განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
190100118002257012
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/23-18

№021201017002

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი დავით მუხიაშვილი,დაცვის მხარე:

ბრალდებული რ-----------------ა, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------------------------–------------–---

 

ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი,თარჯიმანი ორხან რამა---ნოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც და---რალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, გ----------------------------–-----------–--–ი მცხოვრები: რ-----, ა---------, ა--- და ბ----- ი----------ების ოჯახში, მათი გარდაცვლილი ძმის თ------------------ის წლისთავის აღსანიშნავი წვეულებისათვის მოსამზადებლად, რამდენიმე დღით ადრე მისული თ------------------ის მეუღლე - გ--------- ი----------ა და მისი რძალი - ჟ--–- მ--–-----ა შელაპარაკდნენ თ------------------ის დასთან - რ-----------------ასთან, რომელმაც განაწყენებულმა იმით, რომ ეს პირები მისი ნებართვის გარეშე ესტუმრნენ მათ ოჯახს, განზრახ ჩაარტყა ფეხი ჟ--–- მ--–-----ას მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში და მიაყენა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც ჟ--–- მ--–-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც და---რალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებულმა რ-----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჟ--–- მ--–-----ა მისი აწ გარდაცვლილი ძმის რძალი იყო. 2017 წლის ოქტომბრის თვეში ძმის გარდაცვალებიდან წლისთავისთვის ემზადებოდნენ და და---რალებულს მხოლოდ 25-ში, წლისთავზე შეეძლო მისვლა. 20 ოქტომბერს მათთან მივიდა ჟ--–- მ--–-----ა, რომელმაც უთხრა, რომ სახლის ნაწილი მის ოჯახს ეკუთვნოდა. მას ახლდა დედამთილი გ--------- ი----------ა. ჟ--–-მ იმის გამო, რომ უარი უთხრეს სახლში შეშვებაზე, ცუდად გახდომა მოიმიზეზა, ვითომ გული წაუვიდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ჟ--–- მ--–-----ასთვის არ დაურტყამს, პირიქით, ეუბნებოდნენ, რომ გიჟი იყო და საგიჟეთში დააწვენდნენ, მიიყვანეს კიდეც პოლიციის თანამშრომლებმა ფსიქიატრიულ განყოფილებაში, თუმცა არ დატოვეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო. ჟ--–- მ--–-----ა და მისი დედამთილი ქონების გაყოფით არიან დაინტერესებული და ამიტომ იგონებენ, რომ თითქოს მან სცემა.

 

და---რალებულმა ჟ--–- მ--–-----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში ჩამოვიდა მამამთილის გარდაცვალებიდან წლისთავის მზადებისთვის. სახლი, სადაც მამამთილი ცხოვრობდა, მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე მან თავად ააშენა, თუმცა შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ და პერიოდულად ჩამოდიოდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ, მამამთილის დები, მათ შორის რ-----------------ა სახლში არ უშვებს, ეუბნებიან, რომ მათ არ---ირი უფლება არ აქვთ მისი ძმის ქონებაზე. აღნიშნულის თაობაზე დავობენ სამოქალაქო წესით. 2017 წლის 20 ოქტომბერს დედამთილთან გ--------- ი----------თან და მის ორ არასრულწლოვან შვილებთან ერთად მივიდა სახლში, შევიდნენ იმ ჭიშკრის მხრიდან, სადაც მათი სახლი მდებარეობს. სახლში იმყოფებოდა მამამთილის დედა, რომელმაც დაიწყო ყვირილი, რომ სახლში არ შეუშვებდა და არ მისცემდა საშუალებას წლისთავის გამართვისთვის. ეზოში არის ასევე რ-----------------ას სახლი. მათ დანახვაზე რ-----მ დაიწყო ყვირილი, რომ არ ჰქონდათ სახლში მისვლის უფლება, მას ხელში დანა ეკავა, ა---------მა უთხრა, რომ დაედო დანა, რ----- სახლში შევიდა, ისევ გამოვიდა გარეთ და ყვიროდა, ითხოვდა, რომ წასულიყვნენ ის და მისი თანმხლები პირები, ცდილობდა თავდასხმას, მას ამშვიდებდნენ, ყვირილზე ბავშვებს შეეშინდათ და ატირდნენ. რ----- ყვირილით მიუახლოვდა და მარცხენა ფეხის ზედა ნაწილში ჩაარტყა ფეხი, დარტყმის შედეგად იგი დაეცა, რ-----ს ფეხზე სქელძირიანი რეზინის ჩექმა ეცვა და ამიტომ განიცადა ძლიერი ტკივილი. ამ დროს ეზოში იყვნენ ა---------ი და მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც სახლს ღებავდა. დაცემიდან უცებ წამოდგა, რადგან შეეშინდა, რომ რ-----ს მისი შვილებისთვის არაფერი დაეშავებინა, თუმცა იგი ყვირილით გავიდა ქუჩაში. ტკივილის გამო წასვლა ვერ მოახერხა და იქვე ჩამოჯდა, შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.

 

2017 წლის 23 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ექსპერიმენტი ჩატარდა გარდაბნის რაიონსი სოფელ გაჩიანში ა--------- ი----------ას საცხოვრებელ ბინაში, მოწმე ჟ--–- მ--–-----ასაგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც და---რალებულმა ჟ--–- მ--–-----ამ მიუთითა ადგილი, კერძოდ ჭიშკრიდან რამდენიმე მეტრი, სადაც რ-----------------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დაადასტურეს ექსპერტმა ა-–-----------–---–მა და მ-------------–--ემ.

 

2017 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე მ--------–----------ის ჩვენების თანახმად დადგინდა, რომ ჟ--–- მ--–-----ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მ--------–----------ემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტის დასკვნაში მითითება მარჯვენა ბარძაყზე არის მექანიკური შეცდომა, სწორეა - მარცხენა ბარძაყი, აღნიშნულის ირგვლივ დაიკითხა და მისცა განმარტება.

 

მოწმე დ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსდა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა კიდურ ბარძაყზე ტრავმირება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის ამოღებასთან დაკავშირებით.

 

მოწმე გ--------- ი----------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ და---რალებული მისი რძალია, ხოლო ბრალდებული - გარდაცვლილი მეუღლის და. ოქტომბერში მისი მეუღლის წლისთავი იყო და რძალთან ერთად სამზადისის საკითხებზე მივიდა რ-----სთან და მის დასთან. ეზოში დედამთილმა ეჩხუბა, რომ ისინი მხოლოდ წლისთავის დღეს უნდა მოსულიყვნენ და ამ დროს რ--- (რ-----) დანით ხელში გამოვიდა ეზოში, ა---------მა დაუყვირა დანა დადეო, რ----- შევიდა სახლში და უკან გამოვიდა, მათკენ წამოვიდა და მის რძალს ჟ--–-ს ფეხი ჩარტყა, ფეხზე რეზინის ჩექმა ეცვა. ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია და უთხრეს მომხდარის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–---------------მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულის სახლში ღებავდა კედელს, იგი მუშაობდა, როდესაც მათთან მივიდნენ და---რალებული და მისი დედამთილი. დარტყმა არ დაუნახავს, თუმცა გაიგონა, რომ მათ სახლის გამო იჩხუბეს.

 

მოწმეებმა ა--------- ი----------ამ და გ---–-------------------მ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მისი ოჯახის წევრის (დის) რ-----------------ას დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმეებმა გ----------------–---–მა, ი-----–------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. გ----------------–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე არ დადგინდა ბრალდებულის ცემის ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებოდა გამოძიება. რამდენადაც მისთვის ცნობილია, ბრალდებულის დედის მიმართ ძლადობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ი-----–------------ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ჟ--–- მ--–-----ას შეტყობინება მისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი: ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.

 

რაც შეეხება წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პროცესში მათი უტყუარობისა და დამაჯერებლობის ხარისხს, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და და---რალებულს შორის არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება, და---რალებული და მისი ოჯახის წევრები წარსულშიც და ამ შემთხვევაშიც პროვოცირებას ახდენენ და განზრახ ამხელენ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში სადავო ქონების საკითხის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ რ----- ი-------------ა და და---რალებულ ჟ--–- მ--–-----ას შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად და---რალებულის და ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება და არ არსებობს მათი ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის არ---ირი საფუძველი. და---რალებულ ჟ--–- მ--–-----ას ჩვენება როგორც ძალადობის, ისე სხვა საკითხებზე, თანხვედრაშია მოწმე გ--------- ი----------ას ჩვენებასთან და თავის მხრივ ორივე პირის მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება მოწმე დ-------------ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ჟ--–- მ--–-----ამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ფეხის ტკივილის ჩივილით მიმართა. ფეხზე არსებული დაზიანებები ასახულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში და დადგენილია, რომ სისხლნაჟღენთი მარცხენა (ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენებით) ბარძაყის მიდამოში განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღს. დაზიანების არსებობა ასევე დასტურდება სამედიცინო ბარათში ასახული ინფორმაციით, პაციენტი ჟ--–- მ--–-----ა სტაციონარში მიყვანილია ტრამვის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ მარცხენა ბარძაყის დაჟეჟილობით. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, რ-----------------ას ფეხზე ეცვა რეზინის ჩექმა და ფეხი ერთხელ ჩაარტყა ჟ--–- მ--–-----ას, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია ჟ--–- მ--–-----ას ფეხზე არსებულ დაზიანებასთან, ვინაიდან ნათელია, რომ სისხლნაჟღენთი გაჩნდებოდა ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმით, ხოლო ეს უკანასკნელი მკვრივ ბლაგვ საგანს წარმოადგენს.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულს და---რალებული არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ასევე ვერ გაიზიარებს მოსაზრებას მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეულ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს რ-----------------ას მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლოს არ აქვს და---რალებულისა და დაკითხული მოწმეების ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად აღწერენ მომხდარი ინცინდენტის დროს განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტულად უთითებენ ძალადობის ფაქტზე, რისი საპირისპირო არგუმენტები ან მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

 

განაჩენში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს, გ----------------------------–-----------–--–ი, რ-----------------ამ ურთიერთშელაპარაკების შედეგად, განზრახ ჩაარტყა ფეხი ჟ--–- მ--–-----ას მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში და მიაყენა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც ჟ--–- მ--–-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რ-----------------ას ისეთი ხასიათი დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს რ-----------------ას არასტაბილურ ფსიქიკური მდგომარეობას, რაც დადგენილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით (შეზღუდული შერაცხადი), აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ბრალდების მხარეს სხვა დასკვნა არ წარმოუდგენია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ჯარიმის სახით სასჯელის დანიშვნა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, რ-----------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

რ-----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

2. რ-----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე