაუქნევდა, მასთან მისულიყო, ჩაისვამდა მანქანაში და ოჩხამურისკენ გაასეირნებდა და კანფეტებს უყიდდა ; სანამ საუბარს დაუწყებდა, ბავშვებიც იყვნენ იქ და მათ უთხრა, რომ წასულიყვნენ და მხოლოდ მას ესაუბრა; ამ დროსაც შეეშინდა, დო-----ს არ იცნობს კარგად, მხოლოდ ესალმებოდა; იცის რომ აქვს აფთიაქები სახლთან და სადგურში; ალბათ იქნება 75 წლის ; დედას ყველაფერი მოუყვა თავიდანაც, საუბრობდა ბოხი ხმით და ხმამაღლა; სახელი იცის, რომ ჰქვია დი-------; (იხ ოქმი 18.10.2017წ16:07:02სთ-16:55:02სთ)

 

2.3. საქმის განხილვისას მოწმე კო------–--ემ განაცხადა, რომ სა-–-------ების ოჯახს იცნობს საერთოდ; ნათესაური კავშირიც აქვთ; 2016 წლის აპრილის თვის დასაწყისში ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, იმყოფებოდა ქობულეთში საკუთარ სახლში, დაუკავშირდა ირ--- სა-–-------მ - ბავშვების დედამ და თხოვა მასთან მისულიყო; გაიგო , რომ ირ---ს ბავშვი ლი-----------–---–ი მისულა დედასთან და უთქვამს, რომ იქვე მცხოვრებმა დო----- გვასალიამ (ამ სახელით იცნობს, ისე გაიგო, რომ დი------- ჰქვია) შეთავაზა ბავშვს ლიზის კანფეტების საყიდლად ოჩხამურში წაყვანა მანქანით და ამის თაობაზე არავისთვის არ ეთქვა, მათ შორის არც დედისთვის; ასევ თუ დაჭირდებოდა თანხა მისთვის ეთქვა და მისცემდა; აუხსნა ირ--- სა-–-------ს, რომ უმჯობესი იყო ჯერ თავად ენახა დი--------------–ია და ოჯახის წევრები - გასაუბრებოდა მათ, რომ გადაემოწმებინა ბავშვის ნათქვამის სისწორე, ამის შემდეგ კი ემოქმედა - მიემართა პოლიციის განყოფილებისათვის;

ამის შემდეგ არც უკითხავს რა მოხდა; გავიდა გარკვეული დრო და ირ--- კვლავ დაუკავშირდა ტელეფონით და თხოვა მასთან მისულიყო სტუმრად; რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდა და მიიწვია სტუმრად, არ იყო ფორმაში ვინაიდან სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა და იუარა, მაგრამ ვინაიდან კვლავ თხოვა, სახლიდან წასულმა გაიარა; აღმოჩნდა, რომ ირ---ს ჰქონდა დაბადების დღე და ყავდა სტუმრები; ნახევარი საათის მისული იქნებოდა, სახლში მოვიდა ბავშვი ბიჭი, რომელიც ტიროდა იყო შეშინებული; მოუყვა მათ რომ დაუძახა დო-----მ და უთხრა, რომ რა უფლებით უკრძალავდა მის დას (ლიზის) მასთან მისვლას, ჭკვიანად ყოფილიყო, თორემ დედამისს მოკლავდა, მას თავს მოაჭრიდა და ძაღლს გადაუგდებდა ; ბავშვს უსმენდნენ ასევე იქ მსხდომი პირებიც; დაახლოებით 10 წუთში მოვიდა ლიზიც, ისიც შეშინებული იყო და ტიროდა, ამბობდა, რომ გაიგონა, რასაც ეუბნებოდა დო----- მის ძმას; სამივე იქ მსხდომნი წავიდნენ ირ---სთან ერთად დო-----ს სანახავად, ხოლო თავად დარჩა ბავშვებთან რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდნენ; გაიგო, რომ მათ უნახავთ დი-------ს მეუღლე, რომელსაც განუცხადებია, რომ ნასვამი იყო დი------- და ალბათ რაღაც გაუგებრობა მოხდა; მასთან დარჩენილი ბავშვები ადასტურებს, რომ იყვნენ შეშინებულები და ეკითხებოდნენ იქ ხომ არ მივიდოდა დო-----; ირ---ს ურჩია , რომ გაეცხადებინა ამის შესახებ პოლიციაში, ვინაიდან ეს იყო უკვე მეორე ფაქტი; მოგვიანებით გაიგო, რომ მისულა დო-----, მაგრამ თვითონ იქ უკვე არ იყო და არ იცის ამის შესახებ რაიმე; ზოგადად დი--------------–იაც ქობულეთში იცნობენ როგორც უარყოფით პიროვნებას, მას პირადად შემხებლობა მასთან არ ჰქონია, თუმცა პიროვნების შესახებ მისთვის ცნობილი იყო სამსახურებრივი მდგომრეობიდან გამომდინარეც ; როგორც ახსოვს იმ დროს ირ---სთან იმყოფებოდნენ ბე----–-–--–-ძე და ირ---–----------ში; ისინი, როგორც იცის არიან ოჯახის ნაცნობები და ახლობლები; (იხ ოქმი 09.11.2017წ,14.06.51სთ-14:32:31სთ)

 

2.4. მოწმე ირ---–----------შმა განაცხადა, რომ 2016 წლის 30 აპრილს სტუმრად იყო ირ--- სალუქვაძის ოჯახში; შებინდებული იყო, როცა ბავშვები მოვიდნენ აღელვებულები და შეშინებულები; ჯერ მოვიდა ს---, რამდენიმე წუთში მოყვა ლიზიც; ბავშვების გადმოცემით დი--------------–იას ს---სთვის უთქვამს, თუ რატომ არ უსვამდა მის დას - ლიზის მანქანაში, რომ მას თავს მოჭრიდა , ხოლო დედამისს დაიჭერდა; ლიზიც იგივეს ადასტურებდა, რადგან ახლოს იყო და გაიგონა დი-------ს ნათქვამი; წავიდნენ დი-------ს ბანხვის მიზნით, მაგრამ ვერ ნახეს მეუღლემ კი მიმართა, რომ ეს არაფერია, რადგან ალბათ ნასვამი იყოო; მეორე დღეს აღდგომა თენდებოდა და წავიდნენ რაიონში - ოზურგეთში; მისთვის ასევე ცნობილია რომ მანამდეც გააჩერა დი-------მ ლიზი და თავაზობდა, რომ მანქანით გაასეირნებდა ოჩხამურში და უყიდდა კანფეტებს;

 

ირ--- სა-–-------სთან მასთან ერთად იყო ბე----–-–--–-ძე და მოვიდა კო------–--ე; თავად დი-------ს არ იცნობს; ს--- მოსვლისას იყო შეშინებული; ლიზიც შეშინებული იყო ; ბავშვები იყვნენ სტრესულ მდგომარეობაში; დი------- დაემუქრა რა თავს მოგაჭრიო და დედაშენს დავიჭერო, - ბავშვს ეს რეალური ეგონა და ამიტომაც შიშობდა ; (იხ სხდომის ოქმი 21.12.2017წ 16.57.04სთ -17.14.30სთ);

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ირ--- სა-–-------მ განაცხადა, რომ აპრილის შუა რიცხვები იყო, ბავშვები გაუშვა პურის შესაძენად, ლიზი ეუბნება, რომ დო----- ბიძიამ უთხრა, თვალს რომ უჩვენებდა, დაჯდომოდა მანქანაში, თან ოჩხამურისკენ გაასეირნებდა, კანფეტებს უყიდდა და თან ამის შესახებ არავისთვის არ ეთქვა;

სურვილი ჰქონდა შეხვედროდა დი--------------–იას, მხოლო ოჯახის წევრებთან ერთად, რაც მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად რამდენჯერმე მივიდა აფთიაქში, ვერ მოახერხა, ერთად ოჯახის წევრები ვერ ნახა; არ იყო დიდი დრო გასული, 2016 წლის 30 აპრილს ირ---–----------ში, კო------–--ე და ბე----–-–--–-ძე იყვნენ მასთან სტუმრად; იქნებოდა 19:00 საათი ძალიან დაბნელებულიც არ იყო, ბავშვები სახლში მივიდნენ ანერვიულებულები; ს---სტვის უთთქვამს, მის დას რატომ არ უსვამდა მანქანაში, რომ მოკლავდა დედამისს , მას თავს მოაჭრიდა და ძაღლს გადაუგდებდა;

აღლევებული წავიდა დო-----სთან შესახვედრად, თან გაყვნენ ბე----–-–--–-ძე და ირ---–----------ში; კო------–--ე დარჩა ბავშვებთან; მანანა დუმბაძე, მეუღლე გამოვიდა გარეთ და უთხრა, რომ დო----- იყო ნასვამი, რაღაც გაუგებრობა მოხდა და ნუ გაართულებდნენ; იმ საღამოსვე უბნის ახალგაზრდებმა და ბე---------ემ მოიყვანეს დი------- მათ სახლთან, ბე---------ემ მოიკითხა ს---, ჩამოიყვანა ბავშვი საძინებლიდან; ის იყო შეშინებული და ვერაფერი ვერ თქვა შიშისაგან, მხოლოდ დაადასტურა, რომ რაც თქვა იყო სიმართლე; დო-----მ ყველაფერი იუარა და ცდილობდა თავის მართლებას, რომ თითქოს ს---ს მან კანფეტების შესაძენად თანხა მისცა, რომ თვითონაც ეჭამა და დედისთვის და დისთვისაც წაეღო ასევე; ბავშვი იყო შეშინებული და დი--------------–იას თანდასწრებით ვერაფერი ვერ თქვა; ორი შემთხვევა იყო სულ;

დი--------------–იასთან რაიმე სახის კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონია, იცნობს უბრალოდ იქედან გამომდინარე, რომ აქვს აფთიაქი, სადაც წამლების შესაძენად დადიოდა;

პირველი შემთხვევის დროს ბე---------ემ უთხრა, რომ ვინმე თუ ყავდა მიემართა საკონსულტაციოდ; დაუკავშირდა კო------–--ეს; ის ოჯახის ახლობელია, მან ურჩია რომ ჯერ თავად ენახა და გაერკვია;

30 აპრილს მასთან სტუმრად მყოფები შეესწრნენ ამ ფაქტს; ს--- ლიზისთან იმიტომ, რომ ლიზისთან ჰქონდა საქმე; მეორე შემთხვევის შემდეგ სახლში მოსულები ორივენი საუბრობდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ; იყვნენ ძალიან შეშინებულები; დღემდე აქვთ შიში და საძინებელ ოთახშიც იკეტებიან; (იხ სხდომის ოქმი 28.03.2017წ, 18:14:49სთ -18:47:08სთ)

 

2.6. მოწმის სახით დაკითხვისას ბე----–-–--–-ძემ განაცხადა, რომ აპრილის შუა რიცხვებში იმყოფებოდა ირ--- სა-–-------სთან შუადღე იქნებოდა ბავშვები გაუშვა პურის შესძენად; ბავშვები დაბრუნებისას იყვნენ შეშინებულები, ტიროდნენ; ლიზი საუბრობდა და შიგადაშიგ ს--- ეხმარებოდა, რომ ბავშვები თამაშობდნენ და დო-----მ გააჩერა და მის ძმას უთხრა, რომ გასულიყო, ხოლო ლიზის უთხრა, რომ თვალს როცა ჩაუკრავდა, ამ დროს მანქანაში ჩამჯდარიყო და გაასეირნებდა თან კანფეტებს უყიდდა, მაგრამ არავისთვის არ უდა ეთქვა და თუ თანხაც დაჭირდებოდა მას ან დედას, ეთქვა და მისცემდა; მან აუხსნა, ირ---ს, რომ მოეძებნა ვინმე ნაცნობი ვისაც შეეკითხებოდა ამ ამბავთან დაკავშირებით; როგორც იცის კო------–--ემ ურჩია ოჯახთან ერთად ესაუბრა და წასულიყო პირველ რიგში მასთან; როცა მივიდნენ ეს პირი არ დახვდა მათ; ვერ ნახეს და თვითონ დილით კი წავიდა სახლში ; 30 აპრილს ირ--- სალუქვაძის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ ირ---სთან სტუმრად; სუფრასთან ისხდნენ და სვამდნენ; ;ბავშვები შემორბიან ატირებულები და შეშფოთებულები; ბავშვებმა მოყვნენ რომ ს---ს აჩერებს დო----- და ეუბნება, რომ რატომ არ უსვამდა მის დას მანქანაში და , თუ არ გააკეთებდა აღნიშნულს მოუკლავდა დედას , მას მოაჭრიდა თავს და ჩაუგდებდა თავის ძაღლს; ბავშვი შეშინებული იყო, იმიტომაც, რომ გაფრთხილებული იყო რომ არავისთვის არ ეთქვა; წავიდნენ მასთან სახლში ამბის გასაგებად; მისი მეუღლე მათდა გასაკვირად პირიქით მოუბრუნდა და უსაყვედურა, რომ არ იყო საჭირო ასეთი ამბის მოწყობა, რა მოხდა ასეთი, კაცი არის ნასვამიო; ლიზი არის ლამაზი გოგო და ესეც იძლეოდა გარკვეული ყურადღების და შიშის საფუძველს; (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი 19:11:06სთ-19:26:28სთ)

 

2.7. მოწმე მა------------–--ლმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევის შესახებ შეიტყო ტელევიზიით, მის შემდეგ არ შეხვედრია დი--------------–იას, ის სახლში არ იმყოფებოდა; დი------- არის მისი მეუღლის მამა; (იხ ოქმი 02.03.2018წ 16:15:56-16:20:56სთ)

 

2.8. ბრალდებულმა დი--------------–იამ თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არანაირი სახის დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია; ბავშვ სა----------–---–ს ნამდვილად შეხვდა, მაგრამ მას არა დამუქრებია, შეიძლება ხმამაღლა ესაუბრა უყვირა და უცენზურო სიტყვებითაც მიმართა, არ ახსოვს, იყო ნასვამი, მაგრამ ასეთ რაიმეს არ ეტყოდა; ბავშვები აჯავრებდნენ მის ძაღლს, ესროდნენ ქვებს და აფრთხილებდა მათ ამის თაობაზე; იმ დღესაც გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინათ ძაღლისათვის; სხვა განზრახვა მას არ ჰქონია, რასაც აჩვენებენ, საიდან მოიგონეს , არ იცის; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი)

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დი--------------–იას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.

 

4.3. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქმის განხილვისას არასრულწლოვანმა დაზარალებულმა სა----------–---–მა თანმიმდევრული ჩვენება მისცა და დაუდასტურა სასამართლოს, რომ დი--------------–იას მიერ ხმამაღალი ტონით საუბარი იმ შინაარსით, რომ მას თავს მოაჭრიდა და ძაღლს გადაუგდებდა და ასევე ზიანს მიაყენებდა მის დედას, აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

შედეგობრივად იგივე სახის განმარტება მისცა ლი-----------–---–მა, რომელმაც ფაქტიურად მოისმინა საუბარი, დაადასტურა იგივე გარემოებები და ის , რომ დი--------------–იას საუბარმა ს--- შეაშინა და მას აფიქრებინა რეალურად ამ სიტყვებით გამოხატული ქმედების განხორციელების შესაძლებლობაზე, გახდა საფუძველი იმისა, რომ ბავშვები გაიქცნენ ატირებულები და შეშინებულები; ბავშვების დედასთან - ირ--- სა-–-------სთან სტუმრად მყოფმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს ბავშვების სტრესულ მდგომარეობაზე, რამაც გამოიწვია ასევე მათი დედის აღელვება და იმწუთიერად გადაწყვეტილების მიღება შეხვედროდა დი--------------–იას;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, სადაც ის არ ცნობს თავს დამნაშავედ; ვინაიდან ის ვერ მიუთითებს საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საპირისპირო ფაქტებზე; თუმცა არ უარყოფს რომ ს---ს უყვირა და არ გამორიცხავს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასაც;

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სა----------–---–ს რომელსაც დაემუქრა დი--------------–ია, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; აქვე მხედველობაშია მისაღები ბავშვის ასაკი, ის იმ დროისთვის 13 წლისაა;

 

4.6. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ის საკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ სა----------–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ლი-----------–---–ის, ირ--- სალუქვაძის, ბე----–-–--–-ძის, ირ---–----------შის, კო------–--ის ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ დი--------------–ია თავის ქმედებით - 2016 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. ქობულეთში, ლე---–-------------------ს ქუჩების კვეთის მიმდებარედ ყოფნისას სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით არასრუწლოვან სა----------–---–ის მიმართ დამუქრებით, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

დი--------------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

დი--------------–იას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 151-ე მუხლში ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ 151-ე მუხლი 2018 წლის 01 იანვრამდე სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე,ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით - ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

დი--------------–იას დანაშაული ჩადენილი აქვს 2016 წლის 30 აპრილს ;

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შეს---მისად დი--------------–იას სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 151-ე მუხლით - ადრე (2018 წლის 01 იანვრამდე) მოქმედი რედაქციით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შეს---მისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

6.2 სასამართლო მიიჩნევს, რომ დი--------------–იას მიერ ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების და არც პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც; გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მხილებული არ არის;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შეს---მისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შეს---მისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დი--------------–იას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, დი--------------–იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების, მისი ასაკის მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

დი--------------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას - სუ-–------------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ქობულეთი, სოფელ ლ-----ში მდებარე უძრავი ქონების (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - ლ----- 32, კვარტალი - 03, ნაკვეთი - 1--, საკადასტრო კოდი - №20.32.03.1--) 10 000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული დი--------------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი თასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დი--------------–იას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2016 წლის 27 ივნისიდან - 2016 წლის 29 ივნისის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ დი--------------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - სუ-–------------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ქობულეთი, სოფელ ლ-----ში მდებარე უძრავი ქონების (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - ლ----- 32, კვარტალი - 03, ნაკვეთი - 1--, საკადასტრო კოდი - №20.32.03.1--) 10 000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და შეს---მის სარეგისტრაციო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე