განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002445116
№1/93-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - წ------- ვ--, დაბადებული 1----–-–------------ს, ჩ------- მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), ს-–----–----------–--ის მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ჩინეთი, ქალაქი შ------, რაიონი ფ--–----, დ---------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ბ-–---------;
ადვოკატი - ო-–--- გ-----–---, მ------ რ------;
თარჯიმანი - ხ------- ბ------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 10:55 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბ-–---------- და ა-----–-–-, შპს ,,ჩ------- რკინიგზის 2----------------------------------------------–---–-ს’’ მიერ წარმოებული სარკინიგზო მეშვიდე გვირაბის მშენებლობისას, აღმოსავლეთ პორტალში განხორციელებული მორიგი აფეთქების დროს, წ------- ვ--სა და ჩ------- ლ---- მიერ ,,აფეთქებითი სამუშაოებისას ერთიანი უსაფრთხოების წესების’’ დარღვევის შედეგად, სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს გვირაბში მომუშავე შემდუღებელმა - დ----- მე-–----მ, ნ---- კ----–--ლმა და ფ-------- გ------ემ.
2. წ------- ვ--მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ წ------- ვ--ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულების: დ----- მ--–-----, ნ---- კ----–--ლისა და ფ-------- გ------ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: ნ----ლოზ ბ--------, მ----- ლ-------–---–--, ა------- გ--–-–---–--, ჟ--- ქ---------, ბ------ ჭ------, ი--- ზ---------, ლ--- ჩ-------ს, მა ტ--–-----, დ------–--- რ---------, პ--- ქ----------, ი----- ბ------- და დ----- მ--–----- გამოკითხვის ოქმები; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დ----- ბ---–------ მიმართ; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნ---- კ----–--ლის მიმართ; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ფ-------- გ------ის მიმართ; დ----- მ--–-----, ნ---- კ----–--ლის და ფ------- გ------ის სამედიცინო დოკუმენტაცია; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ამოღების ოქმები; საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია წ------- ვ--ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 240-ე მუხლი) სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაობეისას. დანაშაულის ობიექტური მხარე მდგომარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. მაშასადამე, ქმედების ობიექტური შემადგენლობა მოიცავს: 1) მოქმედებას ან უმოქმედობას (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევა); 2) შედეგს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება); 3) მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სამთო სამუშაოებში იგულისხმება სამუშაოთა კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის ამოღებასთან, გვირაბის გაყვანასთან და სხვა. სამთო სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები განსაზღვრულია სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ისეთი, როგორიცაა ,,უსაფრთხოების ერთიანი წესები საბადოების მიწისქვეშა ხეხით დამუშავებისას'', ,,უსაფრთხოების ერთიანი წესები აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას''. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმის გასარკვევად, თუ რა სახის სამუშაოთა წარმოების წესი დაირღვა და რაში გამოიხატა იგი, უნდა მივმართოთ შესაბამის ნორმატიულ აქტებს. განსხილველ დანაშაულს, მატერიალური შემადგენლობა აქვს და დამთავრებულად ითვლება ზემოთაღნიშნული წესების დარღვევის შემდეგად ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე ზიანის მიყენების მომენტიდან. დაზარალებული შეიძლება იყოს როგორც სამთო, სამშენებლო თუ სხვა სამუშაოთა მწარმოებელი პირი, ისე გარეშეც. დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც დაკავშირებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებასთან, ე.ი. ის, ვინც თავისი თანმდებობრივი მდგომარეობით ან პროფესიული ფუნქციით მოვალეა დაიცვას უსაფრთხოების სპეციალლური წესები მითითებულ სამუშაოთა წარმოებისას. დანაშაული გაუფთხილებელია და იგი შეიძლება გამოიხატოს, როგორც თვითიმედოვნების, ისე დაუდევრობის სახით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით წ------- ვ--მ ჩაიდინა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. წ------- ვ--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
12. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრების მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წ------- ვ--ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს ეტაპობრივად ანაზღაურებს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონპენსაციის გადაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, წ------- ვ--ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
14. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
წ------- ვ-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
წ------- ვ--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ფ------- გ------ის ორი ცალი რენტგენოფირი და კომპიუტერული ტომოგრაფიის ამსახველი ორი ცალი „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე