განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/223-17w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 მაისი, 2018 წელი ქ. ა---––--ე
ა---––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – ი-----–- ნ--------ს-ძე მ--–--ე, დ---დებული 1--- წლის 29 ა--------ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.თ---–---, კ----–--ის ქუჩა N25, კ--------- N6, ბ-------;
ადვოკატი - ნ------------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 01 სექტემბერს შუადღის საათებში დ--- ა----------ში, რ---------–-ს ქ.N9--ის მიმდებარედ, სასურსათო მაღაზიასთან ი-----–- მ--–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ-------- ხ-------–---–ს მოკვლის განზრახვით დაარტყა დანა მუცლის არეში, რითაც დაზარალებულ ნ-------- ხ-------–---–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1. განზრახ მკვლელობის მცდელობა.
1.1. დაზარალებულმა ნ-------- ხ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 01 სექტემბერს იმყოფებოდა დ--- ა--------ნის ცენტრში მაღაზიის წინ, მას მიუახლოვდა ი-----–- მ--–--ე, რომელსაც არ მოეწონა მისი სათვალე და დამცინავი ტონით უთხრა, რომ რანაირად ეკეთა. მას ი-----–- მ--–--ის მიმართვა არ ესიამოვნა, რადგან ი-----–- მ--–--ეზე გაცილებით უფროსია და არც ისეთი ურთიერთობა ჰქონიათ ადრე, რომ დამცინავი ტონით ესაუბრა. ამიტომ, მკაცრად მოუწოდა ზრდილობისაკენ. შელაპარაკდნენ, ი-----–- მ--–--ე მისკენ იწევდა, იგი თანმხლებმა პირებმა გააცილეს, შემთხვევის ადგილს. ერთმანეთს აგინებდნენ, მანაც შეაგინა და მიბრუნდა დარწმუნებული იყო, რომ ი-----–- მ--–--ე წავიდა. მისგან ზურგშექცევით იდგა, როდესაც ხელის ან ფეხის დარტყმა იგრძნო. როდესაც მოტრიალდა დაინახა, რომ ი-----–- მ--–--ე ურტყავდა, უქნევდა ხელებს, ცდილობდა მოეშორებინა. სწორედ ამ დროს იგრძნო მუცლის არეში ჩხვლეტა და ჩაიკეცა. მაშინვე ხალხი შემოეხვია. ი-----–- მ--–--ის ხელში დანა არ დაუნახავს. დაინახა, რომ სისხლი მოსდიოდა. გონება არ დაუკარგავს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ი-----–- მ--–--ე ადგილზე აღარ უნახავს. ადგილზე მყოფებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში.
1.2. დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვიასას განმარტა, რომ 2017 წლის 01 სექტემბერს იმყოფებოდა ი-----–- მ--–--ესთან და ლ-–-------------ესთან ერთად, დალიეს ალკოჰოლური სასმელი და მივიდნენ ა--------ნის ცენტრში, რა დროსაც ი-----–- მ--–--ე და იქ მყოფი ნ-------- ხ-------–---–ი შელაპარაკდნენ. შელაპარაკების მოტივი არ იცის. მოწმემ და ლ-–------------ემ ხელი მოკიდეს ი-----–- მ--–--ეს და დაახლოებით 10-20 მეტრის მანძილზე გამოარიდეს ნ-------- ხ-------–---–ს. იგი ფიქრობდა, რომ ი-----–- მ--–--ე დაწყნარდა და აღარ აპირებდა მიბრუნებას, თუმცა რაღაც მომენტში ყურადღება გაეფანტა, ამავე დროს გაიგონა ნ-------- ხ-------–---–ის გინება ი-----–- მ--–--ის მისამართით, ი-----–- მ--–--ე უკან მიბრუნდა და დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. მოწმე მიჰყვა ი-----–- მ--–--ეს, რათა გაეშველებინა, მაგრამ ვერ დაეწია და მალევე გაიგონა ნ--------ის ხმა ,,დამჭრეს" და ასევე ქალის კივილი ,,დაჭრა". ამ დროს იქვე იდგა. მას შემდეგ, რაც ი-----–- მ--–--ემ დაჭრა ნ-------- ხ-------–---–ი და გამობრუნდა შემთხვევის ადგილიდან, დაინახა ი-----–- მ--–--ის ხელში სისხლიანი დანა. ი-----–- მ--–--ე მან და ლ-–------------ემ გაიყვანეს ადგილიდან. ნ-------- ხ-------–---–ი ძირს იყო წაქცეული, ი-----–- მ--–--ემ თქვა, რომ დანა მდინარეში გადააგდო.
1.3. ლ-–------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ი-----–- მ--–--ესთან და დ--------------–---–თან ერთად შევიდა ა----------ში ერთ-ერთ კაფეში, დიდხანს არ გაჩერებულან წავიდნენ ა--------ნის ცენტრში, რა დროსაც ი-----–- მ--–--ე და იქ მყოფი ნ-------- ხ-------–---–ი შელაპარაკდნენ ერთმანეთში, ისმოდა უწმაწური სიტყვები. მოწმე მივიდა ი-----–- მ--–--ესთან ზურგზე მოჰკიდა ხელი და გარკვეულ მანძილამდე მიაცილა. ნ-------- ხ-------–---–მა ი-----–- მ--–--ეს ძალიან მწარედ შეაგინა. ი-----–- მ--–--ე უკან გაბრუნდა და დაიწყეს ჩხუბი. უცბად გაიგონა ყვირილის ხმა დაჭრილია სასწრაფოს დაუძახეთო, მოგროვდა ხალხი ნ-------- ხ-------–---–ის გარშემო რომელიც ჩაცუცქული იყო, ი-----–- მ--–--ე აღარ ჩანდა ნ-------- ხ-------–---–ს რა დაზიანება ჰქონდა არ დაუნახავს, დანა არ დაუნახავს ი-----–- მ--–--ის ხელში. უშუალოდ დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ ნ-------- ხ-------–---–თან სხვა არავინ იყო ვისაც შეეძლო ასეთი დაზიანების მიყენება.
1.4. თ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის შსს ა-------ს რაიონული სამმართველოს ა--------ნის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 01 სექტემბერს სამსახურეობრივი ავტომანქანით მოძრაობდა კურორტ ა----------ში, ცენტრში არსებულ მაღაზიაში გაიგონა ხმამაღალი ყვირილის ხმა, იცნო ი-----–- მ--–--ე, რომელსაც გვერდით ედგა ორი მოქალაქე. ი-----–- მ--–--ე ნ-------- ხ-------–---–ის მიმართულებით იგინებოდა, მას აკავებდა დ--------------–---–ი და ლ-–------------ე. მანქანით სვლა შეანელა და დაინახა, რომ ი-----–- მ--–--ე დაუსხლტა ხელიდან აღნიშნულ პირებს და გაემართა ნ-------- ხ-------–---–ის მიმართულებით, რომელიც ეუბნებოდა ნ-------- ხ-------–---–ს მოგკლავ ამას არ შეგარჩენ, როგორ გამიბედეო. ამავე დროს ჯიბიდან ამოიღო დანა და მიდიოდა ნ-------- ხ-------–---–ისკენ. ამ მომენტში მისგან იმყოფებოდა 3-4 მეტრის მოშორებით, თან უახლოვდებოდა და დაუყვირა რას აკეთებო. ამ დროსვე მან მოასწრო მუცლის არეში ნ-------- ხ-------–---–ისათვის ერთხელ დანის დარტყმა და წავიდა ჩქარი ნაბიჯით შემთხვევის ადგილიდან, რომელსაც დანა ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. იგი ბრალდებულს უკან არ გაჰკიდებია, რადგან დაინახა, რომ ნ-------- ხ-------–---–ს მუცლის არედან სისხლი მოსდიოდა. ამასთან, იგი იყო მარტო, ხოლო ბრალდებულს ეჭირა დანა, თანაც საკმაოდ შორს იყო და ვეღარ დაეწეოდა. იქვე მყოფებმა ნ-------- ხ-------–---–ი წაიყვანეს საავადმყოფოში. მან მაშინვე შეატყობინა ხელმძღვანელ პირს მომხდარი ფაქტის შესახებ. დაახლოებით 15-20 წუთში იმყოფებოდა პოლიციაში, როდესაც მიიყვანეს დაკავებული ი-----–- მ--–--ე. მას უკვე სხვა მაისური ეცვა. ზოგადად ი-----–- მ--–--ეს მიდრეკილება აქვს ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისენ. მის მიმართ შედგენილია შემაკავებელი ორდერი ოჯახში დედის მიმართ ძალადობისათვის.
1.5. ო-–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 01 სექტემბერს იმყოფებოდა დ--- ა--------ნის ცენტრში არსებულ მაღაზიაში, გაიგონა ხმაური თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, გამოვიდა და დაინახა დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ხ-------–---–ი, რომელსაც მუცლიდან სისხლი მოდიოდა, იძახდნენ ი-----–- მ--–--ემ დაჭრაო. ასევე დაინახა ი-----–- მ--–--ე, რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა.
1.6. გ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. ცენტრში მაღაზიასთან იმყოფებოდნენ ნ-------- ხ-------–---–ი და ბრალდებული ი-----–- მ--–--ე. დაინახა, რომ ნ-------- ხ-------–---–ი დაჭრილი იყო, მას არ დაუნახავს ი-----–- მ--–--ის ხელში დანა. ჩხუბს შეესწრო და აშველებდა, ნ-------- ხ-------–---–ს ჭრილობა მიაყენეს ჩხუბის დროს. არ დაუნახავს ნ-------- ხ-------–---–ს დანა ი-----–- მ--–--ემ დაარტყა თუ არა.
1.7. მ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 01 სექტემბერს იმყოფებოდა დ--- ა----------ში, მიესალმა ნ-------- ხ-------–---–ს და შევიდა ცენტრში არსებულ მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად, ამ დროს ატყდა ჩოჩქოლი თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, გარეთ გამოსვლისას დაინახა მაღაზიის გვერდზე სისხლი, შემდეგ გაიგო, რომ ნ-------- ხ-------–---–ი დაუჭრიათ.
1.8. ბ---- თ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 01 სექტემბერს იმყოფებოდა დ--- ა----------ში, ხმაურმა მიიქცია მისი ყურადღება, დაინახა, რომ ნ-------- ხ-------–---–ი სისხლიანი იყო, დაზარალებული ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში, რაც შეეხება ი-----–- მ--–--ეს იგი არ დაუნახავს.
1.9. ი------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვიასას განმარტა, რომ 2017 წლის 01 სექტემბერს იმყოფებოდა დ--- ა----------ში, ცენტრში მაღაზიასთან დაინახა დაჭრილი პიროვნება ნ-------- ხ-------–---–ი. ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია მან მხოლოდ კედელზე მიწოლილი ნ-------- ხ-------–---–ი დაინახა, რომელსაც პერანგი გახსნილი ჰქონდა და სისხლი გადმოსდიოდა, დაზარალებული ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.
1.10. პ---–-------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,უ-----------–-ე’’ სამედიცინო ცენტრში და არის ექიმი ქირურგი. 2017 წლის 01 სექტემბერს სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ნ-------- ხ-------–---–ი, რომელიც პირდაპირ საოპერაციოში იქნა შეყვანილი. აღენიშნებოდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, ჰქონდა მარჯვნივ მეათე ნეკნის არტერიის ტოტის დაზიანება, ღვიძლის მარცხენა წილის დაზიანება, ბადე ქონის სისხლჩაქეცევა და დიაფრაგმაზული სისხლჩაქცევა, ჭრილობა იყო დაახლოებით 10-12 სანტიმეტრამდე, შემავალი მუცლის ღრუში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნ-------- ხ-------–---–ს ჩაუტარდა ოპერაცია.
1.11. 2017 წლის 01 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, (გამომძიებელი გ--------------–--ე), შემთხვევის ადგილი მდებარეობს დ--- ა----------ში რ---------–-ს ქუჩა N9--ის მიმდებარედ, ს-----------–---–ის სასურსათო მაღაზიასთან, ა---––--ე ა--------ნის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზის საფარი არის ასფალტის, მშრალ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები. ასევე მსგავსი ფერის ლაქების კვალი აღენიშნებოდა ცენტრალურ გზიდან ა---––--ის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის გარეთ ს-----------–---–ის სურსათის მაღაზიის გვერდით ხუთ ადგილას, რომელიც მონიშნული იქნა 1-5 ნიშნით. შემთხვევის ადგილზე იყო პატარა ზომის ხელნაკეთი ე.წ. ,,ტაბურეტკა’’ სკამი, რომელიც მონიშნული იქნა N6-ით და რომელსაც ასევე აღენიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქები, სკამთან ახლოს იყო ცარიელი თამბაქოს კოლოფი, რომელიც მონიშნული იქნა N7-ით და რომელსაც აღენიშნებოდა ასევე სისხლის მსგავსი ლაქები, იქვე თამბაქოს კოლოფთან იყო განსხვავებული სათვალე რომელიც მონიშნული იქნა N8 ნიშნით. შემთხვევის ადგილიდან მონიშნული N1, N2 N3, N4, N5 ნიშნებიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები, საექსპერტო კვლევის მიზნით, რომელიც დაილუქა. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა N6, N7 და N8 ნიშნებიდან პატარა ზომის ე.წ. ,,ტაბურეტკა’’ სკამი, რომელიც ეკუთვნის ს-----------–---–ს, ასევე სიგარეტის ცარიელი კოლოფი და დამსხვრეული სათვალე, აღნიშნული ნივთები დაილუქა სამ ფუთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტოფიქსაცია, რომელიც თან ერთვის ოქმს. მონაწილე პირი ს-----------–---–ი დაეთანხმა დათვალიერების ოქმს. ტომი 1; ს.ფ 4-9;
1.12. 2017 წლის 01 სექტემბრის ს-----–--- მ--–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, (გამომძიებელი შ-------------ე), გაჩხრეკილი იქნა დ--- ა----------ში ზ.ფ--–--–---–ის ქუჩა N25-ში მდებარე ს-----–--- მ--–--ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ყველა ოთახი და დამხმარე სათავსო, ს-----–--- მ--–--ის საცხოვრებელი სახლის გაჩხრეკის დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები ან და ნივთიერებები აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა. ტომი 1; ს.ფ 12-20;
1.13. 2017 წლის 01 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, (გამომძიებელი შ-----------–---–ი), ი-----–- მ--–--ე დაკავებულია 2017 წლის 01 სექტემბერს 15:34 საათზე. პირადი ჩხრეკისას რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი ვერ იქნა. ტომი 1; ს.ფ 22-29;
1.14. 2017 წლის 01 სექტემბრის ი-----–- მ--–--ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, (გამომძიებელი ს---------–-------–ვილი) საღამოს საათებში ხელოვნური განათების პირობებში მედდა შ------- გ------–-–---–ის დახმარებით, ი-----–- მ--–--ის ვენიდან აღებული იქნა 5გრ სისხლის ნიმუში შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, რომელიც დაილუქა ლუქით 32/3-ით. მონაწილე პირი შ------- გ------–-–---–ი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა ნიმუშის აღების ოქმს ტომი 1; ს.ფ 42-45;
1.15. 2017 წლის 01 სექტემბრის ი-----–- მ--–--ის ფრჩხილების ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, (გამომძიებელი ს---------–-------–ვილი) ღამის საათებში ხელოვნური განათების პირობებში ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებული ი-----–- მ--–--ის ორივე ხელის თითების ფრჩხილებიდან აღებული იქნა ფრჩხილების ანაწმენდი ნიმუში, რომელიც დაილუქა. ტომი 1; ს.ფ 46-49;
1.16. 2017 წლის 01 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, (გამომძიებელი ს---------–-------–ვილი) ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ელვა შესაკრავით, რომელსაც წინა მარჯვენა ჯიბეზე შიგნითა მხრიდან აღენიშნება მოწითალო სისხლის მსგავსი ლაქები და უკანა მხარეს ჯიბეებთან აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მსგავსი ლაქები, ასევე ამოღებული იქნა ლურჯი ფერის მაისური, რომელსაც რაიმე ლაქები და დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ტომი 1; ს.ფ 51-54;
1.17. 2017 წლის 01 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა შპს ,,უ-----------–-ე’’ ა---––--ის სამედიცინო ცენტრის საოპერაციოში მყოფი ნ-------- ხ-------–---–ის ტანსაცმელი. კერძოდ, შავი ფერის სპორტული სტილის შარვალი და ლურჯი ფერის მოკლე მკლავებიანი მაისური, რომლებსაც აღენიშნება სისხლის მაგავარი მუქი ფერის ლაქები და მაისურს აღენიშნება დაზიანების კვლები. ტომი 1; ს.ფ 56-60;
1.18. 2017 წლის 01 სექტემბრის სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, დღის საათებში ბუნებრივი განათების პირობებში ნ-------- ხ-------–---–ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, სისხლის ნიმუში 05 მილილიტრიან საინექციო შპრიცთან ერთად, რომელიც დაილუქა. ტომი 1; სფ. 62-65;
1.19. 2017 წლის 01 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად (გამომძიებელი გ--------------–--ე), ამოღებული იქნა ნ----–---–---------ის კუთვნილი აფთიაქის გარე სათვალთვალო პერიმეტრის ვიდეო ჩანაწერები. ნ----–---–---------ე დაეთანხმა ამოღების ოქმს. ტომი 1; ს.ფ 159-162;
1.20. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა DVD დისკი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ი-----–- მ--–--ე 2017 წლის 01 სექტემბერს 14 საათსა და 12 წუთზე გადაადგილდება დ--- ა----------ში.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხენ გამომძიებლები შ-----------–---–ი, გ-----------------ე, თ-----------------–--ე, შ-------------ე, გ--------------–--ე, ს---------–-------–ვილი, მ-----–-–-----ე რომლებიც დაეთანხმნენ მათ მიერ შედგენილ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებს და დაადასტურეს მათი სისწორე.
1.21. 2017 წლის 11 სექტემბერს N5--/05/9-4 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (ექსპერტი დ-------------–---–ი), შპს ,,უ-----------–-ე’’ ა---––--ის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N5----0-------ის მიხედვით ნ-------- ხ-------–---–ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი სწორ კიდეებიანი ჭრილობა ღვიძლისა და X ნეკნის არტერიის ტოტის დაზიანებით, სისხლჩაქცევები დიაფრაგმაზე და დიდ ბადექონზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.ტომი 1; ს.ფ 236-238;
ექსპერტმა დ-------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ადასტურებს დასკვნის სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
1.22. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- მ--–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 01 სექტემბერს შუადღით იმყოფებოდა დ--- ა----------ში დ--------------–---–თან და ლ-–------------ესთან ერთად, გამოვიდნენ კაფედან ჩასხდნენ ტაქსში და მივიდნენ ა--------ნის ცენტრში არსებულ მაღაზიასთან. მას მოუხდა კონფლიქტი ნ-------- ხ-------–---–თან, რომელსაც გაეხუმრა და უთხრა რომ კარგი სათვალე ჰქონია. რაზეც ნ-------- ხ-------–---–ი გახდა აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა. მასთან თანმხლებმა პირებმა იგი გამოიყვანეს, თუმცა ნ-------- ხ-------–---–ი არ ჩერდებოდა და ისმოდა მისი მისამართით შეურაცმყოფელი სიტყვები. ბოლოს ძალიან მწარედ შეაგინა, რის გამოც აღელდა, ვერ მოითმინა და უკან მიბრუნდა. მივიდა და მიმართა კითხვით ,,მე მაკადრე?“ იგი დაეთანხმა და დაიწყო ჩხუბი. ნ-------- ხ-------–---–ი არის მასზე ტანმაღალი და ძლიერი. ჩხუბის დროს მიხვდა, რომ ერეოდა. სწორედ ამ დროს აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა თავდაცვის მიზნით იხმარა დანა. მას ნ-------- ხ-------–---–ის მოვკლის განზრახვა არ ჰქონია, ფიქრობდა ნ-------- ხ-------–---–ს ფეხში დაარტყავდა დანას მოგერიების მიზნით, თუმცა დანა მოხვდა ღვიძლში, რასაც დღემდე ნანობს, დანა რომელიც გამოიყენა გადააგდო, ტანსაცმელი კი გამოიცვალა, მას ნ-------- ხ-------–---–ის მოკვლაში არაფერი არ უშლიდა ხელს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
3.ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია განზრახ მკვლელობის მცდელობა.
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული და თვით მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი-----–- მ--–--ემ ნ-------- ხ-------–---–ს დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა დანა შემთხვევის შემდეგ გადააგდო მდინარეში. დაცვის მხარე სადავოდ ხდის ბრალდებულის მიერ ნ-------- ხ-------–---–ის მოკვლის განზრახვის არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ დაზარალებული განაწყენდა ბრალდებულის დამცინავ შენიშვნაზე და ამის გამო ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წარმოიშვა უთანხმოება. ისინი სიტყვიერად შელაპარაკდნენ, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, რადგან ადგილზე მყოფმა პირებმა გააშველეს და ბრალდებული წაიყვანეს 10-20 მეტრის მოშორებით. მასთან მყოფი პირები დარწმუნდნენ, რომ კონფლიქტი აღმოიფხვრა. თუმცა დაზარალებულმა ბრალდებულს შეაგინა დედის მისამართით, რაზეც ბრალდებული გაბრაზდა, მიბრუნდა შემთხვევის ადგილზე და ზურგით მდგომ ნ-------- ხ-------–---–ს დაარტყა. მობრუნებულმა დაზარალებულმა დაინახა, რომ ი-----–- მ--–--ე იდგა და უქნევდა ხელებს და ფეხებს. დაზარალებული ცდილობდა ბრალდებულს არ ეცემა და უწევდა წინააღმდეგობას. ი-----–- მ--–--ის განმარტებით დაზარალებული მასზე ძლიერია, იგი ჩხუბის დროს მიხვდა, რომ დაზარალებული ერეოდა და ნაცვლად იმისა, რომ შეეწყვიტა ჩხუბი, ჯიბიდან ამოიღო დანა და დაარტყა დაზარალებულს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასვნის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა 9-10 სმ. სიგრძის შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში. საქმის მასალებიდან არ ირკვევა და დაცვის მხარესაც არ განუცხადებია იმის შესახებ, რომ ჩხუბის დროს ი-----–- მ--–--ემ მიიღო სხეულის რაიმე სახის დაზიანება. დაკავების დროს ბრალდებულს შემთხვევის შედეგად გამოწვეული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებული ბრალდებულისათვის არ წარმოადგენდა საფრთხის წყაროს იმგვარად, რომ იძულებული გამხდარიყო მოეგერიებინა დაზარალებული და ამისათვის გამოეყენებინა ცივი იარაღი. დაზარალებულის ქმედებას არ გამოუწვევია კონფლიქტი. ის გარემოება, რომ სიტყვიერი შელაპარაკების დასრულების შემდეგ ბრალდებული კვლავ მიბრუნდა დაზარალებულთან და დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ამასთან, ბრალდებულის განმარტება, რომ ჩხუბის დროს მიხვდა, რომ დაზარალებული ერეოდა, მიუთითებს ბრალდებულის მიერ ნ-------- ხ-------–---–ის მოკვლის განზრახვაზე, რომელიც მას წარმოეშვა მას შემდეგ რაც დაზარალებულმა შეაგინა დედის მისამართით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განზრახვა შესაძლებელია იყოს როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს, რომ სდომებოდა დაზარალებულის მოკვლა, შეეძლო სხვა ჭრილობების მიყენებაც, რაც მის აუცილებელ გარდაცვალებას გამოიწვევდა. გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევა მოხდა დღისით, ხალხმრავალ ადგილას. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირება იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მათ ვერ მოასწრეს ჩარევა, რათა შემთხვევა აეცილებინათ თავიდან. დაზარალებული მიუთითებს, რომ როდესაც ჩხვლეტა იგრძნო მაშინვე დაიყვირა ,,დამჭრა“ და ამ მომენტშივე გაისმა ქალის კივილი ,,დაჭრეს“. ი-----–- მ--–--ე გაერიდა შემთხვევის ადგილს. ადგილზე მყოფები დაუყოვნებლივ მივიდნენ დაჭრილთან და მიიღეს ზომები მისი საავადმყოფოში გადასაყვანად. ეს გარემოებები იყო დამაბრკოლებელი იმისა, რომ ი-----–- მ--–--ემ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ნ-------- ხ-------–---–ი გადაურჩა სიკვდილს.
ი-----–- მ--–--ის ქმედება შედეგის დადგომის (გარდაცვალების) მიზნით იყო განხორციელებული, ვინაიდან, ბრალდებული იყო შეურაცხყოფილი დედის მისამართით შეგინებით დაზარალებულის მხრიდან. ამასთან, იცოდა, რომ სისუსტისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შურს ვერ იძიებდა მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით. ამ გარემოებების შესახებ ბრალდებულმა იცოდა მაშინაც, როდესაც შეგინების შემდეგ გადაწყვიტა დაზარალებულთან ფიზიკური ანგარიშსწორება, მიბრუნდა შემთხვევის ადგილზე და დანა დაარტყა მიცლის ღრუში ნ-------- ხ-------–---–ს. დანის ადამიანისათვის დარტყმით (მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით) მისი გარდაცვალების ალბათობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით დადასტურებულად დგინდება, რომ ი-----–- მ--–--ეს ნ-------- ხ-------–---–ის მოკვლის განზრახვა გააჩნდა.
ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–- მ--–--ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას და ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ი-----–- მ--–--ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ი-----–- მ--–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
5. სასჯელის დასაბუთება:
ი-----–- მ--–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- მ--–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდგომი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- მ--–--ეს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- მ--–--ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით;
2. ი-----–- მ--–--ის (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 01 სექტემბრიდან;
3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - პატარა ზომის ხის სკამი, ნ-------- ხ-------–---–ისა და ი-----–- მ--–--ის სისხლის ნიმუშები, სისხლისმაგვარი ლაქები, გატეხილი სათვალე, ცარიელი თამბაქოს კოლოფი, ი-----–- მ--–--ის ფრჩხილის ანაწმენდები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
-ი-----–- მ--–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ი-----–- მ--–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ნ-------- ხ-------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ-------- ხ-------–---–ს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი