განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002318420
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/69-18 21 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორები: ი-–------------, მ-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული მა-–------------------------–---–---------------–-------–-–---------------–--------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–-------------------------------------------------------–------–--------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.2. ადვოკატი დ------–----–-----
2.3. ადვოკატი ფ--------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2013 წლიდან მ--–-----------–---–- და ს--–------------–--- იმყოფებიან ქორწინებაში. 2013 წლიდან - 2017 წლის 1---------------- მ--–-----------–---–- სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს - ს--–------------–---ს, რის შედეგადაც ს--–------------–---მ განიცადა ტანჯვა. 2017 წლის 1-------------, საღამოს საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ა---–------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მა-–-----------–---–-- არასრულწლოვანი შვილის - ს---------------–---–-ს (4 წლის) თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს--–------------–---ს, რა დროსაც დაარტყა ხელი თავის არეში და თმაზე მოქაჩა ძლიერად, რის შედეგადაც ს--–------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებულ ს--–------------–---ს ჩვენების თანახმად, 2013 წელს დაქორწინდა ბრალდებულზე, რომელიც ხშირად სვამს, რასაც გართულებები მოსდევს. მეუღლისგან სისტემატურად გრძნობდა სიტყვიერ ძალადობას, რაც გადაიზარდა ფიზიკურში. შეეძინათ 2 შვილი. 2017 წლის 3------------ს პირველი კონფლიქტი ჰქონდათ და წავიდა სახლიდან, იმავე დღეს დაბრუნდა. ორსულად იყო. ამის შემდეგ ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატური იყო, ფიზიკურიც ახლდა – თავზე ურტყამდა და თმებს ქაჩავდა ბრალდებული, რაც ტკიოდა. მისი შვილების მამა რადგან იყო, არ მიუმართავს სასამართლოსთვის. ბოლოს აუტანელი გახდა ვითარება. ძმა გარდაეცვალა სიმსივნით. ამის შემდეგ ბრალდებული ეუბნებოდა, კიბოიანები, ღორები ხართ და როგორ დამამარცხებო. ეს იყო სისტემატური დალევით გამოწვეული. ყოველდღე სვამდა ბრალდებული და ხდებოდა მის მიმართ აგრესიული, თუმცა სხვებთან დადებითი იყო. არ დალიოო რომ ეუბნებოდა, ეს მტრულად ესმოდა. 2017 წლის 1------------- შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა, რომელიც ნასვამი იყო. სადილს აკეთებდა. რატომ დალიე, როდემდე უნდა გაგრძელდესო, უთხრა ბრალდებულს, დაისვენე და მერე ერთად მივირთვათო საჭმელი. ბრალდებულმა მიუგო, მე რომ გეტყვი, ისე ქენიო, უნდოდა შარი მოედო ბრალდებულს, მაგრამ თავი შეიკავა და არ აჰყვა. შვილი ს-------- კომპიუტერს თამაშობდა, ბ-------- ჭოჭინაში იყო. იკივლა, რადგან ბრალდებულმა საჭმელი წაუქცია, ბავშვებმა იყვირეს, მამამ საჭმელი წააქციაო. არაკაცი უწოდა ბრალდებულს. ეს როგორ მითხარიო და ხელი მოუქნია მან, თავი დაწია და თავში მოხვდა, რაც ეტკინა. ფიზიკური ძალადობა ბევრჯერ იყო მის მიმართ. დედამთილს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მისადმი. ბრალდებულს ეუბნებოდა, ყველაფერი დედას არ დაუჯერო, სრულწლოვანი ხარო. დედამთილი ბრალდებულს ეუბნებოდა ხოლმე, ცემეო. დედამისისთვის უთქვამთ, შენ რა, არ გცემდაო შენი ქმარი? დაც და დედაც შეესწრნენ ერთ ფაქტს. ბრალდებულმა უთხრა, ტელევიზორში ანარეკლი ვნახე, რომ მაჯავრებდიო და წააქცია, დას ზურგში დაარტყა ხელი. მას ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ეტკინა. მეზობლები მოცვივდნენ. დამ უთხრა, ვერ დაგტოვებო, რადგან უმიზეზოდ გიწყებსო ჩხუბს. სახლიდან ბავშვებიანად წავიდა. მეზობლებმა უთხრეს ბრალდებულს, მოდი და გააჩერეო შენი ცოლ–შვილი. ბრალდებული მოვიდა და უთხრა, არ წახვიდეო. ბრალდებული ეუბნებოდა, როცა მთვრალი მოვალ, დამემორჩილეო. ს--------მ რომ ნახა თავში რომ ურტყამდა მას ბრალდებული, მეზობლებს დაუძახა, გვიშველეთო. სახლი იყო არეულ-დარეული. ხან მაგიდას წააქცევდა, ხან სკამს. ერთ-ერთ ჯერზე გამოიძახა უბნის ინსპექტორი, რომელმაც უთხრა 112-ის გამოძახება გააუქმეო და მე შენიშვნას მივცემო, დაეთანხმა. გაფრთხილება მისცეს, მაგრამ უარესად მოიქცა. 2016 წელს თვითმკვლელობა სცადა. დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ბრალდებულის მხრიდან, რაც ვერ აიტანა. ბრალდებული ნასვამი იყო, არ მოეშვა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. წამლებს დავლევ და მოგშორდებიო, უთხრა ბრალდებულს. დალია 15 ცალი წამალი. ეს ბრალდებულმა ნახა, მაგრამ წამოწვა ტახტზე და მუსიკას აუწია. ცუდად რომ გახდა, დაურეკა ნაცნობს, მოდიო. მერე აფხიზლებდნენ, არ დაიძინოო, მაგრამ არ ახსოვს რა ხდებოდა. ბრალდებული ეუბნებოდა, შენ არ გაქვსო სიტყვის უფლება, რადგან ღორი ხარ, რასაც გაძლევენ, ის უნდა იკმარო, არ გაქვს უფლება შემეპასუხო, რადგან ფულიანი და მყავსო. ბრალდებული ტელეფონს არ აძლევდა, კომპიუტერთან არ უშვებდა, შუქს უთიშავდა, ეს ჩემი დის ნაყიდია და შენ არ გაქვსო სარგებლობის უფლება, ძმაზე აგინებდა. დედამთილი ეუბნებოდა, შენი გაკეთებული საჭმელი რად მინდაო, რადგან თავად ერჩივნა გაკეთება. ბრალდებული არარსებულ ნივთზე ეუბნებოდა, აქ იდო და სად წაიღე, დედაშენს მიუტანეო? ბრალდებულს გამოფხიზლებულს იშვიათად ხედავდა. სიმთვრალეში მას არ აღიზიანებდა და ამის გამო არ ჰქონდათ კონფლიქტი. სიფხიზლეში კონფლიქტი არ ჰქონია, მაგრამ ფხიზლად იშვიათად იყო. დისთვის და დედისთვის არ უთქვამს რა ხდებოდა მათთან. ერთ დღეს, როცა ნასვამი მივიდა ბრალდებული, უკმაყოფილება გამოხატა, ბრალდებული მობრუნდა, ჰკითხა, გამაჯავრეო? დააგდო, მუშტი მოუღერა, მაგრამ და შეესწრო, დაუჯიკავა ბრალდებულს. ბრალდებულმა დას დარტყა ზურგზე. ბრალდებული წაბორძიკდა. მისი და როცა არ იყო, მაშინ ურტყამდა ბრალდებული, როცა მოესურვებოდა. სულ ტკიოდა თავი და მიხვდა და, რომ ცემდა ბრალდებული. შვილი ეუბნებოდა, დედას თავი დაანებეო მამა, მაგრამ ბრალდებული არაფრად აგდებდა. დედამთილის თვალწინაც უცემია ბრალდებულს, მაგრამ ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა იქ, რომ ქმარს უნდა ეცემა ცოლი. შვილი ბევრჯერ იყო შემსწრე ძალადობის. ს-------- გახდა აგრესიული. ეკითხებოდნენ, ოჯახში ხომ არ გაქვთო კონფლიქტი, ბავშვებს არ ინდობსო ს--------, მუშტს უღერებსო. ს-------- ამბობდა, მამამ ლარნაკი გატეხა, ღომი წამიქცია, მოვკლავო. პოლიციელს ს--------მ უთხრა, მამა ციხეში ჩასვით, წებო წაუსვით, რომ არ გამოვიდესო. ხან ყური ჰქონდა ჩაწითლებული, ხან ყური ტკიოდა, ხან ტიროდა და მეზობლებმა იცოდნენ ეს რომ ჭირდა. ბრალდებული ცემდა, რადგან მის დას ეუბნებოდა, რომ ბრალდებული სვამდა. ს-------- გოგოების მიმართ იყო აგრესიული და მამის მიმართაც.
ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, ს--–------------–--- და მ--–-----------–---–- არიან მეუღლეები.
მოწმე მ--------------–---ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულისგან ისმენდა, რომ ცუდად ესაუბრებოდა ბრალდებული, შეურაცხყოფდა ს--------ც ამბობდა ამას. ს--–---- ეუბნებოდა ს--------ს, არ უთხრაო ეს დეიდას, მაგრამ ს-------- მაინც ამბობდა. მისი თანდასწრებითაც აყენებდა შეურაცხყოფას ბრალდებული დაზარალებულს, ხელიც დაარტყა. ეს მოხდა მის სახლში ღამით, როცა ბავშვებს აძინებდა. მთვრალი მივიდა ბრალდებული, დაზარალებულს ჰკითხა, რას აკეთებო. პასუხად მიიღო, ბავშვს ვაცმევო. მოტრიალდა და ხელი დაარტყა ს--–----ს ბრალდებულმა, რის გამოც ხელი ჰკრა ბრალდებულს. ბრალდებულმა ს--------საც გაარტყა ხელი. ს-------- გავარდა მეზობლების დასაძახებლად. ს--–---- პირველ შვილზე 3 თვის ორსული იყო, როცა სახლში მოვიდა, გამოაგდო ბრალდებულმა სახლიდან. ბრალდებული არ ამბობდა, თუ რატომ ცემდა ს--–----ს. სიფხიზლეში ბრალდებული დაზარალებულს ეფერებოდა, სიმთვრალეში – ოჯახს ერჩოდა. ბრალდებული სულ ნასვამი იყო. ს--–----ს დაურეკა, ნამტირალევი, განერვიულებული იყო. ს--------მ თქვა, დედა ცემაო მამამ. დაზარალებულმა უთხრა, საჭმელს ვაკეთებდი და ცხელი გადმომიპირქვავაო. „მ----“ რომ მიმართა დაზარალებულმა, მ--–-----თ მომმართეო უთხრა ბრალდებულმა. მ--–-----თ რომ მიმართავდა, მეუღლეთი მომმართეო. მერე უთხრა, ასე არაო. როცა დაზარალებული ჩაეკითხა, აბა როგორო? შენ თვითონ უნდა იცოდეო, მიუგო. მერე ბრალდებული დაზარალებულს ეძახდა დებილს. დაზარალებულს არ უთქვამს რატომ დალიეო, პირიქით, დაჯექი, დაიძინე, გამოფხიზლდებიო უთხრა. ბრალდებულს უთქვამს დაზარალებულისთვის, შენ უნდა გააკეთო ყველაფერი, მე მეფესავით უნდა ვიყოო.
მოწმე მ-----–--------–----ს ჩვენების თანახმად, 3 თვის ორსული იყო ს--–------------–---, როცა მოადგა სახლში. 19 დეკემბერი იყო. მეუღლემ გამომაგდოო უთხრა. თურმე საახალწლოდ ემზადებოდნენ, ნამცხვრებს აცხობდა. ბრალდებულს უთქვამს, დიდი ხარჯია და რატომ აკეთებო. მერე ნათესავები მოვიდნენ შესარიგებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამეორების შეუძლებლობის პირობას ვერავინ დებდა, ს--–---- მიანც დაბრუნდა. ს-------- რომ გაიზარდა, სულ იმას ამბობდა, მამამ გვცემა და გამოგვაგდოო. როცა ფხიზელია ბრალდებული, კარგი კაცია, მაგრამ სულ მთვრალია. სიმთვრალეა აგრესიულობის მიზეზი. მეორეჯერაც გამოაგდო ბრალდებულმა დაზარალებული იმ მიზეზით, დედაშენი რომ იყო სახლში, ტყემალი რატომ არ გამოუტანეო. ბრალდებულმა ს--–----საც და მის დასაც ხელი გაარტყა. ს--–----ს და ნაოპერაციევი იყო და ამის მერე ტკივილები ჰქონდა. ბრალდებულის და რომ ჩამოდიოდა, 1 თვე არ სვამდა ბრალდებული, მაგრამ როგორც წავიდოდა, ისევ სვამდა. როცა ეკითხებოდა, რატომ ცემეო მეუღლე, ბრალდებული პასუხობდა, შენ ქმარს არ უცემიხარო? ს--–----ს სუიციდის მცდელობა ჰქონდა და საავადმყოფოში 1 კვირა იწვა, მაგრამ მაშინაც არ უთქვამს, რომ ეს ბრალდებულის გამო გააკეთა. ამბობდა, შემეშალაო წამლები.
მოწმე მ--------–----------ს ჩვენების თანახმად, ესწრებოდა ს---------------–---–-ს გამოკითხვას. ს--------მ თქვა, რომ მამამ იძალადა დედაზე. მას ჰქონდა მომეტებული შფოთვა, იყო მოუსვენრად, ჰქონდა ცუდის მოლოდინი, ეხლა უნდა მატკინოო?– კითხულობდა, მომეტებული აგრესია ჰქონდა, არტყამდა ხელს. იგივე ინფორმაცია მიაწოდა ბაღის თანამშრომელმა, როცა ს--------სთან მუშაობდა. ოჯახშიც ასე იქცეოდა, როგორც მისთვის ცნობილი გახდა. ს--------მ გამოკითხვისას თქვა, ბრალდებულმა ბ-------- შეანჯღრია, შუბლზე დამარტყა, მიყვიროდა, რომ გარეთ გავსულიყავითო. ს--------სგან მიღებული ვერბალური ინფორმაციით, ემოციური და ქცევითი საკითხებით – შფოთვა, ემოცია, ძილთან დაკავშირებული პრობლემებით ასკვნის, რომ ბავშვი შეესწრო ძალადობას. ინფორმაციები ბავშვთან სხვადასხვა შეხვედრიდან მიიღო. სულ იყო 6 შეხვედრა და 1 გამოკითხვაში მონაწილეობა. თავიდან ბრაზს და შიშს გამოხატავდა ს--------, შემდეგ შეხვედრებზე – შეარბილა პოზიცია. მამასთან იდეალური ურთიერთობა ს--------სთვის გამოიყურებოდა ასე: მამა დედასთან აკითხავს ცაიშში და მოაქვს ჩიფსები ლითონის ყუთით. დედამ უთხრა, ბავშვი ღამით ტირილით იღვიძებსო. ს--------მ თქვა, ღამით ტურებს ვხედავ, რომლებიც მკბენენო. სტრესი ბავშვის სიზმარში არ გადადის პირდაპირ, არამედ შეიძლება აღქმულ იქნეს მულტფილმის გმირებად. დედამ რომ უთხრა, თუ არ დაიძინებ, ტურები გიკბენენო, სიზმარში გადაიტანა ბავშვმა სტრესი. ტურებით შეშინებით არ არის შფოთვა გამოწვეული, ტურებზე ბავშვმა გადაიტანა სტრესი. ეს სიზმრები დედის შეშინებით არ ყოფილა გამოწვეული, მომეტებული შფოთვა შეიძლება გამოეწვია ძალადობას. ბავშვები ისე იქცევიან, როგორი ქცევების გამოცდილებაც აქვთ გარშემომყოფებისგან. ს-------- ძალადობის მსხვერპლია. ცემად ბავშვი მიიჩნევს გაშლილი ხელის დარტყმას. დასკნა მხოლოდ ბავშვის ჩვენებას არ ეფუძნება, არამედ მის ემოციას და ქცევას. 11 შეხვედრის მერე – 2018 წლის აპრილის დასაწყისში ს--------ს საქმე დახურა, რადგან დედამაც, ბაღის თანამშრომელმაც თქვა, რომ გაუმჯობესდა მისი ქცევები, ემოციურადაც და ქცევითი ქმედებებით. 1 თებერვლიდან ბაღში დადის ს-------- და თავიდან იყო აგრესიული, მერე გაუმჯობესდა ვითარება. მასთან შეხვედრებისას 23 იანვრიდან შენიშნა გაუმჯობესება. დედა პირველი შეხვედრიდანვე ამბობდა, რომ უმჯობესდებოდა მდგომარეობა. ს-------- პირველი შეხვედრისას ძირს წვებოდა, მერე გაუმჯობესდა ქცევა. ბაღშიც გაუმჯობესდა ქცევა პირველი შესვლიდან 2-3 კვირაში. ს--------ს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა ჰქონდა. 5 წამზე მეტხანს ვერ აინტერესებდა 1 საკითხით. დედას ურჩია, რომ ს--------ს მოთხოვნები არ შეესრულებინა. დედა იყო დაძაბული და ურჩია, რომ შვილისთვის მიეხედა. ძილზეც უთხრა, რომ ეთქვა, რომ ანგელოზები და ფერიები მოვიდოდნენ. გამოკითხვისას კითხვებს შორის ს-------- ყვებოდა, რომ მაგარი და ძლიერი ბიჭია. როცა თქვა, მამამ დამარტყაო, შერცხვა, დაპატარავდა. ეს ნიშნავდა, რომ დამცირებული იყო ეს რომ მოხდა. ეს ნიშნავს, რომ მართალს ამბობდა და არ ტყუოდა. ს--------მ რომ თქვა მამა ვცემეო, ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შედეგი, რომ ის თავს ძლიერად წარმოაჩენდა. მხოლოდ მისი მუშაობით ს--------ს მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა. ზოგთან თვეები იმუშავა, თუმცა მათ გარემო არ ეცვლებოდათ. ამიტომ მათთან შედეგი ვერ მიიღო. გარემოს შეცვლამ იქონია გავლენა.
მოწმე ზ----------------ის ჩვენების თანახმად, კამათობდნენ ბრალდებული და დაზარალებული, ხმაური ესმოდა. ბრალდებულის სახლიდან მესამე სახლია მისი. ორ თვეში ერთხელ ესმოდა კამათი. ორ თვეში ერთხელ სვამდა ბრალდებული. დაზარალებულს ურჩევდა მოთმენას, თუმცა დაზარალებული მიდიოდა სახლიდან.
მოწმე ნ-----------–--ს ჩვენების თანახმად, სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. მან დაკითხა ს---------------–---–-, რომელმაც უთხრა, მამამ დაგვარტყაო, მეც დავუბრუნეო ხელი ბრალდებულს, ბ-------- ტიროდა და ბრალდებულმა შეანჯღრია, რის შემდეგაც და უფრო ძლიერად ატირდაო, იმ საღამოს იატაკზე დავიძინეთო. ფსიქოლოგი და საპროცესო წარმომადგენელი ესწრებოდნენ დაკითხვას.
მოწმე ს---------------–---–-ს ჩვენების თანახმად, მამამ დედას დაარტყა, მასაც დაარტყა თავში. ამ სიტყვების თქმისას მოწმემ მაგიდაზე დააბრახუნა ხელები და აღნიშნა, რომ მამა ასე იქცეოდა. მისივე თქმით, მამამ უთხრა, გცემო, შუქი აანთო, ჩააქრო და ლარნაკი გატეხა.
მოწმე ა-----------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული მივიდა ღამით, 7 საათის მერე, ნამტირალევი იყო, უთხრა, ბრალდებული მთვრალი მოვიდაო და მათთან დარჩა ბავშვიანად. ვერ მიდიოდა სახლში, ბრალდებული ნასვამია, მეჩხუბება და ვერ მივდივარო სახლში. სულ 2 ჯერ მივიდა მასთან სახლში ს--–---- ასეთ ვითარებაში.
მოწმე ი-----------ს ჩვენების თანახმად, ოჯახში ცუდი არაფერი შეუმჩნევია არასდროს. ოჯახის გარეთ არასდროს არავინ შეუწუხებია ბრალდებულს. ხშირად სვამდა, მაგრამ შემაწუხებელი ხმა არასდროს გაუგია. დაზარალებულისგან არ გაუგია ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ვერ გავჩერდებიო ნასვამიაო ამბობდა დაზარალებული და არ ითვალისწინებდა მის რჩევებს. ს--–----ს რა უნდოდა, აზრს ვერ გამოიტანდი. ბრალდებული ურეკავდა, ს--–---- მირბოდა, ამბობდა ვერ გავჩერდები, არ შემიძლიაო. დაზარალებული შვილს რომ არტყამდა, ბრალდებული ეუბნებოდა, ცხვირში ბავშვს ნუ არტყამო. ს--–----ს ყოველ წასვლაზე ბრალდებული ეუბნებოდა, არ გაუშვათო. ბრალდებულის ნათქვამს არ ასრულებდა დაზარალებული და ბრალდებული ამის გამო უკმაყოფილო იყო. ასე ვეუბნები და მაინც ისე აკეთებსო. სასამართლოში დაკითხვამდე ნახა ს--------. ბავშვს ბებიასთან და დედასთან დაჯდომა არ უნდოდა, სტუმარი მეზობლები არიანო და არ ცილდებოდა, მამა როდის მოვაო კითხულობდა. ბრალდებულის სახლიდან მესამე ოჯახია მისი. სისტემატურად არ სვამს ბრალდებული. უთხრა კიდეც ბრალდებულს, რა გჭირს, ცოლის მოყვანის მერე რა მოგივიდაო. უკეთესი უნდა გამხდარიყო და არ იცის რა მოხდა, ხასიათით ვერ ეწყობოდნენ, ეტყობა. დაზარალებულს ეუბნებოდა, ისეთი მეთოდი მოუძებნე, რომ არ დალიოსო. ბრალდებული არ ყოფილა უხეში და მსმელი და დაზარალებული ამბობდა, ასეთიაო და ეკითხებოდა, რატომ არისო შენ მერე ასეთი. ბრალდებულის ლოთობა არ იცის. მისი ლოთობისგან შეწუხებული არავინ ყოფილა. მანამდეც სვამდა ბრალდებული, მაგრამ შემაწუხებელი არ იყო.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მოწმე არ უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს. დაცვის მხარის მოწმე აფასებს ბრალდებულს ზოგადად და განმარტავს, რომ არასდროს ჰქონიათ კონფლიქტი და არასდროს შეწუხებულან მისი სიმთვრალით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს თავად დაზარალებულიც ადასტურებს და აცხადებს, რომ მხოლოდ სახლში და მხოლოდ ნასვამი იყო აგრესიული ბრალდებული, მაგრამ სხვა პირების მიმართ ის აგრესიას არც სიფხიზლეში და არც სიმთვრალეში არ იჩენდა. დაცვის მხარის მოწმე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ბრალდებული არ იყო ლოთი და აგრესიული, ხოლო დაზარალებული მას სწორედ ასეთად ახასიათებდა, რის გამოც მოწმე დაზარალებულში ეძებს ამის გამომწვევ მიზეზებს. საკითხისადმი ასეთ მიდგომას სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის აგრესიის გამომწვევი. საქმე ის არის, რომ ოჯახური ძალადობის სუბიექტები საზოგადოებაში ზოგადად ცუდ ადამიანებად კი არ არიან ცნობილები, არამედ მათ სპეციფიკური ქცევა ახასიათებთ, რაც, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ვლინდება მხოლოდ ოჯახში მხოლოდ სიმთვრალის დროს აგრესიის გამოვლენით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გადატანილი სტრესი, თვითონ ძალადობის მსხვერპლად ყოფნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობა ბრალდებულის, მისი დედის და მეზობლებისთვის უცხო არ ყოფილა, ვინაიდან დედა ბრალდებულს აქეზებდა კიდეც, რომ ეცემა დაზარალებული, ბრალდებულმა დაზარალებულის დედას უთხრა კიდეც გაკვირვებულმა, რა, შენ შენი ქმარი არ გცემდაო? მეზობლებიც, იმის ნაცვლად, რომ ბრალდებულისთვის ერჩიათ, პრობლემის მოგვარების ცივილური გზები აერჩია, თუ რამე პრობლემა ჰქონდა ოჯახში, პირიქით, დაზარალებულს ურჩევდნენ, მოეთმინა და ეცადა ისე მიდგომოდა ბრალდებულს, რომ მას სმისთვის თავი დაენებებინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოწმეებს მოყავდათ კონფლიქტის კონკრეტული მიზეზებიც, რომელთა შორის დაზარალებულის ქცევა არც ერთხელ არ დასახელებულა. ამდენად, აგრესიის მიზეზად დაზარალებულის მიჩნევა მიუღებელია. მეორე მხრივ, ასეც რომ ყოფილიყო, არსებობს კონფლიქტის მოგვარების უამრავი გზა. მათ შორის, ცოლ–ქმარს შორის საუბარი და მიზეზების გარკვევა, ერთმანეთის პატივისცემით გარკვეული ქმედებებისგან თავის შეკავება, ფსიქოლოგის დახმარება და ა.შ., ხოლო უკიდურეს შემთხვევაში – განქორწინება. კონფლიქტის მოგვარება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას, ვინაიდან ძალადობა უკავშირდება სხვის დაჩაგვრას, საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას, შიშის დათესვის სურვილს, რაც არ შეიძლება იყოს ნორმალური ოჯახური ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი, რადგან ოჯახი გულისხმობს სიყვარულზე, ურთიერთგაგებასა და ურთიერთდათმობაზე აგებულ ურთიერთობებს, სადაც მეუღლეები თანასწორები არიან, ერთმანეთს უზიარებენ საერთო ქონებას და ზრუნავენ ერთმანეთზე, ხოლო ასეთი ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაში ოჯახის არსებობა მიუღებელია, ვინაიდან მეუღლეთა შორის არსებული ცუდი ურთიერთობები პირდაპირ უარყოფითად აისახება ბავშვების, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას და დაცვას საჭიროებენ, ფსიქიკაზე.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ აღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა წლობით, ამ მოტივით დაზარალებულმა რამდეჯერმე სცადა სახლიდან წასვლა და თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მივიდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ ს--–------------–---ს, მოწმეების: მ--------------–---ს, მ-----–--------–----ს, ს---------------–---–-ს, მ--------–----------ს და სხვა მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა მა-–-----------–---–-- მეუღლის - ს--–------------–---ს მიმართ განახორციელა ძალადობა (ხელის თავის არეში დარტყმა - თმის მოქაჩვა), ის ასევე ახორციელებდა მის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას (უწოდებდა დებილს, კიბოიანს) და დამცირებას (უყვიროდა, ჰქონდა პრეტენზია, მისი ყველა მოთხოვნა შესრულებულიყო უპასუხოდ და თავი მეფედ ეგრძნობინებინა, მის მიერ გაკეთებულ საჭმელს უპირქვავებდა, სიტყვის უფლებას უკრძალავდა, კონფლიქტის მიზეზს ეძებდა, არ აძლევდა ტელეფონის და კომპიუტერის მოხმარების საშუალებას, დაზარალებულისა და მისი მშობლების მატერიალურ სიდუხჭირეს ხაზს უსვამდა, როგორც ნაკლს, საკუთარ უპირატესობაზე აპელირებდა, სახლიდან აგდებდა ანდა აიძულებდა საკუთარი ქცევით, თვითონ წასულიყო სახლიდან, იმის დემონსტრირებას აკეთებდა, რომ დაზარალებული, მისი სიცოცხლე არაფრად მიაჩნდა, უგულებელყოფდა, მომაკვდავს ყურადღებას არ აქცევდა), რითაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
2.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას, მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი და სისტემატიური შეურაცხყოფისგან და დამცირებისგან – ტანჯვა, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.
მოწმე ს--–------------–---ს ჩვენების თანახმად, თავზე დარტყმებისა და თმების მოქაჩვის შედეგად განიცდიდა ტკივილს. თვითმკვლელობა სცადა 2016 წელს, რადგან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ბრალდებულის მხრიდან, რაც ვერ აიტანა. ბრალდებული ნასვამი იყო, არ მოეშვა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც დალია 15 ცალი წამალი. ბრალდებულის გამო ხან ყური ჰქონდა ჩაწითლებული, ხან ყური ტკიოდა, ხან ტიროდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ თ-----------–---–---ს ჩვენების და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს--–------------–--- განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. დეპრესიის შკალა მიუთითებს, რომ დეპრესია მომეტებულია. დაზარალებულის მდგომარეობა არის ტანჯვის შემცველი. თვითშეფასება ნორმას ჩამორჩება. ე.ი. მატრამვირებელია. უფროს შვილს აქვს მამის შიში. ტანჯვაა როცა პირი კარგავს ეფექტურ სოციალურ უნარებს, კომუნიკაციას, დისკომფორტს განიცდის, თვითდაზიანებამდე მიდის. წამალიც დალია 15 აბი დაზარალებულმა. მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები სიცრუე რომც იყოს, მაინც ეს დასკვნა დაიდებოდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე. მშობიარობის შემდეგ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ დეპრესია, რაც შეიძლება თვეები და წლები გაგრძელდეს. დაზარალებულის ოჯახური მდგომარეობა ისეთი იყო რომ მას შეიძლება გაემწვავებინა თუნდაც მშობიარობის დეპრესია. თავს დაბერებულად რომ გრძნობდა, ეს მშობიარობის გამო არ იყო, თანაცხოვრებისას სტრესული ვითარების გამო იყო. ტანჯვა შეიძლებოდა გაემწვავებინა ასევე ახლობლის გარდაცვალებას, თუმცა ტანჯვის გამომწვევი იყო ბრალდებულის ქმედებები. ინსტრუმენტებით განსაზღვრა ტანჯვის ხარისხი.
მოწმე მ--------------–---ს ჩვენების თანახმად, ს--–---- ნამტირალევი განერვიულებული იყო. ს--------მ თქვა, დედა ცემაო მამამ. თვითონაც შეესწრო როგორ დაარტყა ხელი ბრალდებულმა დაზარალებულს.
მოწმე მ-----–--------–----ს ჩვენების თანახმად, 3 თვის ორსული ს--–---- მოადგა სახლში, მეუღლემ გამომაგდოო. ს--–----ს სუიციდის მცდელობა ჰქონდა და საავადმყოფოში 1 კვირა იწვა, მაგრამ მაშინაც არ უთქვამს, რომ ეს ბრალდებულის გამო გააკეთა.
მოწმე მ--------–----------ს ჩვენების თანახმად, ს-------- ბ-----–---–ს ჰქონდა მომეტებული შფოთვა, იყო მოუსვენრად, ჰქონდა ცუდის მოლოდინი, მომეტებული აგრესია, დედა იყო დაძაბული და ურჩია, რომ შვილისთვის მიეხედა. გარემოს შეცვლამ იქონია ს--------ზე დადებითი გავლენა.
გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - ხელის დარტყმა თავის არეში და თმის მოქაჩვა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ს--–------------–---ს ფიზიკურ ტკივილთან, ვინაიდან ხელის დარტყმა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ს--–------------–--- ვერ განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მან ტკივილი ნამდვილად რომ განიცადა, ამაზე მიუთითებს თავად მისი ჩვენება, ასევე მ--------------–---ს ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ხელის გარტყმის შემდეგ ის იძულებული გახდა, მოეშორებინა დაზარალებულს ბრალდებული.
ასევე უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულის ქმედება – სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ს--–------------–---ს ტანჯვასთან.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ მა-–-----------–---–-- განახორციელა ხელის დარტყმა, თმის მოქაჩვა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება ს--–------------–---ს მიმართ, რასაც მოჰყვა ს--–------------–---ს ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის არსებობა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
2.3. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრი მიმართ.
დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ბ-------- ბ-----–---–ი და ს---------------–---–- არიან მ--–-----------–---–-ს და ს--–------------–---ს შვილები.
მოწმე ს--–------------–---ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 1------------- შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა, შვილი ს-------- კომპიუტერს თამაშობდა, ბ-------- ჭოჭინაში იყო. იკივლა, რადგან ბრალდებულმა საჭმელი წაუქცია, ბავშვმა იყვირა, მამამ საჭმელი წააქციაო. არაკაცი ხარო უთხრა. ეს როგორ მითხარიო და ხელი მოუქნია ბრალდებულმა, თავი დაწია და თავში მოხვდა, რაც ეტკინა. ბრალდებულს შვილი ეუბნებოდა, დედას თავი დაანებეო, მაგრამ არაფრად აგდებდა. შვილი ბევრჯერ იყო შემსწრე ძალადობის. ამის შედეგად ს-------- გახდა აგრესიული. ეკითხებოდნენ, ოჯახში ხომ არ გაქვთ კონფლიქტი, ბავშვებს არ ინდობს, მუშტს უღერებსო. ს-------- ამბობდა, მამამ ლარნაკი გატეხა, ღომი წამიქცია, მოვკლავო. პოლიციელს უთხრა ს--------მ, მამა ციხეში ჩასვით, წებო წაუსვით რომ არ გამოვიდესო.
მოწმე მ--------------–---ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული დაზარალებულს ცუდად ესაუბრებოდა ბრალდებული, შეურაცხყოფას აყენებდა, ცემდა. ამას ეუბნებოდა ს--------. ბავშვს აცმევდა დაზარალებული, როცა ბრალდებულმა ხელი დაარტყა ს--–----ს. ამის გამო ხელი კრა ბრალდებულს. ბრალდებულმა ს--------საც გაარტყა ხელი. ს-------- გავარდა მეზობლების დასაძახებლად. ს--------მ თქვა, დედა ცემაო მამამ.
მოწმე მ--------–----------ს ჩვენების თანახმად, ს--------მ დაკითხვისას თქვა, რომ მამამ იძალადა დედაზე. ს--------ს ჰქონდა მომეტებული შფოთვა, იყო მოუსვენრად, ჰქონდა ცუდის მოლოდინი, ახლაც უნდა მატკინოო? მომეტებული აგრესია ჰქონდა, არტყამდა. იგივეს ადასტურებს ბაღის თანამშრომელი. ოჯახშიც ასე იქცეოდა. ს--------მ დაკითხვისას უჩვენა, ბრალდებულმა ბ-------- შეანჯღრია, შუბლზე დამარტყა, მიყვიროდა, რომ გარეთ გავსულიყავითო. ს--------სგან მიღებული ვერბალური ინფორმაციით, ემოციური და ქცევითი საკითხები – შფოთვა, ემოცია, ძილთან დაკავშირებული პრობლემები აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბავშვი შეესწრო ძალადობას. ს-------- თავიდან ბრაზს და შიშს გამოხატავდა, შემდეგ შეხვედრებზე – არბილებდა პოზიციებს. ს--------სთვის მამასთან ურთიერთობის იდეალური ურთიერთობა გამოიყურებოდა ასე: მამა დედასთან აკითხავს ცაიშში და მოაქვს ჩიფსები ლითონის ყუთით. დედამ თქვა, ბავშვი ღამით ტირილით იღვიძებსო. ს--------მ თქვა, ღამით ტურებს ვხედავ, რომლებიც მკბენენო. სტრესები ბავშვის სიზმარში არ გადადის პირდაპირ, არამედ შეიძლება აღქმულ იქნეს მულტფილმის გმირებად. დედამ რომ უთხრა, თუ არ დაიძინებ, ტურები გიკბენენო, სიზმარში გადაიტანა ბავშვმა სტრესი. ტურებით შეშინებით არ არის შფოთვა გამოწვეული, ტურებზე ბავშვმა გადაიტანა სტრესი. ეს სიზმრები დედის შეშინებით არ ყოფილა გამოწვეული. მომეტებული შფოთვა შეიძლებოდა გამოეწვია ძალადობას. ბავშვები ისე იქცევიან, როგორი ქცევების გამოცდილებაც აქვთ გარშემომყოფებისგან. ამიტომ ის ძალადობის მსხვერპლია. დასკვნა მხოლოდ ბავშვის ჩვენებას არ ეფუძნება, არამედ მის ემოციას და ქცევას. 11 შეხვედრის მერე ს--------ს საქმე დახურა, რადგან გაუმჯობესდა მისი ქცევები. კითხვებს შორის ს-------- ყვებოდა, რომ მაგარი და ძლიერი ბიჭია, როცა თქვა მამამ დამარტყაო, შერცხვა, დაპატარავდა. ეს ნიშნავდა, რომ დამცირებული იყო ეს რომ მოხდა. ეს ნიშნავს, რომ მართალს ამბობდა და არ ტყუოდა. ს--------მ რომ თქვა მამა ვცემეო, ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შედეგი, რომ ის თავს ძლიერად წარმოაჩენდა. ზოგთან თვეები იმუშავა და მათ გარემო არ ეცვლებოდათ. ამიტომ მათთან შედეგი ვერ მიიღო. გარემოს შეცვლამ შედეგზე იქონია გავლენა ს--------ს შემთხვევაში.
მოწმე ს---------------–---–-ს ჩვენების თანახმად, მამამ დედას დაარტყა, მასაც დაარტყა თავში. ამ სიტყვების თქმისას მოწმემ მაგიდაზე დააბრახუნა ხელები და აღნიშნა, რომ მამა ასე იქცეოდა. მისივე თქმით, მამამ უთხრა, გცემო, შუქი აანთო, ჩააქრო და ლარნაკი გატეხა.
გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს---------------–---–- იყო დედაზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემსწრე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ს---------------–---–- დაზარალებულად არის ცნობილი და მიუთითებს მასზე განხორციელებულ ძალადობაზე, თუმცა ბრალდების დადგენილების თანახმად, მ--–---- ბ-----–---–ს ბრალად ედება მხოლოდ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობა, რასაც შეესწრო ს---------------–---–-. ამდენად, სასამართლო ვერ იმსჯელებს ს---------------–---–-ს მიმართ ქმედებებზე, რადგან ეს სცილდება ბრალდების ფარგლებს.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება დედა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის ჩვენებით, დაბადების მოწმობის ასლებით დადგენილია, რომ ს---------------–---–- არის ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილი, ე.ი. მათი ოჯახის წევრი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. დადგენილია, რომ ს---------------–---–- დაიბადა 2013 წლის 28 ივლისს ე.ი. ს---------------–---–- არის 4 წლის. ამდენად, ვინაიდან მას არ მიუღწევია 18 წლისთვის, არის არასრულწლოვანი.
ის, რომ ბრალდებულმა დაზარალებულ ს--–------------–---ს მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეების: მ--------–----------ს, მ--------------–---ს, ს---------------–---–-ს და სხვა მოწმეთა ჩვენებებით.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ--–-----------–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ--–-----------–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ--–-----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
მ--–-----------–---–-ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება, ქმედებების სისტემატურობა, მძიმე შედეგი – მცირეწლოვანის ფსიქიკის შეცვლა, თვითმკვლელობის ცდა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მეუღლეზე უფროსობის სურვილი), მიზანს (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, დამცირება, დაშინება, დამორჩილება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მთვრალ მდგომარეობაში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ძალადობის გამოყენება მეუღლის, ანუ იმ პირის მიმართ, ვისზე ზრუნვაც მას ევალება, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (თავის არეში ხელი დარტყმა, თმების მოქაჩვა, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხოფების მიყენება, დამცირება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საჭმლის ამოყირავებით, დაზარალებულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულებით), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის, ტანჯვის გამოწვევა, თვითმკვლელობის ცდა, მცირეწლოვანი შვილის ფსიქიკის ცვლილება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ას ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ქმედების სისტემატურობის, ქმედების ხასიათის და წინაპირობების, ოჯახსა და სამეზობლოში არსებული ბრალდებულის ქმედებისადმი დამოკიდებულების, გამოწვეული მძიმე შედეგის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ--–---- ბ-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 5 თებერვლიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია