განაჩენი

სისხლის სამართლის 08.06.2018
საქმის ნომერი
120100118002359804
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/105-18წ. 8 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------- ა---–---–---–-;

დაცვის მხარე - ბრალდებული - გ------- ლ---–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--0--1---წელს ქ.ა---––---–-, პ/ნ 4----------, მცხოვრები ქ.ვ--–- ა--–-------–-- ქ----;

ადვოკატი - ი----- ხ-------–---–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წელს ქ.ვ--–-–- წ-------–-ს ქ-----ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში და ასევე ქ.ა---––---–- მ-------- ქ-----ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ამცირებდა მეუღლეს შ------- ნ---------. რის გამოც შ------- ნ-------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ------- ლ---–---–-- ქ.ა---––---–- კ--------- ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს შ------- ნ---------. რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა გ------- ლ---–---–-- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მთავარ სხდომაზე მიიჩნია უდავოდ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

1. შ------- ნ--------- განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1;

2. ს--- ლ---–---–-ს, გ---–---- ლ---–---–-ს, მ------- ნ---------, გ------- ლ---–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები;

3. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის სხეულის დაზიანების შესახებ და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შ------- ნ--------- მიმართ;

4. ქორწინების მოწმობა დ დაბადების მოწმობის ასლები;

5. შ------- ნ--------- მოწმის სახით და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები და დაზარალებულად ცნობის დადგენილება;

6. გ------- ლ---–---–-ს სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების დოკუმენტი;

 

ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დაცვის მხარემ მთავარ სხდომაზე მიიჩნია უდავოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შეს---მისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ა------- კ------------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ გ------- ლ---–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

გ------- ლ---–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, შეურიგდა დაზარალებულს, განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვ--–-ობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ------- ლ---–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შეს---მისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ლ---–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის გულწრფელ აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას. ასევე, დაზარალებულის პოზიციას. მის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ გ------- ლ---–---–-ს მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. დაცვის მხარის განმარტებით მათ ჰყავთ სამი მცირეწლოვანი შვილი და განაგრძობენ ოჯახურ თანაცხოვრებას. ბრალდებული დაზარალებულისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ბრალდების მხარეს აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არგუმენტი არ გამოუთქვამს შეს---მისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით გამოსაცდელი ვადით შეცვლა უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გამორიცხავს მის მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის ალბათობას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- ლ---–---–- (პ/№ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

2. გ------- ლ---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონება მდებარე ქ.ვ--–-, წ-------–-ს ქ----- ს/კ 6--1--0--0---0-----, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 4----------–----- 2018 წლის 8----------–-- ჩათვლით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი