გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210117002054075 (2/1524-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.0-.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს ,,თ----------ი"
წარმომადგენელი ნა--------–-ა
მოპასუხე ი-----------
მოპასუხე დ-----------
მოპასუხე ლ-----------
მოპასუხე ს----------------
დავის საგანი: კრედიტის დაფარვა, თანხის დაკისრება
აღწერილობით- ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-----------ს, დ-----------ს, ლ-----------ს და ს----------------სთვის სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად 4248,38 ლარის (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 3227,37 ლარი, პროცენტი 458,93 ლარი, ჯარიმა 552,25 ლარი, დაზღვევა 9,83 ლარი) დაკისრება.
1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 26.06.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 3227,37 ლარზე აღსრულებამდე წლიური 27 %-ის დარიცხვა და გადახდა
1.3. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 26.06.2--- წ-დან სესხის ძირ თანხაზე 3227,37 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5 %-ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
1.4. თ-თოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვროს ცალ-ცალკე 9490 ლარით.
1.5. ი-----------ს, დ-----------ს, ლ-----------ს და ს----------------სთვის სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 268,19 ლარის, უძრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის, საადვოკატო მომსახურების 357,59 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობით შესაგებელში ი-----------მ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა არ მიუთ-თა კონკრეტულად რა ნაწილში. ითხოვს ახალი გრაფიკის დაწესებას.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ი-----------, იგი აღიარებს დავალიანების არსებობას, თუმცა მიუთ-თებს, რომ მისი ოჯახური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით სესხის ერთ-ანად დაბრუნება არ შეუძლია.
სხვა მოპასუხეების პოზიცია უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს ,,თ----------სა" და ი-----------ს შორის 0-.03.2--- წ დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 0-.03.2018 წ გაიცა კრედიტი 7300 ლარის ოდენობით.
წლიური საპროცენტო განაკვეთ- განისაზღვრა 27 %-ით, კრედიტის ვადა 01.03.2018 წ-მდე.
კრედიტის დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებული გრაფიკით დადგენილი წესით და ოდენობით.
გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი პირგასამტეხლო 10 ლარი, რასაც ემატება 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულება ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება 0-.03.2--- წ
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0-.03.2--- წ
3.2. ი-----------ს კრედიტის უძრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო დ-----------სთან, და------------სთან და ს----------------სთან.
მათ იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად და სრულად დაფარონ მსესხებლის დავალიანება.
თ-თოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა ცალ-ცალკე 9490 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება 0-.03.2--- წ
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0-.03.2--- წ
-თავდებობის ხელშეკრულებები 0-.03.2--- წ
3.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 02.02.2--- წ და გადახდა არ ხორციელდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)
3.4. 26.06.2--- წ მდგომარეობით მოპასუხეთა სოლიდარულმა დავალიანებამ შეადგინა 4567,38 ლარი, საიდანაც სესხის ძირია 354-,37 ლარი, პროცენტი 458,93 ლარი, ჯარიმა 552,25 ლარი, დაზღვევა 9,83 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთ-თა, რომ სესხის ძირი შემცირდა 319 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ცნობა დავალიანების შესახებ
-ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (გადახდების ისტორია)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 401-ე, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 4-3-ე, 4-4-ე, 623-ე, 867, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ- საფუძველი არის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთ-ლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთ-ერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებათა საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთ-.
ბანკსა და მსესხებელს შორის პროცენტის განაკვეთ- შეთანხმებულია. მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზიები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლის დანაწესებით მხარეები ინაწილებენ მტკიცების ტვირთს და თვითონ წარუდგენენ მტკიცებულებებს სასამართლოს. თ-თოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით- თუ ნივთ-ერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთ-ერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებით- ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელთა მიმართ არსებობს ეს პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილება გამოწვეულია მოპასუხეთა და არა მოსარჩელის ბრალით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე და 418–ე მუხლების დანაწესებით, მოპასუხეებს აქვთ ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. გარდა ამისა, 411–ე მუხლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-3-ე-4-4-ე მუხლებით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თ-თოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით- აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი მსესხებლის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟის სახით 268,19 ლარი, უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარი, საადვოკატო მომსახურების 357,59 ლარი, რაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 18.08.2--- წ განჩინებით მოპასუხე ლ-----------ს (პ/ნ 4---------0) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ს/კ 4-.1--3--0-- (მისამართ----------–------------------ე) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.სს ,,თ----------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ი-----------ს, დ-----------ს, ლ-----------ს და ს----------------ს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4248,38 ლარის (მ/შ სესხის ძირითადი თანხა 3227,37 ლარი, პროცენტი 458,93 ლარი, ჯარიმა 552,25 ლარი, დაზღვევა 9,83 ლარი) გადახდა.
1.2. ი-----------ს, დ-----------ს, ლ-----------ს და ს----------------ს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე 3227,37 ლარზე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 26.06.2--- წ-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაერიცხოს და გადახდეს წლიური 27 %.
1.3. ი-----------ს, დ-----------ს, ლ-----------ს და ს----------------ს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე 3227,37 ლარზე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 26.06.2--- წ-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე გადახდეს ყოველდღიური 0,5 %, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
1.4. დ-----------ს, ლ-----------ს და ს----------------ს მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვროს ცალ-ცალკე თ-თოელის 9490 ლარით.
1.5. ი-----------ს, დ-----------ს, ლ-----------ს და ს----------------ს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 268,19 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის, საადვოკატო მომსახურების 357,59 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა