განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2018
საქმის ნომერი
020100118002447327
დავის ტიპი
360 2
თარიღი
06.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002447327

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/257-18 6 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე

1.1. პროკურორი მ-----------

 

2. დაცვის მხარე

2.1. ბრალდებული ფ----------------------–-----------------------–--------–-–--------–----------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–----------------------------------------------–-------------

 

2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

ქმედების შემადგენლობა: თვითნებობა, ე. ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

დაახლოებით 4 წლის წინ ფ--------------მ მისი კუთვნილი ოქროს სამკაულები გადასცა ლ--–-----------–-ას ინდ. მეწარმე „ნ-----–----------“ ლომბარდში ჩაბარების მიზნით, საიდანაც ლ--–-----------–-ამ დროულად ვერ შეძლო მათი გამოტანა და შეუთანხმდა ფ--------------ს, რომ მოახდენდა ამ ნივთების პორტირებას ქ. ზუგდიდში მდებარე შპს „ე-–-----------ში“, რაზეც ფ--------------მ თანხმობა განუცხადა.

2018-–-–---------------–ს, დაახლოებით 18:00 საათზე, ფ-------------- იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, გ-----------------------------ში ლ--–-----------–-ასთან ერთად, რა დროსაც შპს „ე-–-----------ს“ წარმომადგენლებმა ინდ.მეწარმე „ნ-----–----------“ გადაუხადეს თანხა 10 320 ლარის ოდენობით და ოქროულობა უნდა გადაცემოდა შპს „ე-–-----------ს“ წარმომადგენლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფ--------------სთვის წინასწარ ცნობილი იყო და თანხმობა ჰქონდა მიცემული ლ--–-----------–-ასთვის ზემოაღნიშნული ნივთების პორტირებაზე, ჩათვალა, რომ ჰქონდა უფლება უფლებრივად დატვირთული ოქროს სამკაულების მოთხოვნის და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მისი დაუფლების, ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე გაიტაცა 10320 ლარად შეფასებული ოქროს სამკაულები, (ბეჭედი, საყურე და ა.შ) რის შემდეგაც ლ--–-----------–-ამ მას გაუწია წინააღმდეგობა და სცადა მისთვის ხელი შეეშალა ჩანაფიქრის განხორციელებაში, რა დროსაც ფ--------------მ იმისათვის, რომ განეხორციელებინა მისი განზრახვა, წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით რამდენჯერმე ხელი დაარტყა ლ--–-----------–-ას და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ დაეუფლა უფლებრივად დატვირთულ ოქროს სამკაულებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა შპს „ე-–-----------ს“.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

თვითნებობისგან სისხლისამართლებრივი დაცვის უშალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო ურთიერთობის განხორციელების დადენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილი იქნას როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატული აქტით. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თვისად დაგულვებულ უფლებას.

თავისად დაგულვებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს.

თვითნებობა უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით ან სხვა ნორმატული აქტით დადგენილი წესი. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. განსახილველი დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნას, როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით: მოწმეების - ლ--–-----------–-ას, ც----------–---–---ს, მ-----–----------ს, ნ-----–----------, ვ-----–-----–--–ის, ლ-----------ას, პ-----------–-----იას, ფ---------------–იას, მ-------------–იას, დ---------------ს, ბ--–-------------–---–ის ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ჩეკით, შემოსავლის ორდერით, შეთანხმებით სესხის პორტირებაზე, ბრალდებულის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საკრედიტო საგირავნო ხელშეკრულებით, სესხის ხელშეკრულებით, ამონაწერით ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფ--------------ს თანხმობა ჰქონდა მიცემული ოქროს ნივთების პორტირებაზე, მან ჩათვალა, რომ ჰქონდა უფლებრივად დატვირთული ოქროს სამკაულების მოთხოვნის და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე მისი დაუფლების უფლება და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ დაეუფლა უფლებრივად დატვირთულ ოქროს სამკაულებს. აღნიშნული ფაქტები მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ფ--------------მ თავის უფლებად დაიგულვა ნივთების დაბრუნება უშუალოდ მათი ფაქტობრივი დაუფლებით და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ - სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გარეშე - დაეუფლა უფლებრივად დატვირთულ ოქროს სამკაულებს.

 

2.2. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ბრალდებული დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებამ, რომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით, მოწმეების: ლ--–-----------–-ას, ც----------–---–---ს, მ-----–----------ს, ნ-----–----------, ვ-----–-----–--–ის, ლ-----------ას, პ-----------–-----იას, ფ---------------–იას, მ-------------–იას, დ---------------ს, ბ--–-------------–---–ის ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ჩეკით, შემოსვლის ორდერით, შეთანხმებას სესხის პორტირებაზე, ბრალდებულის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საკრედიტო საგირავნო ხელშეკრულებით, სესხის ხელშეკრულებით, ამონაწერით ანგარიშიდან და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედებებით შპს ,,ე-–-----------ს’’ მიადგა 10320 ლარის მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულის ქმედებით ქონებრივი და მორალური ზიანი მიადგა ლ--–-----------–-ას და შპს „ე-–-----------ს“ მაშინ, როცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ შპს „ე-–-----------სთვის“ 10320 ლარის მატერიალური ზიანის მიყენება. მორალური ზიანის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება ისევე, როგორც არ დასტურდება ლ--–-----------–-ასთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება.

 

2.3 ძალადობა

 

სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილი თვითნებობისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ძალადობას. ძალადობის სიმძიმე კანონში დაკონკრეტებული არ არის, ამიტომ შეიძლება იყოს ნებისმიერი ხარისხის - როგორც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში, ისე ასეთი საშიშროების არმქონე. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით: მოწმეების - ლ--–-----------–-ას, ც----------–---–---ს, მ-----–----------ს, ნ-----–----------, ვ-----–-----–--–ის, ლ-----------ას, პ-----------–-----იას, ფ---------------–იას, მ-------------–იას, დ---------------ს, ბ--–-------------–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ფ--------------მ წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით რამდენჯერმე ხელი დაარტყა ლელა დარსალიას და ამის შედეგად დაეუფლა ოქროს სამკაულებს. აღნიშნული ფაქტები მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ფ-------------- ძალადობით წინააღმდეგობის დაძლევის გზით - ლ--–-----------–-ასთვის რამდენჯერმე ხელის დარტყმით დაეუფლა სამკაულებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო ურთიერთობის განხორციელების დადენილი წესი.

აღნიშნული დანაშაული მატერიალურია. ის დამთავრებულად ჩაითვლება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტიდან. თვითნებობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს მოქმედებას ან უმოქმედობას (ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება), შედეგს (მნიშვნელოვანი ზიანი), მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგოს შორის.

დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

განსახილველ შემთხვევაში ფ--------------ს შეგნებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგსაც, თუმცა არაფერი მოუმოქმედებია ამ შედეგის თვიდან ასაცილებლად.

პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ - სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გარეშე, ძალადობით დაეუფლა უფლებრივად დატვირთულ ოქროს სამკაულებს, რითაც შპს ,,ე-–-----------ს’’ მიადგა მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ფ--------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ფ-------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ფ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ქმედების ჩადენამდე ლ--–-----------–-ასთვის მის მიერ გაწეული დახმარება, ხანგრძლივი პერიოდი, რაც მან მისცა ლ--–-----------–-ას ნივთების დასაბრუნებლად.

ფ--------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მძიმე ეკონომიკური, ოჯახური, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა) და მიზანს (საკუთარი ნივთების დაბრუნება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (უფლებრივად დატვირთული ოქროს სამკაულების ძალადობით დაუფლება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მნიშვნელოვანი - 10320 ლარის ქონებრივი ზიანის მიყენება) ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, ჰყავს ონკოლოგიურად დაავადებული მეუღლე), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო გამოძიებას და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულების პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულებს (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად. რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, ჩადენილი ქმედების ბუნებისა და ბრალდებულის მძიმე მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლასთან ერთად, სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად და იმისათვის, რომ ბრალდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მას უნდა დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რომელიც არ აღემატება სასჯელის სახით მათთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ზომას, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია