განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
160141318002400149
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002400149

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/96-18 5 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N024110418004)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური, ნინო პაპაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ხათუნა მენაბდიშვილი

 

ბრალდებული: ს--–----- ო--------

მამის სახელი: ვალი

დაბადებული: 1965 წლის 4 მაისი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმანისი, სოფელი მამიშლო

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

ს--–----- ო-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში მდებარე ბ----- გ---------ვას საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთში ს--–----- ო-------მა, ვალის თაობაზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, დას - ბ----- გ---------ვას კისრისა და კეფის არეში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო შემდეგ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის გამოც ბ----- გ---------ვამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ბ----- ო-------ას დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად მამის სახელი მითითებულია - ვალი ო--------.

 

ს--–----- ო--------ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად მამის სახელი მითითებულია - ვალი ო--------.

 

2008 წლის 21 მარტის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად საცოლედ მითითებულია - ბ----- ო-------ა, საქმროდ მითითებულია ხალიდ გ---------ვი. ბ----- ო-------ას ქორწინების შემდეგ მიენიჭა გვარი- გ---------ვა.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი დაზარალებულ ბ----- გ---------ვას გამოკითხვის ოქმით დგინდება რომ ს--–----- ო-------- არის მისი ძმა.

 

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს--–----- ო-------- და ბ----- გ---------ვა არიან ოჯახის წევრები.

 

2.2. ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 13 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №002429118 დასკვნის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით ბ----- გ---------ვას 12.04.18წ. ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 17 აპრილის სამედიცინიო ექსპერტიზის №002513318 დასკვნის თანახმად, შპს დმანისის მედიქალ პარკი საქართველოს მიმღები განყოფილების გადაუდებელი დახმარების ბარათი #882-ის მონაცემებით ბ----- გ---------ვას 11.04.18 აღენიშნებოდა ექსკორიაციები ორივე სხივ-მაჯის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო ბარათში არსებული მონაცემებით დაზიანებების ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა.

 

დაზარალებულ ბ----- გ---------ვას გამოკითხვის ოქმით დგინდება რომ 2018 წლის 11 აპრილს თანხასთან დაკავშირებული კამათის გამო მისმა ძმამ- ს--–----- ო-------მა კისრისა და კეფის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, შემდეგ კი მუცელში ჩაარტყა ფეხი. დარტყმისგან ბ----- გ---------ვამ იგრძნო ფიზიკური ტკივილი.

 

ხალიდ გ---------ვის გამოკთხვის ოქმით დგინდება რომ 2018 წლის 11 აპრილს მასთან სახლში მივიდა მისი მეუღლის ბ----- გ---------ვას ძმა ს--–----- ო--------. ამ დროს იმყოფებოდნენ სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში. მისმა მეუღლემ და ს--–----- ო-------მა დაიწყეს საუბარი, რაც გადაიზარდა ჩხუბში. მოწმის განმარტებით ს--–----- ო-------მა მის მეუღლეს ბ----- გ---------ვას დაარტყა გაშლილი ხელი კისრისა და კეფის არეში, შემდეგ კი მუცელში ჩაარტყა წიხლი, რა დროსაც მისი მეუღლე ძირს წაიქცა.

 

2018 წლის 11 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე დმანისის რაიონი, სოფელ მამიშლოში (ხალიდ კურბანოვის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთი), რაც დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ს--–----- ო-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

აღნიშნულით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს--–----- ო-------მა ოჯახის წევრის დის-ბ----- გ---------ვას მიმართ განახორციელა ძალადობა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ს--–----- ო--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ს--–----- ო--------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: ხალიდ გ---------ვის, ბ----- გ---------ვას, მარინა ხალილოვას, ჯახანდარ გუსეინოვის, რობერტი ოკმელაშვილის, მარინა მენაბდეს, ჟანეტა ტატუაშვილი-ნინიაშვილის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 11 აპრილის დათვალიერების ოქმი, დაბადების აქტების ჩანაწერები, 2018 წლის 16 აპრილის ამოღების ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის №002429118 და №002513318 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ს--–----- ო--------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ს--–----- ო--------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ს--–----- ო-------მა ბ----- გ---------ვას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან, სოფელ მამიშლოში მცხოვრები პირების მიერ ხასიათდება დადებითად, ასევე სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.

 

საგულისხმოა, რომ ბრალდებული ს--–----- ო-------- წარსულში არ არის ნასამართლევი და შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა.

 

5.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ს--–----- ო-------ს უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხომოცი) საათის ხანგრძლივობით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.) საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით 2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით) მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65(სამოცდახუთი) საათის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ს--–----- ო-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩედენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხომოცი) საათის ხანგრძლივობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით) მას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65(სამოცდახუთი) საათის ვადით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ს--–----- ო--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე