გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2018
საქმის ნომერი
080310016001617891
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#080310016001617891

#3/2177-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

მოსარჩელე - ლ-–- ჯ----–--ე

წარმომადგენელი - ი---- ბ-----–--ე

მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

წარმომადგენელი - ე---------ე ნ-–-----ე

მესამე პირი (მე-16.2 მუხლი) - ნ---- ჯ----–--ე

წარმომადგენელი - ი---- ბ-----–--ე

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 ოქტომბრის №01/01-23267 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ს---–--------ს 69/3 (ყოფილი მ–-----–ის 69) საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.........................................................................................................................................

 

1.2. დაევალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისი, ს---–--------ს 69/3 (ყოფილი მ–-----–ის 69-ში), ლ-–- ჯ----–--ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1988 წელს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის, გუმათის დასახლებაში მომხდარი დიდთოვლობის შედეგად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. 1988 წელს ქ. ქუთაისის ლენინის რაიაღმასკომის მიერ ლ-–- ჯ----–--ის ოჯახს - მამას ნოდარ გ--–--------ის ძე ჯ----–--ეს, დედას ლ---- პ---–------ეს ასულ ჯ----–--ე- ჩ----–-–---–ს და თავად მას, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად გადაეცათ ბინა ქ. ქუთაისში, მ–-----–ის ქუჩა (ა---------ის დასახლება) ამჟამინდელ ს---–--------ს გამზ №69/3-ში. აღნიშნული ბინით ლ-–- ჯ----–--ე ზემოაღნიშნული პერიოდიდან უწყვეტად ფლობს და სარგებლობს, თუმცა მისთვის გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა 1988 წელს ქ. ქუთაისის რაიაღმასკომის მიერ გაცემული დოკუმენტი მათი შესახლების შესახებ.

 

მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე მოსარჩელეს უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ ჰქონდა ფართობის კანონიერი სარგებლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

 

3.1. მესამე პირის ნ---- ჯ----–--ის წარმომადგენელმა ი---- ბ-----–--ემ სარჩელი ცნო და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988-1990 წლების საარქივო დოკუმენტურ მასალებში გადაწყვეტილება ქ. ქუთაისი მ–-----–ის ქ. №69/3- ში (ა---------ის დასახლება) მოქ. ნ-------- გ--–--------ის ძე ჯ----–--ის ან ლ---- პ---–------ეს ასული ჩ----–-–---–ის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის13 იანვრის №AA2015091979-04 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 15).

 

4.1.2. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი, ს---–--------ს გამზირი N69-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ფიქსირდება ყოფილი მისამართი: ქ. ქუთაისი, მ–-----–ის ქ. N69.

 

ასევე დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ს---–-------- გამზირი (ყოფ. მ–-----–ის ქ.) 69, ბინა N3, (ს/კ 03.05.01.148) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე აღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 30).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 სექტემბრის №228527 მიმართვა (იხ. ს.ფ. 28).

 

4.1.3. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ს---–--------ს შენ. N69, ბინა 03 რეგისტრირებულია აბონენტი ნოდარ ჯ----–--ე და ფიქსირდება ელ. ენერგიის გადასახადის გადახდა.

 

დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ს---–-------ას შენ. N69, ბინა 03 რეგისტრირებულია აბონენტი ნოდარ ჯ----–--ე და უფიქსირდება წყლის გადასახადის გადახდა.

 

,,ქელასის“ მრიცხველების ლაბორატორიის 2004 წლის 16 აგვისტოს ქვითრით დასტურდება, რომ ქუთაისი, მ–-----–ის 69/3-ში აბონენტია ჯ----–--ე.

 

საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანის (ქუთაისის ფილიალის) N05-0042778 ქვითრის თანახმად, მ–-----–ის 69/3-ში აბონენტია ნოდარ ჯ----–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათები (იხ. ს.ფ. 16-26, ს.ფ. 80, ს.ფ.49, ს.ფ.57).

 

4.1.4. დადგენილია, რომ ნ-------- ჯ----–--ე და ლ---- ჩ----–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ნ-------- ჯ----–--ის და ლ---- ჩ----–-–---–ის შვილები არიან: ლ-–- ჯ----–--ე (დაბ. 17.7.1975წ; და ნ---- ჯ----–--ე (დაბ. 09.03.1965წ).

 

დადგენილია, რომ ნ-------- ჯ----–--ე გარდაიცვალა 2005 წლის 22 ოქტომბერს.

 

დადგენილია, რომ ლ---- ჩ----–-–---–ი გარდაიცვალა 1994 წლის 8 ნოემბერს.

 

სასაფლაოს ფლობის დამადასტურებელი N0867 პასპორტის თანახმად, მფლობელს წარმოადგენს ლ-–- ჯ----–--ე, მცხოვრები ქუთაისი, ს---–--------ს 69/3.

 

ქ. ქუთაისის მმაჩის ბიუროს განყოფილების გამგის 1994 წლის 14 ნოემბრის ცნობის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ლ---- პ---–------ეს ასული ჯ----–--ე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, მ–-----–ის ქ. 69/3-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (იხ. ს.ფ. 39-40).

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 41).

- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 43).

- ცნობა (იხ.ს.ფ. 44).

- ცნობა (იხ.ს.ფ. 42).

 

4.1.5. დადგენილია, რომ ლ-–- ჯ----–--ე რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ი----------–---ის ქ. N5 02.08.2004 წლიდან.

 

ასევე დადგენილია, რომ გარდაცვალების პასპორტში ლ-–- ჯ----–--ის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. ქუთაისი, ს---–-------ას N69/3.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საინფორმაციო ბარათი (იხ. ს.ფ. 115)

- პასპორტი (იხ. ს.ფ. 44)

 

4.1.6. დადგენილია, რომ ნ---- ჯ----–--ემ (დაბ.09.03.1965, პ/ნ 60001072350) საცხოვრებელ ბინაზე მდებარე ქ. ქუთაისი ს---–--------ს გამზ №69 ბინა №3 (ყოფ. მ–-----–ის №69 ბინა №3) საპრივატიზაციო წილი დათმო ლ-–- ჯ----–--ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი.

 

4.1.7. დადგენილია, რომ ლ-–- ჯ----–--ემ 2016 წლის 20 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა უძრავ ქონებაზე მდებარე ს---–--------ს გამზირი №69/3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 ოქტომბრის №01/23267 წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა მითითებული ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ს.ფ. 68).

- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის №01/23267 წერილი (იხ. ს.ფ. 14).

 

4.1.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბრის ლ-–- ჯ----–--ის განცხადების საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა მოკვლევა, რომლითაც დადასტურდა, რომ ლ-–- ჯ----–--ე 1989 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, ს---–-------ას გამზ. N69/3-ში, შესაბამისად პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენმა კომისიამ 2016 წლის 22 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი ცნობის გაცემის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ ლ-–- ჯ----–--ეზე 2016 წლის 23 დეკემბერს გაიცა ცნობა, რომლის თანახმად, ლ-–- ჯ----–--ე 1989 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, ს---–-------ას გამზ. N69/3-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ს.ფ 27);

- ოქმი N10 (94-101).

- ცნობა (იხ. ს.ფ. 93).

 

4.1.9. დადგენილია, რომ ლ-–- ჯ----–--ემ, როგორც პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ - შვილმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად მიიღო სამკვიდრო 2005 წლის 22 ოქტომბერს გარდაცვლილი ნ-------- ჯ----–--ის სამკვიდროში შემავალ დანაშ უძრავ-მოძრავ ქონებაზე და უფლებებზე მოთხოვნის უფლებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა;

 

4.1.10. დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მაისს პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ განხილული იქნა ლ-–- ჯ----–--ის განცხადება აწ. გარდაცვლილი ნოდარ ჯ----–--ის და ლ---- ჯ----–--ის 1989 წლიდან გარდაცვალებამდე ქ. ქუთაისში, ს---–--------ს გამზ. N69/3-ში (ყოფ. მ–-----–ის ქ. N69/3) ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ და გასცა ცნობა მასზედ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია ადასტურებს აწ. გარდაცვლილი ნ-------- ჯ----–--ის 1989 წლიდან გარდაცვალებამდე 22.10.2005 წლამდე და ლ---- ჯ----–--ის 1989 წლიდან გარდაცვალებამდე 08.11.1994 წლამდე ქ. ქუთაისში, ს---–--------ს გამზ. N69/3 (ყოფ. მ–-----–ის ქ. N69/3) ცხოვრების ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი N74;

- ცნობა N01/11905;

 

4.1.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: ლილი ნამიჭეიშვილმა, ქეთევან ბაბუაძემ და ზაირა ხუჯაძემ განმარტეს, რომ ლ-–- ჯ----–--ის ოჯახი 1989 წლიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ს---–-------ას გამზ. N69/3-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ლ-–- ჯ----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი;

- ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ საქმეზე, დავის საგანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 ოქტომბრის N01/23267 წერილი, რომლითაც ლ-–- ჯ----–--ეს უარი ეთქვა ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე. აღნიშნული მიმართვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად მთავრობის დადგენილებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებლად მიჩნევის თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.

 

მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა არაპრივატიზებულ არასაცხოვრებელ ფართობზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, ხოლო რაც შეეხება მითითებულ უძრავ ქონებაში მოსარჩელის ცხოვრებისა და შესაბამისად მისი ფლობის სარგებლობის ფაქტს, მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის ლ-–- ჯ----–--ის მამკვიდრებლის ქ. ქუთაისში, ს---–-------ას გამზ. N69/3-ში მდებარე ფართში შესახლების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა როგორც მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით, კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრებით და აბონენტის ბარათებით, ისე საქმეში წარმოდგენილი პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ცნობებითა და სხვა მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება წლების განმავლობაში დასახელებულ ფართში მოსარჩელის კანონიერად ცხოვრების ფაქტი, რაც იმ გარემოებასთან ერთად, რომ წლების განმავლობაში მოპასუხეს მითითებული უძრავი ქონებიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, სასამართლოს მოსაზრებით მიჩნეული უნდა იქნეს ქ. ქუთაისში, ს---–--------ს გამზ. N69/3-ში მდებარე საცხოვრებლად გამოყენებულ არაპრივატიზებულ ფართზე ლ-–- ჯ----–--ის, როგორც კანონიერი მოსარგებლის, საკუთრების უფლების მოპოვების საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ლ-–- ჯ----–--ის ოჯახის წევრი - მესამე პირი და ნანა ჯ----–--ე მოსარჩელის სასარგებლოდ უარს აცხადებს მითითებული უძრავი ქონების პრივატიზაციაზე.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-–- ჯ----–--ის მიერ გასაჩივრებული აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი ქონების მდებარე ქ. ქუთაისი, ს---–--------ს გამზ. №69/3 უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ-–- ჯ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 ოქტომბრის №01/23267 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ს---–--------ს გამზ. №69/3 მდებარე საცხოვრებელი ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.........................................................................................................................................

 

3. დაევალოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისი ს---–--------ს გამზ. №69/3 ლ-–- ჯ----–--ესათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

4. დაეკისროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ლ-–- ჯ----–--ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი