გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2018
საქმის ნომერი
140310018002375068
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002375068

საქმე № 3/68-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელეები: ს---–---- და ჟ--–---- ბ---–----–---–ები

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-

 

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: უ-- მ-----------–-–---–-

 

მესამე პირები: მ---, გ------- და ხ------- ბ---–----–---–ები

წარმომადგენლები: ი----------–---–ი და ე-–---- პ---–--–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, მ------–---- ბ---–----–---–ის (პირ. № 2----------) საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 2 დეკემბრის № 882016830977-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (მოსარჩელეებმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტეს ეს მოთხოვნა).

 

1.2. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–---- (პირ. № 2----------), მ--- (პირ. № 5----------) და გ------- (პირ. № 5----------) ბ---–----–---–ების საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის განცხადებაზე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 6 თებერვლის № 892017197536-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.3. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 მარტის № 892017197536-12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.4. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ების საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 მარტის № 892018156174-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.5. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის № 152858 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.6. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ების საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ს---–---- ბ---–----–---–ის წილის 3/6-ით, ჟ--–---- ბ---–----–---–ის (პირ. № 5----------) წილის 1/6-ით, მ--- ბ---–----–---–ის წილის 1/6-ით და ხ------- ბ---–----–---–ის წილის 1/6-ით განსაზღვრის დავალდებულება.

 

სარჩელის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4706 მ2 მიწის ნაკვეთი 2012 წლის 24 აგვისტოს № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა ს---–---- და ჟ--–---- ბ---–----–---–ების კომლის ერთ-ერთ წევრზე მ------–---- ბ---–----–---–ზე (პირ. № 2----------); 2016 წლის 2 დეკემბერს, კომლის სხვა წევრის - მ--- ბ---–----–---–ის განცხადების საფუძველზე, ცვლილება შევიდა რეგისტრირებულ მონაცემებში და უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად თანაბარ წილში აღირიცხნენ ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ები (მ------–---- ბ---–----–---–ი გარდაიცვალა). მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს ამ ქონებაზე წილების სხვაგვარად განსაზღვრა-რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ უარი ეთქვათ; მათი ოჯახი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიის კომლს; კომლში სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, რის გამოც მის წევრებზე წილები უნდა განსაზღვრულიყო სარჩელით მოთხოვნილ ფარგლებში.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა - მ--- და გ------- ბ---–----–---–ებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე 3 თანამესაკუთრე განისაზღვრა 2007 წლის მონაცემებით კომლში რეგისტრირებულ პირთა მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, და მ--- და გ------- ბ---–----–---–ებს, ს---–---- ბგლარაშვილთან ერთად, ეკუთვნით თანაბარი წილი.

 

მ--- ბ---–----–---–ის მითითებით, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მხარეთა შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა საზიარო უფლების გაუქმების შესახებ და ს---–---- ბ---–----–---–მა გაცილებით ადრე იცოდა სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერის შესახებ.

 

მესამე პირმა - ხ------- ბ---–----–---–მა (პირ. № 4----------) სარჩელი მთლიანად სცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კასპის რაიონის სოფელ დ----ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ნ------- ს---–------ის ძე ბ---–----–---–ი (პირ. № 2----------); კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ------–---- (ცოლი), ხ-------, ჟ--–----, ს---–---- (შვილები), მ--- ს---–----ს ასული და გ------- ს---–----ს ძე (შვილიშვილები) ბ---–----–---–ები; 1986-1988 წლების ჩანაწერებით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 45 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1986-1988 წლების ჩანაწერებით 0,36 ჰა მიწის ფართობი; 1996-2006 წლის ჩანაწერებით, კომლის უფროსად ჩაწერილია ნ------- ს---–------ის ძე ბ---–----–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ------–---- (ცოლი), ს---–---- (შვილი), მ--- ს---–----ს ასული და გ------- ს---–----ს ძე (შვილიშვილები) ბ---–----–---–ები; კომლს 1996-2000 წლების ჩანაწრებით პირად საკუთრებაში ერიცხება 45 მ2 საცხოვრებელი სახლი; მიწის ფართობი მითითებული არ არის; სოფელ დ----ის მიწის ნაკვეთების განაწილების 1992 წლის სიით ნ------- ბ---–----–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 1,00 ჰა მიწის ფართობი (დოკუმენტი არის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე);

 

დ----ის საკრებულოს საზღვრებში შემავალი სოფლების მოსახლეობის მიწის ნაკვეთების გადასახდების გადამხდელთა სიით (სია დათარიღებული არ არის) ნ------- ბ---–----–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,57 ჰა მიწის ფართობი (ჩანაწერი მიწის ფართობის შესახებ გაკეთებულია ფანქრით);

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2017 წლის 28 დეკემბრის № 39/208686 მიმართვა, 2017 წლის 12 ოქტომბრის № AA2017036217-03 საარქივო ცნობა.

 

3.2.2. ნ------- ბ---–----–---–ი ოჯახი მიეკუთვნებოდა მუშა-მოსამსახურის საზოგადოებრივ ჯგუფს;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2018 წლის 21 თებერვლის № AA2018003648-03 საარქივო ცნობა.

 

3.2.3. ნ------- და მ------–---- ბ---–----–---–ები რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 1967 წლის 21 დეკემბერს; ს---–----, ჟ--–---- და ხ------- ბ---–----–---–ები არიან დედმამიშვილები და ნ------- და მ------–---- ბ---–----–---–ების შვილები;

 

მტკიცებულება: ქორწინებისა და დაბადების მოწმობები.

 

3.2.4. ნ------- ბ---–----–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 21 მაისს, ხოლო მ------–---- ბ---–----–---–ი - 2014 წლის 4 ნოემბერს;

 

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობები.

 

3.2.5. ნ------- და მ------–---- ბ---–----–---–ების დანაშთი სამკვიდრო მიიღო ს---–---- ბ---–----–---–მა;

 

მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობები.

 

3.2.6. ჟ--–---- და ხ------- ბ---–----–---–ების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, მათ მამის - ნ------- ბ---–----–---–ის სამკვიდრო არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და არც ფაქტობრივი დაუფლებით მიუღიათ;

 

მტკიცებულება: 2017 წლის 25 და 26 ოქტომბრის განცხადებები.

 

3.2.7. ჟ--–---- ბ---–----–---–ი რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდა 1991 წლის 12 ნოემბერს, ხოლო ხ------- ბ---–----–---–ი - 1996 წლის 10 ივნისს;

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობები.

 

3.2.8. მ--- და გ------- ბ---–----–---–ები არიან ს---–---- ბ---–----–---–ისა და ი----------–---–ის (ბ---–----–---–ის) შვილები; მ--- დაიბადა 1993 წლის 13 მარტს, გ------- - 1994 წლის 6 ივლისს;

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობები.

 

3.2.9. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში ,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის № 231 დადგენილების საფუძველზე (ძალადაკარგულია 2016 წლის 31 ივლისიდან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის № 357 დადგენილებით) მ------–---- ბ---–----–---–ზე 2012 წლის 24 აგვისტოს № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა 4706 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.10. მ--- ბ---–----–---–ის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ------–---- ბ---–----–---–ის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და მითითებული მიწის ნაკვეთი (აგრეთვე შენობა-ნაგებობა) აღირიცხა 3 პირზე თანაბარი წილობრივი მონაცემებით: ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ებზე.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 2 დეკემბრის № 882016830977-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.11. მითითებული ცვლილების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანება, რომლის თანახმადაც კომლის უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა. ბ---–----–---–ების კომლი ბოლო მდგომარეობით შედგებოდა სწორედ ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ებისაგან;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 2 დეკემბრის № 882016830977-03, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის № 152858 გადაწყვეტილებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები, რამდენადაც დადგენილია, რომ მხარეებს შორის სადავოა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებისა და მისი მოცულობის ფარგლები, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასრულყოფილად და არასრულად მოხდა, და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და ამის შემდეგ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949 დადგენილება, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ბ---–----–---–ების კომლი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიის საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელშიც 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ნ------- ს---–------ის ძე ბ---–----–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ------–---- (ცოლი), ხ-------, ჟ--–----, ს---–---- (შვილები), მ--- და გ------- (შვილიშვილები) ბ---–----–---–ები; 1986-1988 წლების ჩანაწერებით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 45 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1986-1988 წლების ჩანაწერებით 0,36 ჰა მიწის ფართობი.

 

აღნიშნული ქონება 2012 წლის 24 აგვისტოს მთლიანად აღირიცხა მ------–---- ბ---–----–---–ის სახელზე; ეს რეგისტრაცია მოსარჩელეთა მხრიდან სადავოდ გამხდარი არ არის.

 

საჯარო რეესტრმა მითითებულ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება განახორციელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანების მიხედვით, და ამ ქონების თანამესაკუთრეებად მიიჩნია 1996-2006 წლების, ანუ ბოლო მონაცემების ჩანაწერებით კომლში მითითებული პირებიდან (ნ-------, მ------–----, ს---–----, მ--- და გ-------) ცოცხლად მყოფი პირები - ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ები;

 

მიუხედავად იმისა, რომ ნ------- და მ------–---- ბ---–----–---–ების დანაშთი სამკვიდრო მიღებული ჰქონდა ს---–---- ბ---–----–---–ს, წილების განსაზღვრისას არ გაითვალისწინა იმის გამო, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნება მისი ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.

 

როგორც აღინიშნა, ბ---–----–---–ების კომლი წარმოადგენდა არა საკოლმეურნეო, არამედ მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლს.

 

საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობის კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

კანონმდებლობით კომლის წევრთა საერთო ქონებად ჩაითვალა საკოლმეურნეო კომლის და არა მუშა-მოსამსახურის კომლის ქონება.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ კომლი არის სოფლად მცხოვრები ოჯახი, რომელიც ეწევა საკომლო მეურნეობას. აღნიშნული კანონის 4.4 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობად მიჩნევისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობაზე საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს.

 

ამასთან, ამავე კანონის 4.5 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობა ითვალისწინებს რეგისტრაციას საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). მითითებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, საკომლო მეურნეობის ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებად მიჩნევისათვის თითოეული მათგანი საადგილმამულო წიგნში უნდა იყოს საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ რეგისტრირებული (იხ. სუს 2014 წლის 20 მაისის №ბს-521-503(კ-13) განჩინება).

 

ბ---–----–---–ების კომლი არ განეკუთვნებოდა არც ამ კანონით რეგულირებულ საადგილმამულო კომლს.

 

საკომლო მეურნეობა, საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ფერმერულ მეურნეობას და მის ძირითად დანიშნულებას შეადგენს არა დამხმარე მეურნეობის, არამედ მთლიანად სასოფლო-სამეურნეო წარმოების წარმართვა. ფერმერული მეურნეობა, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” 22.03.96წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეიძლება, არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით.

 

საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რესეტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 14.06.2000 წელს. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

 

აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, ჩაითვალოს, რომ ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ.

 

აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (იხ. სუს 2009 წლის 23 აპრილის № ბს-1395-1353(კ-08) განჩინება).

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბ---–----–---–ების ოჯახი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლს და არ იყო არც საკოლმეურნეო, არც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საადგილმამულო (გლეხური, ფერმერული) კომლი, მის ქონებაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების რეჟიმი გავრცელებული ვერ იქნება.

 

ამგვარი რეჟიმი უნდა გავრცელდეს მხოლოდ საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე და ისიც 1993 წლამდე - კოლმეურნეობების გაუქმების მომენტში არსებული მდგომარეობით, ასევე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საადგილმამულო (გლეხურ, ფერმერულ) კომლზე, რაზეც მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მუშა-მოსამსახურის კომლში ოჯახის წევრის რეგისტრაცია იმთავითვე არ ნიშნავს, რომ მას გააჩნია თანასაკუთრების უფლება ოჯახის ქონებაზე.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანებით) მე-11 მუხლის 1-ლი და მე-4 ქვეპუნქტების თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი).

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანების მე-11 მუხლი არ აკეთებს განსხვავებას ,,კომლის” ცნებაში, კერძოდ რომელი კომლები მოიაზრება ამ სიტყვაში - საკოლმეურნეო, მუშა-მოსამსახურის თუ საადგილმამულო კომლი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ უძრავ ქონებაზე არასწორად მოხდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის დებულებათა გავრცელება, რამაც მასზე უფლებამოსილ პირთა წრისა და მათი უფლების ფარგლების არასწორი განსაზღვრა გამოიწვია.

 

აქედან გამომდინარე, 2016 წლის 2 დეკემბრის რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონს;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს სადავო ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებამდე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებული წარმოებისას უნდა გამოეკვლიათ: 1. მუშა-მოსამსახურის საზოგადოებრივ ჯგუფს განეკუთვნებოდა ბ---–----–---–ების ოჯახი, საკოლმეურნეო თუ საადგილმამულო კომლს; 2. ხომ არ იყო ეს ქონება მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა თანასაკუთრება; 3. ვინ წარმოადგენდა ამ ქონებაზე უფლებამოსილ პირებს; 4. კომლში რეგისტრაცია იმთავითვე წარმოშობდა თუ არა საკუთრების უფლებას კომლის ქონებაზე; 5. რა მოცულობით გააჩნდათ ამ პირებს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე; 6. ვინ უნდა ჩაითვალონ მამკვიდრებლებად ამ ქონებაზე და როდის გაიხსნა სამკვიდრო; 7. ვინ მიიღო სამკვიდრო (მემკვიდრეთა წრე) და რა ფარგლებში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით;

 

ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასება მიეცა მისთვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ს---–---- და ჟ--–---- ბ---–----–---–ებთან მიმართებაში.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა ან მესამე პირთა წილების განსაზღვრა. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს ზემოთ მითითებული გარემოებები და, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნული დავალების ფარგლებს განსაზღვრავს სასამართლოში აღძრული სარჩელის მოცულობისა და ფარგლების გათვალისწინებით; ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით” განსაზღვრული დებულებებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

საქმის მასალებით არ დგინდება, თუ როდის ჩაბარდა ს---–---- და ჟ--–---- ბ---–----–---–ებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

აქედან გამომდინარე, მ--- ბ---–----–---–ის პოზიცია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, გაზიარებული ვერ იქნება.

 

მოსარჩელეები ითხოვენ მოპასუხისათვის წილების განსხვავებულად განსსაზღვრა-რეგისტრაციის დავალდებულებას.

 

იმის გამო, რომ მითითებული საკითხის გარკვევა ისედაც ევალება საჯარო რეესტრის სამსახურს, ამ ეტაპზე მათი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო დაადგენს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას ამ სადავო ქონებაზე, იგი ისედაც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ექნებათ სასამართლოში დავის გაგრძელების უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

 

იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი, თუმცა იმის გამო, რომ იგი არ შუამდგომლობს ამ ხარჯის ანაზღაურებაზე, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამის შესახებ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ს---–---- და ჟ--–---- ბ---–----–---–ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, მ------–---- ბ---–----–---–ის საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 2 დეკემბრის № 882016830977-03 გადაწყვეტილება;

 

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ების საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის განცხადებაზე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 6 თებერვლის № 892017197536-08 გადაწყვეტილება;

 

1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 მარტის № 892017197536-12 გადაწყვეტილება;

 

1.4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ების საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 მარტის № 892018156174-03 გადაწყვეტილება;

 

1.5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის № 152858 გადაწყვეტილება;

 

1.6. ს---–---- ბ---–----–---–ისა და ჟ--–---- ბ---–----–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე, ს---–----, მ--- და გ------- ბ---–----–---–ების საკუთრებაში № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ს---–---- ბ---–----–---–ის წილის 3/6-ით, ჟ--–---- ბ---–----–---–ის წილის 1/6-ით, მ--- ბ---–----–---–ის წილის 1/6-ით და ხ------- ბ---–----–---–ის წილის 1/6-ით განსაზღვრის დავალდებულების შესახებ ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალოს, მ--- და ს---–---- ბ---–----–---–ების მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს მითითებულ სადავო უძრავ ქონებაზე ამ პირთა (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, კერძოდ: 1. მუშა-მოსამსახურის საზოგადოებრივ ჯგუფს განეკუთვნებოდა ბ---–----–---–ების ოჯახი, საკოლმეურნეო თუ საადგილმამულო კომლს; 2. ხომ არ იყო ეს ქონება მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა თანასაკუთრება; 3. ვინ წარმოადგენდა ამ ქონებაზე უფლებამოსილ პირებს; 4. კომლში რეგისტრაცია იმთავითვე წარმოშობდა თუ არა საკუთრების უფლებას კომლის ქონებაზე; 5. რა მოცულობით გააჩნდათ ამ პირებს საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე; 6. ვინ უნდა ჩაითვალონ მამკვიდრებლებად ამ ქონებაზე და როდის გაიხსნა სამკვიდრო; 7. ვინ მიიღო სამკვიდრო (მემკვიდრეთა წრე) და რა ფარგლებში.

 

3. ს---–---- ბ---–----–---–ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი