გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/389-18
160210018002384122
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელეები სს "საქ--------–--------ი"
წარმომადგენელი გ--------–---–---–-
მოპასუხე ტა-----–-–----ძე
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე სს "საქ--------–--------ის" წარმომადგენელი ითხოვს ტა-----–-–----ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 80.-------23 და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - სს "საქ--------–--------ს".
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 უძრავი ქონება მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელ დისველი, საკადასტრო კოდი 80.-------23, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე სს "საქ--------–--------ის" სახელზე 08.11.2016 წლიდან.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
საჯარო რეესტრის ამონაწერი ასლი (ს. ფ. 16-17).
მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 22.05 სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2 მოპასუხე ტა-----–-–----ძის და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე სს "საქ--------–--------ის" საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება მდებარე ბოლნისის რაიონი, სოფელ დისველი, საკადასტრო კოდით 80.-------23.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი.
მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 22.05 სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ტა-----–-–----ძემ სარჩელი ცნო. კერძოდ, აღიარა მის მიერ ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 80.-------239 სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მითითებული მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244, 248-249-ე, 264-ე, 369-ე, მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სს "საქ--------–--------ის" წარმომადგენლის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. ტა-----–-–----ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს "საქ--------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელი დისველი, საკადასტრო კოდით 80.-------23 და სს "საქ--------–--------ს" აღნიშნული ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი