განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/1-8-1-წ. 7 ივნისი, 201- წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - კ--- ლ---------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--0--1---წელს დაბა ა------–-, პ/ნ 0----------, რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ა-------- რაიონის სოფელი ზ-------;
ადვოკატი - ი----- ხ-------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
201- წლის 9 მარტს დაახლოებით 11 საათზე, ქალაქ ა---––---–- ი-–-- ხ---–---- ქ.N2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ--------- კ-----–---- მამობილმა კ--- ლ----------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თმებიდან მოქაჩა, წააქცია ძირს და გაახოხა ნოხზე. ქ--------- კ-----–---- მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მთავარ სხდომაზე მიიჩნია უდავოდ.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
1. შეტყობინება და--შაულის ჩადენის შესახებ, გამოძიებს დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1;
2. ქ--------- კ-----–-----, ი----- ლ-----------, ა-- ზ----------, მ------ კ-----–----- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები;
3. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ქ--------- კ-----–----- სხეულის დაზიანების შესახებ;
4. ქ--------- კ-----–----- ჩვენების ადგილზე შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრაციით;
5. ქ--------- კ-----–----- დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები და დაზარალებულად ცნობის დადგენილება;
6. კ--- ლ----------- სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების დოკუმენტი;
7. არასრულწლოვნების დაბადების მოწმობის ასლები.
ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დაცვის მხარემ მთავარ სხდომაზე მიიჩნია უდავოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თა--ხმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა კ--- ლ----------- მიერ აღნიშნული და--შაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ კ--- ლ----------- მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
კ--- ლ----------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, შეურიგდა დაზარალებულს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და--შაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აა--ზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი და--შაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, და--შაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, კ--- ლ----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ--- ლ----------- მიერ ახალი და--შაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის გულწრფელ აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას. ასევე, დაზარალებულის პოზიციას. დაცვის მხარის განმარტებით დგინდება, რომ ბრალდებულის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ბრალდების მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. ამასთან, ბრალდებულს ბრალი არ ედება ძალადობის სისტემატიურად ჩადენისთვის, რის გამოც მისი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს დაზარალებულისათვის საფრთხეს. შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით გამოსაცდელი ვადით შეცვლა უზრუნველყოფს ბრალდებულის სათა--დო ქცევას, გამორიცხავს მის მიერ ა--ლოგიური და--შაულის ჩადენის ალბათობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ--- ლ---------- (პ/№ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი და ექვსი თვე.
2. კ--- ლ----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონება მდებარე ა-------, ლ--–------, ლ--–------ ა--------., ს/კ 6--1--2--0-- (განჩინება N1--------–-, 1-.0-.1- წ.) გა--ჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში გა--ჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თა--ხმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. გა--ჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთა--ვე.
5. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გა--ჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი