განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
340100118002248996
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002248996

№1/7-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 ივნისი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - გი- ფა----ძის

ადვოკატ - ნი--- გე-–-–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------

 

ბრალდებული: გი- ფა----ძე;

მამის სახელი: გი------;

დაბადებული: 15.10.1----–--–--

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ტექნიკური;

ნასამართლეობა:ნასამართლევი;

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი შ------;

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი შ------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, 111-120-ე მუხლი (2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქციით).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. გი- ფა----ძეს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქციით)

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 04:30 საათზე, გი- ფა----ძემ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ შ------ში თავის საცხოვრებელ სახლში, სახის არეში ხელი მოუჭირა მეუღლეს - მა-- ხა--–--–-ძეს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. გი- ფა----ძეს ბრალი ედება მასში რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.(2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქციით)

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 15:50 საათზე, გი- ფა----ძემ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ შ------ში თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კამათის დროს, სცემა მეუღლეს - მა-- ხა--–--–-ძეს, რა დროსაც სახის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

გი- ფა----ძე დაკავებულ იქნა 2017 წლის 23 ნოემბერს 20:15 საათზე და 2017 წლის 24 ნოემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-120-ე მუხლით. (2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქციით)

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გი- ფა----ძემ განმარტა რომ რომ ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელი შ------ში, ჰერეთის ქ. N 4-, მარტო. მა-- ხა--–--–-ძეს იცნობს 2015-2016 წლებიდან, დაახლოებით 3 წელია, ვინაიდან იგი უვლიდა გი- ფა----ძის დედას. მა-- ხა--–--–-ძესთან ჰქონდა პირადი ურთიერთობა დაახლოებით წელიწადნახევარი. 2017 წლის ივნისში მა-- ხა--–--–-ძემ მიიღო ინფაქტი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოდან დაბრუნების შედეგ იგი მისმა ძმამ და მამიდაშვილმა არ წაიყვანეს თავიანთ სახლში და ამის შემდგომ იგი ცხოვრობდა გი- ფა----ძესთან, მას მოჰქონდა სახლში პროდუქტები, წამლები და იგი უვლიდა მა-- ხა--–--–-ძეს, მაგრამ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონიათ. მა-- ხა--–--–-ძე ალაგებდა და ასუფთავებდა გი- ფა----ძის სახლს. გი- ფა----ძემ განმარტა, რომ იგი გამიზნულად არ აგინებდა მა-- ხა--–--–-ძეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მა-- ხა--–--–-ძე იწყებდა გინებას, ისიც პასუხად უბრუნდებდა გინებას. 2017 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, ფრ------ შუ-----ძე, მა----- გე-–-–--ლი და მა-- ხა--–--–-ძე მივიდნენ გი- ფა----ძესთან. დალიეს. როდესაც გი- ფა----ძე ტანსაცმელს იცვამდა და წასვლას აპირებდა, მა-- ხა--–--–-ძემ დაუწყო წივილი-კივილი, გი- ფა----ძემაც მაღალი ხმით დაუწყო ლაპარაკი. ამის შემდეგ, მა-- ხა--–--–-ძე გაიქცა სახლიდან და დაჯდა გი- ფა----ძის სახლის წინ სკამზე, ამასთან, გი- ფა----ძის სახლში მოსვლისას და სახლიდან წასვლისას გი- ფა----ძეს არ შეუმჩნევია რამე დაზიანება მა-- ხა--–--–-ძის სახეზე და არ იცის მიზეზი რატო განაცხადა ცემის შესახებ. იმ დღეს საერთოდ არ შეხებია მა-- ხა--–--–-ძეს. მას არ დაუნახავს არც სასწრაფოს მანქანა, დაინახა მხოლოდ სკამზე მჯდომი მა-- ხა--–--–-ძე. 23 ნოემბერს გი- ფა----ძემ მა----- გე-–-–--ლსა და ფრ------ შუ-----ძეს უთხრა, რომ მა-- ხა--–--–-ძე ემუქრებოდა, თითის ქნევით ეუბნებოდა ან წავიდოდა საზღვარგარეთ ან არა. გი- ფა----ძის განმარტებით, პოლიციას იმიტომ განუცხადა ცემის შესახებ, არ უნდოდა საზღვარგარეთ წასულიყო იგი სამუშაოდ. გი- ფა----ძემ დილით ნახვის შემდეგ, მა-- ხა--–--–-ძე ნახა პოლიციაში.

 

მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, როგორიცაა მოწმეების ფრ------ შუ-----ძის, მა----- გე-–-–--ლის, თე--------- ღა---–-ძის, დაზარალებულ მა-- ხა--–--–-ძის ჩვენებები, დაზარალებულ მა-- ხა--–--–-ძის სამედიცინო ისტორია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც უდაოდ იქნა ცნობილი და რომლებითაც დადასტურდა, რომ გი- ფა----ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ მან ხელის მოჭერით ტკივილი მიაყენა მასთან მუდმივად მცხოვრებ მა-- ხა--–--–-ძეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრის მიმართ.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გი- ფა----ძემ განმარტა რომ რომ ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელი შ------ში, ჰერეთის N 4-, მარტო. მა-- ხა--–--–-ძეს იცნობს 2015-2016 წლებიდან , დაახლოებით 3 წელია, ვინაიდან იგი უვლიდა გი- ფა----ძის დედას. მა-- ხა--–--–-ძესთან ჰქონდა პირადი ურთიერთობა დაახლოებით წელიწადნახევარი. 2017 წლის ივნისში მა-- ხა--–--–-ძემ მიიღო ინფაქტი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოდან დაბრუნების შედეგ იგი მისმა ძმამ და მამიდაშვილმა არ წაიყვანეს თავიანთ სახლში და ამის შემდგომ იგი ცხოვრობდა გი- ფა----ძესთან, მას მოჰქონდა სახლში პროდუქტები, წამლები და იგი უვლიდა მა-- ხა--–--–-ძეს, მაგრამ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონიათ. მა-- ხა--–--–-ძე ალაგებდა და ასუფთავებდა გი- ფა----ძის სახლს. გი- ფა----ძემ განმარტა, რომ იგი გამიზნულად არ გინებდა მა-- ხა--–--–-ძეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მა-- ხა--–--–-ძე იწყებდა გინებას, ისიც პასუხად უბრუნდებდა გინებას. 2017 წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, ფრ------ შუ-----ძე, მა----- გე-–-–--ლი და მა-- ხა--–--–-ძე მივიდნენ გი- ფა----ძესთან. დალიეს. როდესაც გი- ფა----ძე ტანსაცმელს იცვამდა და წასვლას აპირებდა, მა-- ხა--–--–-ძემ დაუწყო წივილი-კივილი, გი- ფა----ძემაც მაღალი ხმით დაუწყო ლაპარაკი. ამის შემდეგ, მა-- ხა--–--–-ძე გაიქცა სახლიდან და დაჯდა გი- ფა----ძის სახლის წინ სკამზე, ამასთან, გი- ფა----ძის სახლში მოსვლისას და სახლიდან წასვლისას გი- ფა----ძეს არ შეუმჩნევია რამე დაზი-ნება მა-- ხა--–--–-ძის სახეზე და არ იცის მიზეზი რატო განაცხადა ცემის შესახებ. იმ დღეს საერთოდ არ შეხები- მა-- ხა--–--–-ძეს. მას არ დაუნახავს არ სასწრაფოს მანქანა, დაინახა მხოლოდ სკამზე მჯდომი მა-- ხა--–--–-ძე. 23 ნოემბერს გი- ფა----ძემ მა----- გე-–-–--ლსა და ფრ------ შუ-----ძეს უთხრა, რომ მა-- ხა--–--–-ძე ემუქრებოდა, თითის ქნევით ეუბნებოდა ან წავიდოდა საზღვარგარეთ ან არა. გი- ფა----ძის განმარტებით, პოლიციას იმიტომ განუცხადა ცემის შესახებ, არ უნდოდა საზღვარგარეთ წასულიყო იგი სამუშაოდ. გი- ფა----ძემ დილით ნახვის შემდეგ, მა-- ხა--–--–-ძე ნახა პოლიციაში.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, როგორიცაა მოწმეების ფრ------ შუ-----ძის, მა----- გე-–-–--ლის, თე--------- ღა---–-ძის, დაზარალებულ მა-- ხა--–--–-ძის ჩვენებები, დაზარალებულ მა-- ხა--–--–-ძის სამედიცინო ისტორია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც უდაოდ იქნა ცნობილი და რომლებითაც დადასტურდა, რომ გი- ფა----ძემ მა-- ხა--–--–-ძეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრის მიმართ.

 

ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ მა-- ხა--–--–-ძე და ბრალდებული ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტამდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი- ფა----ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქციით) და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.(2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქციით).

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გი- ფა----ძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

გი- ფა----ძის მიმართ უნდა გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი- ფა----ძეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გი- ფა----ძის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. (2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქცია).

სსკ-ის 120 მუხლით გი- ფა----ძის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის გამოყენების მიზანს წარმოადგენს გი- ფა----ძის რესოციალიზაცია. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიომებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, რათა აღიკვეთოს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედება, მისთვის იყოს დამაფიქრებელი და აღდგეს სამართლიანობა.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი- ფა----ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი და მის მიმართ სასჯელად გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა, რათა მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გი- ფა----ძეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი- ფა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი(2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქცია);

 

2. გი- ფა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე. (2017 წლის 23 ნოემბერს მოქმედი რედაქცია);

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა საბოლოო დანიშვნისას, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გი- ფა----ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენს ნაწილობრივ დაემატოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთიდან 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე, მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი ) თვე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გი- ფა----ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი.

 

5. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გი- ფა----ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 23 ნოემბრის 20:15 საათიდან.

 

6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

7. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე