გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.06.2018
საქმის ნომერი
020310018002321446
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310018002321446 (3/20-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - საქ--------–----–-------------------------რო

წარმომადგენელი - მუ------------–ია

 

მოპასუხე - მა---------------ე

 

დავის საგანი - ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხისათვის ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 291,25 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნება) დავალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა---------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მა---------------ე მუშაობდა სა---------–----–------------------------------------------------–-------–------------------------------------------–-------–----------------------–----–-----------------------------------–-------–-------------------------------------------–-----------------–---–-----დ. იგი მინისტრის 201- წლის 04 აპრილის №80---- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქ--------–----–-------------------------როდან 201- წლის 23 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-ბრძანება (ს.ფ. 19);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-------------------).

 

3.2.2. 201- წლის 23 მარტიდან სამსახურიდან გათავისუფლების მიუხედავად, მა---------------ეს 201- წლის 2-------------------–-–---------------------–--- შეცდომით ჩაერიცხა ხელფასი 291,25 ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხემ ეს თანხა მიიღო ზედმეტად, რასაც არ აბრუნებს ნებაყოფლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-25.05.201- წლის წერილი (ს.ფ. 14);

-საგადახდო მოთხოვნები (ს.ფ. 16-18);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-------------------).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მუშაობდა რა საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, წარმოადგენდა მოხელეს და ამავე კანონის მე-4 მუხლის და ,,პოლიციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო მუხლის მე-4 პუნქტით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ხელფასი პოლიციელმა შეიძლება მიიღოს პერსონალურად, მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. შემდგომ კი სახელმწიფოს უწყდება ხელფასის გაცემის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, 201- წლის 2-------------------–-–---------------------–--- ხელფასის სახით ჩარიცხული თანხა - 291,25 ლარის ოდენობით.

 

6.2.სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოყენებას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა გამოყენებულ იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, ხელფასის გაცემის სახით მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სწორედ განსახილველ ვითარებას აქვს მოცემულ შემთხვევაში ადგილი: მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 291,25 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქ--------–----–-------------------------როს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მა---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 291,25 ლარის გადახდა.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მა---------------ე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოსარჩელე საქ--------–----–-------------------------როს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე მა---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის სახით უკანონოდ მიღებული თანხის – 291,25 ლარის ანაზღაურება;

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა