განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002388415
N1/105-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
07 ივნისი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ჯ------- მ---–-–---–ი
ბრალდებული: ე-–----- ყ--–---–---–ი
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი)
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 16 თებერვლის ძალადობის ეპიზოდი:
1. 2018 წლის 16 თებერვალს, შუადღის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–----- ყ--–---–---–მა ჩხუბისას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში მასთან ერთად მუდმივად მცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მეუღლეს თ----- კ-------–--ეს და ხელი მოუჭირა ყელის არეში. ძალადობის შედეგად, თ----- კ-------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 მარტის ძალადობის ეპიზოდი:
2. 2018 წლის 16 მარტს, ღამით, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–----- ყ--–---–---–მა ჩხუბისას, ხელით და ფეხით სხეულის სხვადასხვა ადგილას, თავის და ტანის არეში, ცემა მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე თ----- კ-------–--ე. ძალადობის შედეგად, თ----- კ-------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ----- კ-------–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების რ--------- ყ--–---–---–ის, მ--------------–---–ის, დ--------------ის, ლ-----------–---–ის, ზ------ ყ--–---–---–ის, თ---------------–---–ის და მ------ ყ--–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე-–----- ყ--–---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (ორი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5. სასამართლოს ბრალდებულ ე-–----- ყ--–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
6. ე-–----- ყ--–---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ე-–----- ყ--–---–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
9. ე-–----- ყ--–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი)საათი.
10. ე-–----- ყ--–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–----- ყ--–---–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ე-–----- ყ--–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (05 (ხუთი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 25 (ოცდახუთი) საათი) და ე-–----- ყ--–---–---–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95(ოთხმოცდათხუთმეტი) საათი.
13. ე-–----- ყ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ე-–----- ყ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით დაყადაღებულ გ----------------–---–ის (პირადი N4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ყვარლის რაიონის სოფელ შ--–---ში. საკადასტრო კოდი: 5-----------.
14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური