განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/164-18წ. 21 მაისი, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------- ა---–---–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - შ----- ზ---------; - საქართველოს მოქალაქე, დაბ; 1--- წლის 2------------ ა------–-, პ/ნ 0---------- მცხ.ა------- რაიონი სოფელი ძ---–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 16 საათზე ა------- რაიონის სოფელ ზ---–- თავისივე საცხოვრებელ სახლში ძ----- ზ---------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას ა---------– ზ---------ს. კერძოდ, მან ერთხელ ხელი დაარტყა შუბლის მარჯვენა მხარეს, რის შედეგადაც ა---------– ზ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი;
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა შ----- ზ---------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, დაზარალებულ ა---------– ზ---------- გამოკითხვა; მოწმე დ------- ზ---------- გამოკითხვა ; მოწმე ნ----–--- ქ-----–---–-- გამოკითხვა; ბრალდებულ შ----- ზ---------- გამოკითხვა ; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ა---------– ზ---------- მიმართ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შ----- ზ---------- მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე გახადეს უდაოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა შ----- ზ---------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
შ----- ზ---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია. ისინი განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, შ----- ზ---------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძ---–- მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დაზარალებულის ა---------– ზ---------- ტანსაცმელი: ერთი ცალი მამაკაცის მოკლე სახელოებიანი ხალათი, მომწვანო ფერის „მილერის „ ფირმის , მკერდზე ორივე მხარეს თითო ჯიბით, რომლებიც იკვრება ღილებით და ღილებისავე შესაკრავებით , ხალათის მარცხენა სახელოზე და მარჯვენა წინამხარის ჯიბესთან მოწიტალო ფერის ლაქებით და ერთი ცალი მოკლესახელოებიანი დამცავი ფერის მაისური, რომელიც ყელთან არის გახეული და შეიმჩნევა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც ინახება შსს ა------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ა---------– ზ---------ს.
- დაზარალებული ა---------– ზ----------აგან აღებული სისხლის ნიმუში რომელიც ინახება შსს ა------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- ზ--------- (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 წელი.
2. შ----- ზ---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 მარტიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით.
- გირაოს შემტანს მ------ ზ---------ს (პ/ნ 0----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,ს----------–---------’’ ბანკის კოდი B-------; მიმღები ანგარიშის ნომერი G----------------------.-ზე 2018 წლის 24 მარტს შეტანილი თანხა 5000 ლარი.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
დაზარალებულის ა---------– ზ---------- ტანსაცმელი: ერთი ცალი მამაკაცის მოკლე სახელოებიანი ხალათი, მომწვანო ფერის „მილერის „ ფირმის , მკერდზე ორივე მხარეს თითო ჯიბით, რომლებიც იკვრება ღილებით და ღილებისავე შესაკრავებით, ხალათის მარცხენა სახელოზე და მარჯვენა წინამხარის ჯიბესთან მოწიტალო ფერის ლაქებით და ერთი ცალი მოკლესახელოებიანი დამცავი ფერის მაისური, რომელიც ყელთან არის გახეული და შეიმჩნევა მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც ინახება შსს ა------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ა---------– ზ---------ს.
- დაზარალებული ა---------– ზ----------აგან აღებული სისხლის ნიმუში რომელიც ინახება შსს ა------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი