გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 421210018002397263
N2/65-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.05.2018 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - ს.ს. ,, ფი--------------------ლო’’.
წარმომადგენელი - მა-- მე------–-ილი, რა----- ზუ-----–-ილი.
მოპასუხე - ივ--- პა--–--ლი.
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
სხდომის სახე: ზეპირი განხილვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ივ--- პა--–--ლს მოსარჩელე - ს.ს. ,, ფი--------------------ლო’'-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2 811.06 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე - ს.ს. ,, ფი--------------------ლო’'-სა და მოპასუხე -ივ--- პა--–--ლს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს დაიდო N175782.1500.001 სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა სესხი 2500 ლარი, 23.12.2016 -დან 23.08.2017 - მდე ვადით, ანუ 243 დღით. სესხის სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთია 41.95% -ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10.00 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელემ 2017 წლის 07 დეკემბერს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამარტივებული წარმოების ფარგლებში, უზრუნველყოფის მიზნით ყარაღა დაედო ივ--- პა--–--ლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ყვარლის რაიონი სოფელი მთ------ი. ვინაიდან გამარტივებული წესით საქმის წარმოებისას ივ--- პა--–--ლის მიერ მოხდა მთელ თანხაზე პროტესტის წარდგენა, აღნიშნული გამარტივებული წარმობით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის საფუძველი გახდა.
მსესხებელს გადახდილი აქვს დავალიანება 1291.00 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 462.28 ლარი, სარგებელი -612.01 ლარი და პირგასამტეხლო 216.71 ლარი.
საბოლოოდ მოპასუხეს აქვს მოსარჩელის ვალი 2811.06 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 2037.72 ლარი, სარგებელი - 43.88 ლარი, პირგასამტეხლო - 729.46 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ძირი თანხის ნაწილში სცნო, მაგრამ არ სცნო პირგასამტეხლოს ნაწილში და განმარტა, რომ იგი არის უკიდურესად გაჭირვებული, ამ პარიოდში დაკარგა ძმა და მამა და არ აქვს საშუალება ვალის გადაიხადოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.მოსარჩელე - ს.ს. ,, ფი--------------------ლო’'-სა და მოპასუხე -ივ--- პა--–--ლს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს დაიდო N175782.1500.001 სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს გადაეცა სესხი 2500 ლარი, 23.12.2016 -დან 23.08.2017 - მდე ვადით, ანუ 243 დღით. სესხის სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთია 41.95% -ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10.00 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელემ 2017 წლის 07 დეკემბერს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამარტივებული წარმოების ფარგლებში, უზრუნველყოფის მიზნით ყარაღა დაედო ივ--- პა--–--ლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ყვარლის რაიონი სოფელი მთ------ი. ვინაიდან გამარტივებული წესით საქმის წარმოებისას ივ--- პა--–--ლის მიერ მოხდა მთელ თანხაზე პროტესტის წარდგენა, აღნიშნული გამარტივებული წარმობით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის საფუძველი გახდა.
3.2. მსესხებელს გადახდილი აქვს დავალიანება 1291.00 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 462.28 ლარი, სარგებელი -612.01 ლარი და პირგასამტეხლო 216.71 ლარი.
3.3. მოპასუხე ინფორმირებულია დავალიანების შესახებ.
3.4. მოპასუხეს აქვს მოსარჩელის ვალი 2811.06 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 2037.72 ლარი, სარგებელი - 43.88 ლარი, პირგასამტეხლო - 729.46 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი;
- სესხის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულებები მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარა ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელ მოპასუხეს პირგასამტეხლო დარიცხული ჰქონდა 729.46 ლარის ოდენობით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 364.73 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს დავის განხილვისთვის სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი აქვს სახ. ბაჟი 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ივ--- პა--–--ლს ( 4----------) დაეკისროს მოსარჩელე ს.ს. ,, ფი--------------------ლო’’.-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2446.33 ლარი ( ორიათას ოთხას ორმოცდაექვსი ლარი და 33 თეთრი), საიდანაც ძირი თანხაა 2037.72 (ორიათას ოცდაჩვიდმეტი ლარი და 72 თეთრი) ლარი, სარგებელი 43. 88 (ორმოვდასამი ლარი და 88 თეთრი), პირგასამტეხლო 364.73 (სამას სამოცდაოთხი ლარი და 73 თეთრი) ლარი.
3. მოსარჩელე ს.ს. ,, ფი--------------------ლო’’.-ს (ს/კ 2--------) უარი ეთქვას პირგასამტეხლოს 364.73 (სამას სამოცდაოთხი ლარი და 73 თეთრი) ლარის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო
4. .მოპასუხე ივ--- პა--–--ლს ( 4----------) დაეკისროს მოსარჩელე ს.ს. ,, ფი--------------------ლო’’.-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 5, 47 (ხუთი ლარი და 47 თეთრი) ლარის ანაზღაურება, ასევე დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯები 86.50 (ოთხმოცდაექვსი ლარი და 50 თეთრი) და სარჩელის უზრუნველყოფის ხარჯი 50 ( ორმოცდაათი ლარი) ლრი.
5. . მოსარჩელე ს.ს. ,, ფი--------------------ლო’’.-ს (ს/კ 2--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5. 47 (ხუთი ლარი და 47 თეთრი) ლარი დარჩეს ხაზინაში გადახდილად.
6. მოსარჩელე ს.ს. ,, ფი--------------------ლო’’.-ს (ს/კ 2--------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 36.69 ( ოცდათექვსმეტი ლარი და 69 თეთრი) ლარი და ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი ლარი) ლარი დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან (საგადასახადო დავალება N63576262, გადახდის თარიღი - 2018 წლის 22 იანვარი, სახაზინო კოდი N3005031500
7. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე