გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210117002083246
საქმე №2/1398-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი, მარიამ საძაგლიშვილი
მოსარჩელე - შპს „მ-----------------------------–-------------------ი+“
წარმომადგენელი - ს--–--------–--ე
მოპასუხეები - გ---------------–---–ი
დ------–-–--–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
ლ------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
ვ--------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - გ---------------–---–ი (დ------–-–--–---–ის წარმომადგენელი)
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - გ---------------–---–ს, ლ------------–---–ს, ვ--------------–-–---–ს და დ------–-–--–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 31 ოქტომბრის №4856266-983 ხელშეკრულების საფუძველზე 4650 ლარის გადახდა, საიდანაც 4000 ლარი არის სესხის ძირითადი ნაწილი, 90 ლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი, 560 ლარი - ჯარიმა;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება:
2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „მიკროსაფინასო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“-სა და მოპასუხეებს: გ---------------–---–ს, ლ------------–---–ს, ვ--------------–-–---–სა და დ------–-–--–---–ს შორის დაიდო სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ---------------–---–ის სახელზე 30 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 4000 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 280 ლარს. მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა 2016 წლის 28 ნოემბრამდე, 7 დღეში ერთხელ 1070 ლარის გადახდის გზით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა ლ------------–---–მა, ვ--------------–-–---–მა და დ------–-–--–---–მა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „მიკროსაფინასო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გადაიხადა მხოლოდ დავალიანების ნაწილი 190 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 4650 ლარს, საიდანაც 4000 ლარი არის სესხის ძირ თანხა, 90 ლარი - სარგებელი, 560 ლარი - შემცირებული ჯარიმა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მის მიერ მოთხოვილი ჯარიმა გამომდინარეობს თავად ხელშეკრულებიდან და შეადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგ ოდენობას, რაც შეადგენს 840 ლარს, მაგრამ კრედიტორის მხრიდან ჯარიმის ოდენობა შემცირდა 560 ლარამდე (იხ.სარჩელი და 25.04.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, თუმცა შესაგებელში არა არის მითითებული კონკრეტული გარემოებები. სასამართლო სხდომაზე გ---------------–---–მა, როგორც მოპასუხემ და მოპასუხე დ------–-–--–---–ის წარმომადგენელმა, სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასატეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო მაღალია. რაც შეეხება მოპასუხეებს: ლ------------–---–ს, ვ--------------–-–---–ს, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „მ-----------------------------–-------------------ი+“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობის და თავდებობის №4856266-983 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ---------------–---–ზე გაიცა სესხი 4000 ლარის ოდენობით 2016 წლის 28 ნოემბრამდე. სესხი იყო სარგებლიანი და პროცენტის ოდენობა განისაზღვრა 280 ლარით და მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა შვიდ დღეში ერთხელ 1070 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 1.14 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, სესხს დამატებით დაერიცხება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
4.2. ხელშეკრულების (ხელშეკრულების ვადა 30 დღე) პირობები დაირღვა 2016 წლის ნოემბრიდან, ვალდებულების შესრულების პირველივე დღესვე, მათ გადაიხადეს მხოლოდ 190 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სალაროდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.3. მოპასუხეთა დავალიანება სესხის, გირავნობის და თავდებობის №4856266-983 ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 4650 ლარს, საიდანაც 4000 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 90 ლარი - სარგებელი, ხოლო 560 ლარი ჯარიმა (შემცირებული) - პროცენტის სამმაგი ოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ შპს „მ-----------------------------–-------------------ი+”-ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
7.5. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ”მ-----------------------------–-------------------ი+”-სა და გ---------------–---–ს, ლ------------–---–ს, ვ--------------–-–---–ს და დ------–-–--–---–ს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის 1.2. პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების ძირითადი პირობები, საპროცენტო სარგებლის დარიცხვის წესი და სხვა არსებითი პირობები. ამავე ხელშეკრულების 1.13 პუნქტით ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის განისაზღვრა ჯარიმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობით.
ამდენად, მხარეთა შორის დადებული იქნა რა ხელშეკრულება, შესაბამისად, წარმოიშვა მისი შესრულების ვალდებულება, ხოლო კრედიტორის მხრიდან მოვალის მიმართ მისი შესრულების მოთხოვნის უფლება. ამასთან, მოპასუხე მხარეს, გიორგი ხიზნიშვილს და დ------–-–--–---–ს სადავოდ არ გაუხდიათ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, ასევე სადავოდ არ გაუხდიათ მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, მათ მხოლოდ პირგასამტეხლოს მოხსნა და თანხის განაწილვადება მოითხოვეს მოსარჩელისაგან. დანარჩენი მოპასუხეები კი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
7.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ლ------------–---–ი, ვ--------------–-–---–ი და დ------–-–--–---–ი, როგორც სოლიდარული თავდებები, ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის სრულად აგებდნენ პასუხს მოსარჩელის წინაშე და კისრულობდნენ ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შუსრულებლობის ამ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
ამდენად, კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული ნორმების დაცვით მოხდა რა, მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, როგორც ძირითადი მოვალის, ასევე სოლიდარული თავმდებების წინაშეც წარედგინა თავისი სასარჩელო მოთხოვნა.
რაც შეეხება ჯარიმას (პირგასამტეხლოს) სასამართლო მხედველობაში იღებს რა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულება წარმოადგენს სარგებლიან სესხს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს, სასამართლო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს იმ თანხას რაც, მოსარჩელეს აქვს მითითებული სარჩელში, მითუმეტეს, რომ ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებულია სასარჩელო მოთხოვნით შემცირებულია თავად მოსარჩელის მიერ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით მოსარჩელე მხარემ დაადასტურა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულების არსებობის ფაქტი, შესაბამისად, სარჩელი არის დასაბუთებული და საფუძვლიანი.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოსსა ხელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილორივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილშიც და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, სახელმწიფო ბაჟი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 190 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 123.14 ლარი (მოპასუხის მიერ აღიარებული ძირი თანხისა და სარგებლის ფარგლებში), ხოლო დარჩენილი 66.86 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეებს: გ---------------–---–ს, ლ------------–---–ს, ვ--------------–-–---–ს და დ------–-–--–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 66.86 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გ---------------–---–ს (პ/№59001002115) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. გორში, შარტავას ქ. №124, ს/კ 66.05.13.285.01.031 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უჩვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. შპს ”მ-----------------------------–-------------------ი+”-ის სარჩელი მოპასუხეების: გ---------------–---–ის, ლ------------–---–ის, ვ--------------–-–---–ის და დ------–-–--–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს: გ---------------–---–ს, ლ------------–---–ს, ვ--------------–-–---–ს და დ------–-–--–---–ს მოსარჩელე შპს ”მ-----------------------------–-------------------ი+”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4650 ლარის გადახდა, საიდანაც 4000 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 90 ლარი - სარგებელი და პირგასამტეხლო - 560 ლარი.
3. მოსარჩელეს ”მ-----------------------------–-------------------ი+”-ს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 140 ლარიდან და 50 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 123.14 ლარი, ხოლო დარჩენილი 16.86 ლარი და 50 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხეებს: გ---------------–---–ს, ლ------------–---–ს, ვ--------------–-–---–ს და დ------–-–--–---–ს მოსარჩელის შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+”-ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 66.86 ლარის (სარჩელზე 16.86 ლარი და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე) გადახდა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი