განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
050100118002342214
დავის ტიპი
126 1
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 05--------------14

საქმე N 1----18

განაჩენი

საქართველოს სახელით

0--06.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნ------------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: გ--------------–--ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N05--------02

ბრალდებული: მ----------–-------ე

მამის სახელი: ე-----–ე

დაბადებული: 2--03.19-- წელი

პირადი ნომერი: 2--------08

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, სოფელი ლ--ა

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1--, 126–ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახური დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 20-- წელს, მ----------–-------ემ ცოლად შეირთო ს--------–-----–--ა, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2016-20-- წლებში, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, ასევე სისტემატურად ცემდა, რითაც აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 20-- წლის ოქტომბერში, ზუსტი რიცხვი უცნობია, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--აში, სახლში ყოფნისას, მ----------–-------ემ, მეუღლ-- ს--------–-----–--ას, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის და ზურგის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ასევე 20-- წლის 1 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--აში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ----------–-------ემ, მეუღლ-- ს--------–-----–--ას, სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური ტკივილი მიაყენა ხელის სახეში რამდენჯერმე დარტყმით, შემდეგ კი ყელის არეში მოჭერით. ს--------–-----–--ა მ----------–-------ისგან განხორციელებული აღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცდიდა, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ტანჯვას.

 

1.2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ მ----------–-------ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1--, 126–ე მუხლის 12 ნაწილით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ----------–-------ე სისტემატურად შეურაცხყოფდა ს--------–-----–--ას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------–-------ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1--, 126–ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

2.1. მ----------–-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

ბრალდებულმა მ----------–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლისათვის, ს--------–-----–--ასთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მ----------–-------ემ დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ არაერთხელ ქონდა ადგილი მეუღლეებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ს--------–-----–--ას.

 

დაზარალებულმა ს--------–-----–--ამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 20-- წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ----------–-------ესთან. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მუშაობა დაიწყო გ------ში, ხოლო მ----------–-------ე არ მუშაობდა და თხოვდა ფულის გაგზავნას. ს--------–-----–-ს ჩვენებით, მ----------–-------ე, 2016-20-- წლებში შეურაცხყოფდა და ცემდა, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას. მისივე ჩვენებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ასევე შეესწრო მისი მეგობარი თ---------------–---–ი, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა მათთან. მისი ჩვენებით, 20-- წლის დეკემბერში, მ----------–-------ე მივიდა მასთან სამსახურში და თხოვდა 100 ლარს. როდესაც უარი მიიღო დაუწყო გინება. აღნიშნულის გამო ისესხა, მისი მეგობრისგან, თ---------------–---–ისგან 100 ლარი და მისცა მერაბს. ს--------–-----–--ამ მიუთითა, რომ 20-- წლის 1 იანვარს, მ----------–-------ემ მიაყენა შეურაცხყოფა, დახრჩობით ემუქრებოდა და ხელით შეეხო, რის გამოც გამოიძახა პოლიცია. მისი ჩვენებით, მ----------–-------ე ფიზიკურთან ერთად ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორც სახლში, ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოში, რის გამოც განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. ს--------–-----–--ამ განმარტა, რომ მ----------–-------ე იყო კარგი მამა, რომელსაც უყვარდა თავისი შვილები და ითხოვა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თ---------------–---–მა განმარტა, რომ ს--------–-----–--ასთან ერთად მუშაობს მიმტანად, გ------ში მდებარე კაფე-ბარში. 20-- წლის დეკემბერში, გ------ში, სადაც მუშაობდნენ, მივიდა, ს--------–-----–--ას მეუღლე, მ----------–-------ე და ესმოდა მეუღლეებს შორის ხმამაღალი საუბარი. გაიგონა, რომ მ----------–-------ე თხოვდა ფულს ს--------–-----–--ას. როდესაც შევიდა იმ სამზარეულოში, საიდანაც ისმოდა საუბრის ხმა, დაინახა, რომ მ----------–-------ემ ხელი ჰკრა ს--------–-----–--ას და ასწია ხელი დასარტყამად. მოუწოდა დამშვიდებისკენ და სუსანას მისცა 100 ლარი, რომელიც ს--------–-----–--ამ გადასცა თავის მეუღლეს. მისი ჩვენებით, როდესაც იმყოფებოდა ს--------–-----–--ასთან სტუმრად სახლში, მ----------–-------ემ არაერთხელ შეაგინა ს--------–-----–--ას, რის გამოც წამოვიდნენ მ----------–-------ეს სახლიდან და დაბრუნდნენ გ------ში. ს--------–-----–--ამ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მხოლოდ ორ ფაქტს შეესწრო, როდესაც მ----------–-------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს--------–-----–--ას.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ--–--–--–-----მა, გ----------------მ, ვ-----------------მა, ლ-–---------, ზ--------------მ და გ---------------–---–მა დაადასტურეს, რომ მ----------–-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 7 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N 000-----8 დასკვნით, 0--02.20--წ. 19:56-20:05სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს--------–-----–--ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტმა გ----------------–-–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო აფასებს რა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გამოკვლეულ იქნა მხარეთა მონაწილეობით, განმარტავს, რომ მ----------–-------ის მიერ, ს--------–-----–--ას სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 000-----8 დასკვნით, ს--------–-----–--ას არ აღენიშნებოდა დაზიანების ნიშნები, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულის პოზიციას, რომ მას მ----------–-------ემ სცემა. სასამართლო შენიშნავს, რომ დაზარალებული, წლების განმავლობაში ცემის ფაქტზე საუბრობს ზოგადად და დეტალურად არ აღწერს რა ვითარებაში ქონდა ქმედებების ჩადენას ადგილი. გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულის ოჯახის სხვა წევრების ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ოჯახში ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან, ს--------–-----–--ასთვის სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რადგან დაზარალებულის ჩვენება აღნიშნულ ნაწილში, თანხვედრაში არის მოწმე თ---------------–---–ის ჩვენებასთან, რომელიც უშუალოდ, არაერთხელ შეესწრო, მ----------–-------ის მხრიდან, ს--------–-----–--ას მიმართ, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. ს--------–-----–--ამ მიუთითა სასამართლო სხდომაზე, რომ მ----------–-------ის ქმედებების გამო განიცდიდა ტანჯვას, რადგან თავს შეურაცხყოფილად გრნობდა.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ მ----------–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მ----------–-------ის მიერ, მეუღლის სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------–-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1--, 126–ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით მ----------–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ----------–-------ეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ----------–-------ე თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოსთან, ნასამართლევი არ არის და უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, დაზარალებულის მხრიდან, მ----------–-------ის, როგორც მშობლის, დადებითად დახასიათების ფაქტს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ამდენად, მ----------–-------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ----------–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ----------–-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1--, 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

1.1. მ----------–-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

1.2. მსჯავრდებულ მ----------–-------ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 20-- წლის 4----------–იდან 20-- წლის 5-------მდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და მ----------–-------ე გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

3. გაუქმდეს მსჯავრდებულ მ----------–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მ----------–-------ე დაუყოვნებლივ, გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა