განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
340100118002399418
დავის ტიპი
126 1
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340100118002399418

საქმე №1/94-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ივნისი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - ზუ---------–-–---–ის

ადვოკატ - სი----------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ზუ---------–-–---–ი

მამის სახელი: ნუ-------

დაბადებული: 19---–-–---------------–ს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი ს------–--–--–---

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი ს------–--–--–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ზუ---------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 თებერვალს ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---ში ზუ---------–-–---–მა თავის არეში ფეხებისა და მუშტების დარტყმით სცემა ბა------------------–---–ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზურაბი კევლიშვილს 2018 წლის 28 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 20 თებერვალს ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---ში ზუ---------–-–---–მა თავის არეში ფეხებისა და მუშტების დარტყმით სცემა ბა------------------–---–ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ბა------------------–---–ის, ნუ-----------–-–---–-ს, გე-–-------–---–ის, დი-------------------–---–ის, ოთ--------–-–---–ის, ლე--------–-–---–ის, ბრალდებულ ზუ---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბა------------------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---------–-–---–მა თავის არეში ფეხებისა და მუშტების დარტყმით სცემა ბა------------------–---–ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ზუ---------–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - ჯოხის მრავალჯერადი დარტყმა თავის და ტანის არეში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზუ---------–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუ---------–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ზუ---------–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზუ---------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზუ---------–-–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ზუ---------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც ბრალდებულის მიმართ პრეტენზია გააჩნია.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, ამიტომ მის მიმართ სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუ---------–-–---–ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

ზუ---------–-–---–ის ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით ყადაღა დაედო გე-–-------–---–ის (პირადი N4----------), გი--------------–---–ის (პ/ნ 4----------), ირ--------–---–ის (პ/ნ 4----------), ჟუ–----------–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---ში, საკადასტრო კოდი №5-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1946.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3150 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუ---------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, ზუ---------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

მსჯავრდებული ზუ---------–-–---–ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ივნისის 12:45 საათიდან.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ზუ---------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გე-–-------–---–ის (პირადი N4----------), გი--------------–---–ის (პ/ნ 4----------), ირ--------–---–ის (პ/ნ 4----------), ჟუ–----------–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---ში, საკადასტრო კოდი №5-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1946.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 3150 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი