გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
080210017001784551
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210017001784551

№ 2/218-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივნისი 2018 წ ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთი“;

წარმომადგენელი ელ------- ხ----ურიძე;

მოპასუხე ა-–-----დრე კ--–-ძე;

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ა-–-----დრე კ--–-ძის უკანონო მფლობელობიდან შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გეგუთში (ს/კ 2-----------) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომრეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

 

მოსარჩელის განმარტებით, აუქციონის საფუძველზე 2016 წლის 25 ივლისს აუქციონზე შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთიმ“ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გეგუთში (ს/კ 2-----------), რომელიც შეძენამდე ეკუთვნოდა მოპასუხე ა-–-----დრე კ--–-ძეს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ანთავისუფლებს მათ კუთვნილ უძრავ ქონებას.

 

2. მოპასუხისპოზიცია.

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო (იხ. სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთის, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გეგუთში (ს/კ 2-----------) მესაკუთრეა შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთი“ და აღნიშნულ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ა-–-----დრე კ--–-ძე. (იხ. ს.ფ. 16-17)

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეებს განსახილველ დავაში სადავო არცერთი გარემოება არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე წარმოადგენს წყალტუბოს რაიონი სოფელი გეგუთში (ს/კ 2-----------) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს და აღნიშნულ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია;

7. საპროცესო ხარჯები.

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი;

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ სარჩელი.

1.1. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ა-–-----დრე კ--–-ძის უკანონო მფლობელობიდან შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ (ს/ნ 404395668) სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გეგუთში (ს/კ 2-----------) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ (ს/ნ 404395668);

1.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ალიანს ჯგუფი ფროფერთის“ 2016 წლის 20 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TEBAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

2. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე