განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002434840
# 1/39-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-----ი ორ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ვა–- გუ-----ის ძე აღ--------–--ე (დაბადებული 198- წლის 0- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ახალქალაქი, აღ--–-----–ის კორპ. 1-, ბინა #-);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
ბრალდებული: ოგ---- მა----------ის ძე მა-------ი (დაბადებული 197- წლის 2- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ახალქალაქი, თუ------ის ქუჩა #2-);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
ბრალდებული: მა---------- არ-----–ის ძე მე----------ი (დაბადებული 199- წლის 1- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ახალქალაქი, რუ-------–ის ქუჩა #-);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
ბრალდებულების ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის ადვოკატი: კა------ ას-----ე
თარჯიმანი - გალ-------- გავ----–-–---–ი
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულის ვა–- აღ--------–--ის, ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 10 აპრილს, 1-;19 საათზე, ქ.ახალქალაქში, რუ-------–ის ქუჩა #5--ში მდებარე შპს „პ---ს“ აფთიაქის წინ, ვა–- აღ--------–--ემ, ოგ---- მა-------მა და მა---------- მე----------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით სცემეს არ---– კა--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ეი. ვა–- აღ--------–--ეს, ოგ---- მა-------სა და მა---------- მე----------ს ბრალები ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქ. სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: არ---– კა--------ის, არ--- ჩო-–-----ის, ალ---- კი----------ის, გე-----ი მა-------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ---– კა--------ის მიმართ, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქ. სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2.3. ვა–- აღ--------–--ე, ოგ---- მა-------ი და მა---------- მე----------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებენ და ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ. სასამართლოს სთხოვენ, რომ მათ მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი და ლმობიერი სასჯელი.
2.4. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.
2.5. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ყველაზე მინიმალური სასჯელის შეფარდება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულებიც.
2.6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ე.ი. ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქ. სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მოინანიეს.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა–- აღ--------–--ის, ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვა–- აღ--------–--ის, ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის ბრალეულობას.
3.2. 2018 წლის 10 აპრილს, 1-;19 საათზე, ქ.ახალქალაქში, რუ-------–ის ქუჩა #5--ში მდებარე შპს „პ---ს“ აფთიაქის წინ, ვა–- აღ--------–--ემ, ოგ---- მა-------მა და მა---------- მე----------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით სცემეს არ---– კა--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ეი. ვა–- აღ--------–--ეს, ოგ---- მა-------სა და მა---------- მე----------ს ბრალები ედებათ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქ. სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ვა–- აღ--------–--ემ, ოგ---- მა-------მა და მა---------- მე----------მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო ვა–- აღ--------–--ის, ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც, წარსული ცხოვრება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის
სანქცია ითვალისწინებს - ჯარიმიას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
ვა–- აღ--------–--ს, ოგ---- მა-------სა და მა---------- მე----------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მათთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი. ასევე ვერ იქნება გამოყენებული გამასწორებელი სამუშაო, რადგან ბრალდებულებს არა აქვთ სამსახური.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა–- აღ--------–--ის, ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოთ საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში ჯარიმა 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო თვლის რომ შესაძლებელია ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება. ბრალდებულების პიროვნების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა–- აღ--------–--ის, ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მათთვის სხვა სახის სასჯელის დანიშვნა ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
ვა–- აღ--------–--ის, ოგ---- მა-------ისა და მა---------- მე----------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 27--ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა–- აღ--------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ----აზღვროს ჯარიმა 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ვა–- აღ--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ შესვლიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
3. ოგ---- მა-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ----აზღვროს ჯარიმა 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
4. ოგ---- მა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ შესვლიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
5. მა---------- მე----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ----აზღვროს ჯარიმა 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
6. მა---------- მე----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ შესვლიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
8. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე