განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
120100118002400279
დავის ტიპი
126 1
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/152-18წ. 14 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გი------ ა---–---–---–-

დაცვის მხარე - ბრალდებული - გ--------- ჩ--------–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--------- წელს ბ---------–-, პ/ნ 2----------, რეგისტრირებული ლ---------- რ-ნი სოფ. ფ------------ და ფაქტობრივად მცხოვრები ბ----------- რ-ნი, დაბა ა---–-----, ა----–-----–-- ქ.N6-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა

2018 წლის 31 იანვარს ბ----------- რაიონის დაბა ა---–-----ში, შელაპარაკების საფუძველზე გ--------- ჩ--------–-- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბ----- ლ-------. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ გ--------- ჩ--------–-- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა გ--------- ჩ--------–-- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ბ----- ლ------- მოწმის და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, ბრალდებულ გ--------- ჩ--------–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა ი---- კ---------, ა-–---- ბ-------, მ------ დ------------, ლ---- თ--------- და მ-----– გ-----–---–-- ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა გ--------- ჩ--------–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბ---- ლ------- ტანსაცმელი რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ---- ლ-------.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--------- ჩ--------–- (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა-160 საათის ოდენობით.

2. გ--------- ჩ--------–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. ნივთიერი მტკიცებულება - ბ---- ლ------- ტანსაცმელი რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ---- ლ-------.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი