გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210117002076342
საქმე №2/1365-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 აპრილი, 2018წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომისმდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - თ-----------–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - გ-------------------–ი
მოპასუხეები - გ------------------ი, თ-----------–---–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენლი - ნათია ჯავახიშვილი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 15 ივლისს გაცემული №170800017 სააღსრულებლო ფურცელი, კერძოდ პირგასამტეხლოს ნაწილში და გადასახდელი პირგასამტეხლო განისაზღვროს სესხის თანხის, 5000 აშშ დოლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 180 აშშ დოლარს.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 15 ივლისს გაცემული № 170799972 სააღსრულებლო ფურცელი, პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში, გადასახდელი პირგასამტეხლო განისაზღვროს სესხის თანხის, 10 000 აშშ დოლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 360 აშშ დოლარს.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, 2016 წლის 31 მარტს მასსა და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხი 10 00 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო გ------------------ისგან, ხოლო 5000 აშშ დოლარი თ-----------–---–---–ისგან. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის ივნისის ბოლოს, სესხი იყო სარგებლიანი თვეში - 3.23%-ის ოდენობით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალიწინებული იყო პირგასამტეხლო 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხეებმა მოითხოვეს სააღსრულებლო ფურცელი. ნოტარიუს ლ-----------–---–მა 2017 წლის 15 ივლისს გასცა სააღსრულებო ფურცები, კერძოდ, №170800017 სააღსრულებლო ფურცელი, რომელშიც პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხად მითითებულია 3600 აშშ დოლარი და მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას და თანახმაა გადაიხადოს შემცირებული პირგასამტეხლო 180 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო №170799972 სააღსრულებლო ფურცლით პირგასამტეხლოს თანხად მითითებულია 7200 აშშ დოლარის ოდენობით და მოსარჩელე თანხამაა გადაიხადოს შემცირებული პირგასამტეხლო 360 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული ვადა სამი თვე, რაც იყო მნიშვნელოვანი, რადგან სამი თვის გასვლის შემდეგ მათ გააჩნდათ სხვა ვალდებულებები. ამის შესახებ არაეთხელ იქნა ინფორმირებული მოსარჩელე. მან არათუ ვადაში არამედ წელიწადნახევრის განმავლობაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რითაც მოპასუხეებს მიადგათ ზიანი. მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელეს ერიცხება ვალდებულების შესრულებამდე, რომლიც დღეის მდგომარეობით გრძელდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 31 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სესხის სახით 10 00 აშშ დოლარი თ-----------–მა მიიღო გ------------------ისგან, ხოლო 5000 აშშ დოლარი თ-----------–---–---–ისგან. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის ივნისის ბოლოს, სესხი იყო სარგებლიანი თვეში - 3.23%-ის ოდენობით და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 31.03.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება № 160314090;
- მხარეთა ახსნა განმარტება
3.1.2. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 15 ივლისს გაიცა № 170799972 სააღსრულებლო ფურცელი, რომლითაც პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 7200 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- № 170799972 სააღსრულებლო ფურცელი;
3.2.2. ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 15 ივლისს გაიცა № 170800017 სააღსრულებლო ფურცელი, რომლითაც პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 3600 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
№ 170800017 სააღსრულებლო ფურცელი;
სამოტივაციონაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 31 მარტს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე თ-----------–მახელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
6.2. მოვალე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების მოცულობიდან პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.
6.3. საქართველოსსამოქალაქოკოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
განსახილველშემთხვევაშისასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ორივე სესხზე ერთად შეადგენს 10 800 აშშ დოლარს, რაც შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი სარგებლის ოდენობას. სასამართლო მიიჩნევს,რომ განსაზღვრული პირგასამტეხლო - ერთ შემთხვევაში 3600 აშშ დოლარი და მეორე შემთხვევაში 7200 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მოპასუხე გ------------------ის მიერ გაცეულ სესხზე 3600 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე თ-----------–---–---–ის მიერ გაცემულ სესხზე 1800 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ნაწილობრივ დასაბუთებელია, უნდა დაკმაყოფილდეს და სათანადო ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია 786.39 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით. მოპასუხე გ------------------ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 195.39 ლარის, ხოლო თ-----------–---–---–ს 97.70 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებბით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის რონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე თ-----------–ის სარჩელი, მოპასუხეების გ------------------ის და თ-----------–---–---–ის მიმართ სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 15 ივლისს გაცემულ №170799972 სააღსრულებლო ფურცელში, მითითებული გ------------------ის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულებების მოცულობიდნ მსესხებლის, თ-----------–ისათვის ჯარიმის 7200 აშშ დოლარის ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მსესხებელს თ-----------–ის ვალდებულება კრედიტორ გ------------------ის წინაშე განისაზღვროს 3600 აშშ დოლარით.
3. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2017 წლის 15 ივლისს გაცემულ №170800017 სააღსრულებლო ფურცელში, მითითებული თ-----------–---–---–ის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულებების მოცულობიდნ მსესხებლის, თ-----------–ისათვის ჯარიმის 3600 აშშ დოლარის ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით მსესხებლის თ-----------–ის ვალდებულება კრედიტორ თ-----------–---–---–ის წინაშე განისაზღვროს 1800 აშშ დოლარით.
4. მოპასუხეებს: გ------------------ს და თ-----------–---–---–ის, მოსარჩელე თ-----------–ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროთ თანხის ანაზღაურება შემდეგნაირად: მოპასუხე გ------------------ს მოსარჩელე თინათინ სრესელის სასარგებლოდ - 195.39 ლარის ანაზღაურება, ხოლო თ-----------–---–---–ს - 97.70 ლარის ანაზღაურება.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, დარჩეს უცვლელად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი