განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
080100118002360467
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2---18 (№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - და------ ვა----------ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რო-- გე-----ს ძე ჩი------ი - დაბადებული 19-- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნ----ს ქუჩა N1-

 

ადვოკატი - ას---- გვ-------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რო-- ჩი------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, დაახლოებით დღის საათებში, ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N1--ში განთავსებულ საერთო საცხოვრებელში, რო-- ჩი------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ფა----- წი--------ს. კერძოდ, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით და მარჯვენა თვალის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (ერთი ეპიზოდი)

 

რო-- ჩი------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ქუთაისში, ნ----ს ქუჩა N1--ში განთავსებულ საერთო საცხოვრებელში, რო-- ჩი------მა 8 წლის შვილის მა----- ჩი------ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ფა----- წი--------ს. კერძოდ, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით და მუცლის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ფა----- წი--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. (მეორე ეპიზოდი)

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ფა----- წი--------მ აჩვენა, რომ ის 2010 წლიდან ქორწინებაში იმყოფება რო-- ჩი------თან, ჰყავს სამი შვილი. მოწმის განმარტებით მას თებერვლის შუა რიცხვებში, საცხოვრებელ სახლში, ნ----ს ქუჩაზე, მისმა მეუღლემ რო-- ჩი------მა მიაყენა შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა მარჯვენა თვალში, რითაც მან განიცადა ტკივილი. აღნიშნულის შესახებ მან უამბო მასთან სტუმრად მისულ დედას ე-----ი წი--------ს და დეიდას ზ----ა მი----ს. 2018 წლის 1 მარტს ისევ განმეორდა კონფლიქტი, რო-- ჩი------ი იყო ნასვამი და ფეხი დაარტყა ორჯერ მუცლის არეში, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ფაქტს შეესწრო მათი 8 წლის შვილი მა----- ჩი------ი, შემდგომ ფა----- წი-------- თავის 8 წლის შვილთან მა-----თან ერთად წავიდა პოლიციის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ე-----ი წი--------ს, ზ----ა მი----ს, კ---- ჩხ----ს, მა----- ჩი------ის გამოკითხვის ოქმები) ერთობლიობა რო-- ჩი------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ რო-- ჩი------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ რო-- ჩი------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რო-- ჩი------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რო-- ჩი------ის მიმართ სასჯელის სახით 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რო-- ჩი------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს:

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ რო-- ჩი------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა -სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - თავისუფლების აღკვეთას 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ რო-- ჩი------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

გაუქმდეს რო-- ჩი------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.

რო-- ჩი------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 02 მარტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი