განაჩენი

სისხლის სამართლის 08.06.2018
საქმის ნომერი
080100118002445131
დავის ტიპი
273
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/419-18 (N088280418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

06.06. 2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ვ------- ჭ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული დ----- კ-------–--ე

მამის სახელი: ჯ-------ი

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ონის რაიონი სოფელი უ–----

ფაქტობრივად მცხოვრები: ონის რაიონი სოფელი ფ-------–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ----- კ-------–--ემ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ-------–ში მცხოვრებმა დ----- კ-------–--ემ უკანონოდ შეიძინა და თავისი საცხოვრებელ ბინაში, მე-2 სართულზე, საძინებელ ოთახში არსებული კომოდის უჯრაში შეინახა ნარკოტიკული საშუალება 8,14 გრამი გამომშრალი მარიხუანა. 2018 წლის 28 აპრილს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ დ----- კ-------–--ის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 25 მაისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ დ----- კ-------–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს დ----- კ-------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, დ----- კ-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: დ----- შ----ის, დ----- კ-------–--ის, დ----- გ-------ს, ბ---- მ---–-----ს და ა------ ა------ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; ჩხრეკის ოქმით და მოსამართლის განჩინებით ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ; ნარკოლოგიური შემოწმების N8032 ექსპერტიზის დასკვნით; ქიმიური ექსპერტიზის N85/სქ დასკვნით; პატაკით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა დ----- კ-------–--ემ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: დ----- კ-------–--ემ აღიარა დანაშაული; პირველადაა სამართალში, კმაყოფაზე ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი, იგი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სახელმწიფოსაგან იღებს შემწეობას. მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და მისი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მინიმალური ზომით დანიშვნით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ----- კ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

2. მსჯავრდებულ დ----- კ-------–--ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, დ----- კ-------–--ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რომლის ვადის ათვალა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი დ----- კ-------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარის ფოთლები და წვრილი ღეროები, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით 8,14 გრამი, დალუქული FCD 686486 პაკეტში, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით. ~

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე