გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
080210018002387966
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210018002387966

N2/1195-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.05.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორ-პენსიონერები: ვე----- მე–---–---ი, გ-----–ა ჭა-------ძე, ტ------ა გუ------ძე, მ---- გოგიტიძე, ლ--–- ჯა-----–-ა, მ-----–ი შა-–--------ე, ლ---–- ე-----–-ძე, მა-----–---ა ხუ----ე, მ--–--ია გო------ე;

წარმომადგენელი - ალ---------ე ჭ--------იძე;

მოსარჩელე - სს „სი-–---------------ია“;

წარმომადგენელი - ა---- წ------ელი;

მოპასუხე - ფ-------ა სა---------ოს შ--------–--ის სამსახური;

წარმომადგენელი - მა------ გე–--ე;

მოპასუხე - საქართველოს ე---------ის და მ--------ი განვითარების სა---------ო;

წარმომადგენელი - ნ--ო ხა---------ე;

მოპასუხე - სს „კ---–-----ი აბ---–---ი“;

წარმომადგენელი - მი----– ლო-----ე;

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 2 ივნისს დადებული სამმხრივი ხელშეკრულება;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 15 აპრილიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების საქმის წარმოება. 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2010 წლის 17 იანვარს და 16 თებერვალს, ძველი გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას ორგანიზებით ჩატარდა ორი აუქციონი სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით. აუქციონების უშედეგოდ დასრულების შემდეგ გაკოტრების მმართველმა, სხვა კრედიტორების გვერდის ავლით, უძრავი ქონება ნატურით გადასცა შ--------–--ის სამსახურს, რაზედაც 2010 წლის 2 ივნისს გაკოტრების მმართველს, შ--------–--ის სამსახურს და ე---------ის სა---------ოს შორის დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, უძრავი ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე. უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ახალი მესაკუთრის სახელზე ვერ განხორციელდა, კრედიტორების მიერ ქონებაზე 2001 და 2003 წლებში დადებული ყადაღის გამო. შესაბამისად, დღეისათვის აღნიშნული ქონება კვლავ ირიცხება სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ საკუთრებად. 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან სს „კ---–----- აბ---–---ს“ ჰყავს 40-მდე კრედიტორი, რომელთა უმრავლესობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინებით, შ--------–--ის სამსახურთან ერთად, აღიარებულია კრედიტორად მეორე რიგში, შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ქონების ნატურით გადაცემა უნდა შეეთანხმებინა ყველა ახალი (მეორე რიგის) კრედიტორისათვის. ამასთან, 2010 წლის 2 ივნისის სამმხრივ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ქონების ღირებულება და მისი გადაცემის შემდეგ შ--------–--ის სამსახურს არ შეუმცირებია თავისი კრედიტორული მოთხოვნა, რაც დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინებით დამტკიცებული რეესტრით, სადაც შ--------–--ის სამსახურის მოთხოვნა მეორე რიგში შეადგენს 1 141 288.41 ლარს, ხოლო მეოთხე რიგში 1722864.56 ლარს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობით ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ვინაიდან გადაცემული ქონების რეგისტრაცია არ განხორციელდა, იგი დღესაც „კ---–-----ი აბ---–---ის“ საკუთრებაში ირიცხება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხე ფ-------ა სა---------ოს შ--------–--ის სამსახურმა არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის განმარტებით, გაკოტრების მმართველის მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის სრული დაცვით განხორციელდა აუქციონის პროცედურა. ვინაიდან მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება (საკადასტრო კოდით 0------------------) ვერ გაიყიდა, იგი ნატურით გადაეცა შ--------–--ის სამსახურს, აღნიშნული ცნობილი იყო სხვა კრედიტორებისთვისაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქონების გადაცემის და სარჩელის აღძვრის დროისათვის კრედიტორთა რიგი სხვადასხვანაირად წესრიგდებოდა. კრედიტორული მოთხოვნა კი ვერ შემცირდა, გადაცემული ქონების სახელმწიფო საკუთრებად დაურეგისტრირებლობის გამო. სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის საფუძვლითაც, ვინაიდან ხელშეკრულება დაიდო 2010 წელს, ამ დროისათვის კი ჩატარებული იყო აუქციონები, შესაბამისად, მოსარჩელეებსაც უნდა სცოდნოდათ აღნიშნულის თაობაზე.

 

2.2. საქართველოს ე---------ის და მ--------ი განვითარების სა---------ოს განმარტებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელეს არ მიუთითებია მისი იურიდიული ინტერესი, რაც აუცილებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, რადგან მისი ათვლა ხელშეკრულების დადების მომენტიდან უნდა დაიწყოს.

 

2.3. მოპასუხე სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ წარმომადგენელმა როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ მიმართ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 17-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სსამართლო სხდომის ოქმი);

- 2002 წლის 04 ოქტომბრის განჩინება (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 1. გვ. 53-54);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ 2003 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ შედგენილი იქნა გაკოტრების ტაბულა, სადაც მითითებული იყო იმ დროისათვის რომელმა კრედიტორმა მიმართა სასამართლოს და რა მოთხოვნით. ტაბულაში ყველა მონაცემები არ იყო დაზუსტებული, რის გამოც არაერთხელ იქნა მოწვეული კრედიტორთა კრებები, კრედიტორთა მონაცემის და მათი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაკოტრების ტაბულა (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 3. გვ. 227-228);

- სასამართლოს განჩინებები კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 4);

3.2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ფ-------ა სა---------ოს შ--------–--ის სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე, სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა დავით ჯიქია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 4. გვ. 222);

3.2.3. 2010 წლის 2 ივნისს ერთი მხრივ, სსიპ შ--------–--ის სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს) და საქართველოს ე---------ური განვითარების სა---------ოს (ქონების მიმღები), ხოლო მეორე მხრივ სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეურვეო ქონების კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ე---------ური გავითარების სა---------ოსათვის გადაცემის თაობაზე.

იმავე დღეს იგივე მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონების ( გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880 კვ.მ (საკადასტრო კოდით 0------------------) გადაცემის შესახებ. ვინაიდან სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონებას, რომლის გადაცემაც მოხდა კრედიტორზე ნატურით, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვის საფუძველზე N04/05, 19.02.2003, ასევე N32. 23.03.2001, ედო ყადაღა, საჯარო რეესტრში ვერ დარეგისტრირდა ახალი მესაკუთრის უფლება, შესაბამისად მითითებული ქონება კვლავ ირიცხება სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.20-21);

- ხელშეკრულება (ს.ფ.22-23);

- მიღება_ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2.4. დადგენილია, რომ დავით ჯიქია გაკოტრების მმართველად დაინიშნა სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოტანილი იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე. მისი გაკოტრების მმართველად დანიშვნის შემდეგ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2010 წლის 20 სექტემბერს, სადაც განხილული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საკითხი, მითითებულ სხდომაზე 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალებში არანაირი დოკუმენტი აუქციონების ჩატარების და ქონების ნატურით გადაცემის შესახებ არაა მოთავსებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 5. გვ. 4;

-2010 წლის 20 სექტემბრის კრედიტორთა კრების ოქმი (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 5. გვ. 40);

3.2.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბერის განჩინებით სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველი დავით ჯიქია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.19-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბერის განჩინება (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 6. გვ. 212-214);

3.2.6. სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორთა მოთხოვნები და ამავე დროს განისაზღვრა მოთხოვნათა რიგები. შემდგომში მოთხოვნები რამდენიმეჯერ დაზუსტდა სასამართლოს განჩინებებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განჩინება (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 9. გვ. 129-131);

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინება (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 10. გვ. 184-193);

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინება (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 11. გვ. 22-27);

3.2.7. 2014 წლის 04 აპრილს სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველმა წერილობით აცნობა სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორების წარმომადგენელს 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. 2014 წლის 17 აპრილს სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორთა ნაწილმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე, სადაც უნდა განხულ--–-ყო ნატურით გადაცემული ქონების კვლავ სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ საკუთრებად აღიარების საკითხი, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. კრედიტორთა კრებაზე, რომელიც შედგა 2014 წლის 05 მაისს, გაკოტრების მოსამართლემ კრედიტორებს განუმარტა, რომ მათ შეეძლოთ ედავათ მოვალის ქონებასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრის გზით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის 53 პუნქტის შესაბამისად. მითითებული საკითხი განხილული იქნა 2016 წლის 21 ოქტომბრის კრედიტორთა კრებაზეც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 04 აპრილის წერილი (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 11. გვ. 46-47);

- კრედიტორთა განცხადება (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 11. გვ. 42-43);

- 2014 წლის 05 მაისის კრედიტორთა კრების ოქმი (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 11. გვ. 73-77);

- 2016 წლის 21 ოქტომბრის კრედიტორთა კრების ოქმი (სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის მასალები ტ. 11. გვ. 107-114);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ ი---–მძღვანელა:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის, გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 129-ე, 130-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ მიმართ. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის თავიანთი მოთხოვნებით, გაკოტრების ტაბულის შექმნის მიზნით.

იმ დროისათვის მოქმედი გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18-ე მუხლის შესაბამისად, გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა შეედგინა გაცხადებული მოთხოვნების ცხრილი (გაკოტრების ტაბულა) მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით: ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სამი თვის ხელფასისა და ხელფასის განაკვეთების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს მე-19 მუხლის შესაბამისად; ბ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის ბანკების მოთხოვნები ინვესტირებული ფულადი კრედიტების დასაბრუნებლად და საქონლის მიმწოდებლის მოთხოვნები საწარმოს მიმართ; გ) სოციალური დაზღვევის ორგანოს, საპენსიო და სამედიცინო ფონდების, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნები; დ) საქმის წარმოების გახსნამდე, გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები; ე) სხვა მოთხოვნები

ამავე მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყოველ კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოვალემ განმარტება უნდა მისცეს მოთხოვნების ირგვლივ. სასამართლომ ყოველი მოთხოვნის შემოწმების შემდეგ შემოწმების შედეგი უნდა შეიტანოს გაკოტრების ტაბულაში.

2003 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ შედგენილი იქნა გაკოტრების ტაბულა, სადაც მითითებული იყო იმ დროისათვის რომელმა კრედიტორმა მიმართა სასამართლოს და რა მოთხოვნით. ტაბულაში ყველა მონაცემები არ იყო დაზუსტებული, არ იყო განსაზღვრული რიგები, რის გამოც არაერთხელ იქნა მოწვეული კრედიტორთა კრებები, კრედიტორთა მონაცემის და მათი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით არ ჩატარებულა კრედიტორთა კრება, სადაც ცალ-ცალკე მოხდებოდა მოთხოვნების შემოწმება და მხარეებს მიეცემოდათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, რომ გაკოტრების ტაბულა 2010 წლისათვის არსებობდა და განსაზღვრული იყო შესაბამისი რიგებიც. რეალურად, მხოლოდ 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორთა მოთხოვნები და განისაზღვრა მოთხოვნათა რიგები, რომელიც შემდგომში რამდენიმეჯერ კვლავ დაზუსტდა.

 

6.2. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით (2010 წლისათვის მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს აუქციონის ჩატარების და შემდგომი პროცედურები, აღნიშნული მუხლის მეთორმეტე ნაწილში მითითებულია: თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს. ამავე მუხლის 121- პუნქტით, თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. სამეურვეო ქონება უნდა გაიყიდოს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში. თუ მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში სამეურვეო ქონება არ გადავიდა კრედიტორების საკუთრებაში ნატურით ან არ განხორციელდა ქონების განსაზღვრული წესით რეალიზაცია, გაკოტრების მმართველი სთავაზობს კრედიტორებს ქონების ნატურით მიღებას. ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება მოთხოვნაზე უარის თქმად და ქონება ნატურით განაწილდება შესაბამის რიგში დარჩენილ კრედიტორებს შორის. ყველა რიგის კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღებაზე უარი წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. ერთიანი კომპლექსის სახით არსებული ქონება კრედიტორებს გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველმა დავით ჯიქიამ გამოაცხადა აუქციონი სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონების რეალიზაციის მიზნით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. 2010 წლის 2 ივნისს კი, ერთი მხრივ, სსიპ შ--------–--ის სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს) და საქართველოს ე---------ური განვითარების სა---------ოს (ქონების მიმღები), ხოლო მეორე მხრივ სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეურვეო ქონების კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ე---------ური გავითარების სა---------ოსათვის გადაცემის თაობაზე. იმავე დღეს, იგივე მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონების ( გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880 კვ.მ (საკადასტრო კოდით 0------------------) გადაცემის შესახებ.

 

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც გაირკვევა იცოდნენ თუ არა აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე სხვა კრედიტორებმა, შესთავაზეს თუ არა მათ ქონების ნატურით მიღება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა კრედიტორთა მოთხოვნები ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაზუსტებული. მეტიც, გადახდისუუნარობის საქმეში საერთოდ არ დევს მასალები აუქციონის შესახებ, 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთან, არცერთ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველს არ მიუწოდებია ინფორმაცია სასამართლოსა და კრედიტორებისათვის სადავო გარიგების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2010 წლის 2 ივნისის გარიგება დადებულია სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორთა ინტერესების იგნორირებით და კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რადგან სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემა განხორციელდა მხოლოდ ერთ კრედიტორზე, სხვებისათვის შეუტყობინებლად და ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე არც საქმის განმხილველ სასამართლოს მიუღია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე საქართველოს ე---------ის და მ--------ი განვითარების სა---------ოს წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი. სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა 2002 წელს, 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორთა მოთხოვნები და ამავე დროს განისაზღვრა მოთხოვნათა რიგები, 2014 წლის 17 აპრილს სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრედიტორთა ნაწილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე, რათა სამეურვეო ქონება გაყიდულიყო აუქციონის გზით, თუმცა 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების არსებობის გამო ეს პროცედურა ვერ დაიწყო. დღეისათვის სადავო ქონება კვლავ ირიცხება სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ საკუთრებად, რის გამოც არ არის დაკმაყოფილებული არცერთი კრედიტორის მოთხოვნა, მათ შორის არც სსიპ შ--------–--ის სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრის (კრედიტორს). ახალი მესაკუთრის რეგისტრაცია კი ვერ განხორციელდა ქონებაზე არსებული ყადაღის გამო. შესაბამისად, მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესია, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ, სადავო ქონების რეალიზაციის გზით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც შეესაბამება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაა 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალებიდან იკვეთება, კრედიტორებმა მხოლოდ 2014 წლის 04 აპრილს გაიგეს სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხეებს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ფ-------ა სა---------ოს შ--------–--ის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელეებისთვისაც. სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან ვარაუდი იმისა, რომ აუქციონის გამოცხადების შემდეგ ქონება ნატურით გადაეცემოდა ერთ-ერთ კრედიტორს, შესაძლებელია არ ჰქონოდათ მოსარჩელეებს, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა ისინი იმყოფებოდნენ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა დასრულებული არ არის.

 

7. საპროცესო ხარჯები:

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის „უ“ პუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა საქმეზე;

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს გადავადებული ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მათი სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, ხოლო ფ-------ა სა---------ოს შ--------–--ის სამსახური და საქართველოს ე---------ის და მ--------ი განვითარების სა---------ო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 247-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ კრდიტორ-პენსიონერების ვე----- მე–---–---ის, გ-----–ა ჭა-------ძის, ტ------ა გუ------ძის, მ---- გოგიტიძის, ლ--–- ჯა-----–-ას, მ-----–ი შა-–--------ის, ლ---–- ე-----–-ძის, მა-----–---ა ხუ----ის, მ--–--ია გო------ის და სს „სი-–---------------იას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 2 ივნისს სსიპ შ--------–--ის სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს), საქართველოს ე---------ური განვითარების სა---------ოს (ქონების მიმღებს) და სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სს „კ---–-----ი აბ---–---ის“ ქონების ( გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880 კვ.მ (საკადასტრო კოდით 0------------------) კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ე---------ური გავითარების სა---------ოსათვის გადაცემის თაობაზე.

3. მხარეები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე