გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2529-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე - სს----------------–------–-------------ი
წარმომადგენელი - და-----------–---–ი
მოპასუხე - ნა----------–--ე
წარმომადგენელი - შო-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნა----------–--ეს სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2012 წლის 28 ნოემბრის #1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საიჯარო ქირა 28050 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე ნა----------–--ეს სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2012 წლის 28 ნოემბრის #1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 % დარიცხული საურავის 19770 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ნა----------–--ეს სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საიჯარო ფართის ფაქტობრივად გამოყენებული პერიოდისათვის საიჯარო ქირის 7650 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს აუქციონის შედეგად სს----------------–-----–------------ს და ნა----------–--ეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება #1, რომლის თანახმად, ნა----------–--ეს 3 წლის ვადით იჯარით გადაეცა სპორტული დარბაზი, მდებარე: ქ. რუსთავი, შარტავას გამზირი #4, ყოველთვიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 1275 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების განმვლობაში საიჯარო ქირას უნდა შეედგინა 45900 ლარი, თუმცა ნა----------–--ემ აღნიშნული თანხა გადაიხადა ნაწილობრივ, კერძოდ, 17850 ლარის ოდენობით, მოპასუხის მიერ ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ დროულად არ იქნა დაცლილი დაკავებული ფართი და ფაქტობრივად სარგებლობისათვის 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისამდე გადასახადმა შეადგინა 7650 ლარი.
საიჯარო ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საურავის ოდენობამ შეადგინა 19770 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს----------------–------–-------------ის წარმომადგენელი ითხოვს:
მოპასუხე ნა----------–--ეს სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2012 წლის 28 ნოემბრის #1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საიჯარო ქირა 28050 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ნა----------–--ეს სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2012 წლის 28 ნოემბრის #1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 % დარიცხული საურავის 19770 ლარის გადახდა.
მოპასუხე ნა----------–--ეს სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საიჯარო ფართის ფაქტობრივად გამოყენებული პერიოდისათვის საიჯარო ქირის 7650 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნა----------–--ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მას სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გააჩნია დავალიანება საიჯარო ფართის ფაქტობრივად გამოყენებული პერიოდისათვის 7650 ლარის ოდენობით, დარჩენილი თანხა კი მას სრულად გადახდილი აქვს სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 28 ნოემბერს აუქციონის შედეგად სს----------------–-----–------------ს და ნა----------–--ეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება #1, რომლის თანახმად, ნა----------–--ეს 3 წლის ვადით იჯარით გადაეცა სპორტული დარბაზი, მდებარე: ქ. რუსთავი, შარტავას გამზირი #4, ყოველთვიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 1275 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
მტკიცებულება: საიჯარო ხელშეკრულება #1 (ს.ფ. 17-19)
3.1.2. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2014 წლის 28 მარტს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარტის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 24)
3.1.3. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2014 წლის 30 ივლისს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ივლისის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 25)
3.1.4. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2014 წლის 01 დეკემბერს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნოემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 26)
3.1.5. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2014 წლის 28 თებერვალს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თებერვლის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 29)
3.1.6. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 26 აპრილს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპრილის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 30)
3.1.7. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 28 ივნისს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ივნისის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 31)
3.1.8. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 28 დეკემბერს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დეკემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 32)
3.1.9. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 28 ოქტომბერს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ოქტომბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 33)
3.1.10. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 03 ოქტომბერს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სექტემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 34)
3.1.11. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 10 სექტემბერს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აგვისტოს თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 35)
3.1.12. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 28 თებერვალს ჩარიცხული იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თებერვლის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 37)
3.1.13. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 ნოემბერს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნოემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 65)
3.1.14. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 ოქტომბერს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ოქტომბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 66)
3.1.15. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 სექტემბერს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სექტემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 67)
3.1.16. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 აგვისტოს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აგვისტოს თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 68)
3.1.17. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 ივნისს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ივნისის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 69)
3.1.18. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 მაისს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე მაისის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 70)
3.1.19. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 მარტს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარტის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 71)
3.1.20. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 თებერვალს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თებერვლის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 72)
3.1.21. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 25 აგვისტოს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აგვისტოს თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 73)
3.1.22. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 თებერვალს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თებერვლის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 72)
3.1.23. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2013 წლის 25 ნოემბერს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნოემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 117)
3.1.24. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2013 წლის 28 ივლისს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ივლისის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 118)
3.1.25. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2014 წლის 24 იანვარს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იანვრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 125)
3.1.26. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2014 წლის 24 აპრილს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპრილის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 126)
3.1.27. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2014 წლის 22 მაისს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მაისის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 127)
3.1.28. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2014 წლის 26 ივნისს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ივნისის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 128)
3.1.29. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2014 წლის 26 სექტემბერს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სექტემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 129)
3.1.30. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2014 წლის 29 ოქტომბერს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ოქტომბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 130)
3.1.31. ნა----------–--ის მიერ სს----------------–-----–------------ის სასარგებლოდ 2014 წლის 27 ნოემბერს გადახდილი იქნა 2012 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე დეკემბრის თვის საიჯარო თანხა 1275 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 131)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 373-ე, 581-ე, 623-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 28 ნოემბერს აუქციონის შედეგად სს----------------–-----–------------ს და ნა----------–--ეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება #1, რომლის თანახმად, ნა----------–--ეს 3 წლის ვადით იჯარით გადაეცა სპორტული დარბაზი, მდებარე: ქ. რუსთავი, შარტავას გამზირი #4, ყოველთვიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 1275 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორების წესით კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ,,ვითი ბი ბანკი ჯორჯია''-ს რუსთავის ფილიალი, ბანკის კოდი 220101607; ა/ა 4443408 ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნა----------–--ის მიერ ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულება საიაჯრო ქირის 35700 ლარის გადახდის თაობაზე შესრულებული იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით, კერძოდ, სს----------------–------–-------------ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ხოლო დარჩენილი თანხა მან პირადად გადაუხადა მოდუსის დირექტორს რა----------–-–---–ს. საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაიკითხა რა----------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ საიჯარო პერიოდის განმავლობაში, ნა----------–--ემ სრულად და დროულად დაფარა საიჯარო ქირა, კერძოდ, ნაწილი შეიტანა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხა რა----------–-–---–ს გადაუხადა პირადად, აღნიშნული თანხა, მან როგორც სსიპ პროფესიული კოლეჯის დირექტორმა მოახმარა კოლეჯის ინტერესებს, ამასთან, მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათ შეცვალეს კოლეჯის საბანკო ანაგრიშის ნომერი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე მოპასუხისათვის არ უცნობებიათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. განსახილველ შემთხვევაში, მხარის ახსნა-განმარტებით, შემოსავლების სალაროს ორდერებით, საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმით და მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული აქვს სს----------------–------–-------------ის დირექტორის წინაშე, აღნიშნული ვალდებულების წესის შეცვლა მოხდა მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით, კერძოდ, სხდომაზე მოწმის სახით გამოცხადებულმა რა----------–-–---–მა დაადასტურა ის გარემოება, რომ მან მოპასუხესთან შეთანხმებით ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო საიჯარო ქირის ნაწილი, აღნიშნული თანხა ხმარდებოდა სს----------------–------–-------------ის ინტერესებს, კერძოდ, აღნიშნული თანხით მან ჩაატარა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, ამასთან, რემონტისათვის შეიძინა სამშენებლო მასალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ნა----------–--ეს სს----------------–------–-------------ის მიმართ ვალდებულება შესრულებული აქვს, რის გამოც, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 0.1 %-ის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ სს----------------–------–-------------ის სარჩელი ძირითადი მოთხოვნის, კერძოდ, მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ნა----------–--ის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად და სრულყოფილად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საურავის დარიცხვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. რაც შეხება მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ დაკავებული ფართით ფაქტობრივად სარგებლობისათვის 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლამდე არსებული დავალიანების- 7650 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ მას ნამდვილად გააჩნია სს----------------–------–-------------ის მიმართ დავალიანება 7650 ლარის ოდენობით, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების არსებობის დადასტურება, ქმნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სს----------------–------–-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ნანა ჯაველაძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7650 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნააწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ვინაიდან მოპასუხე ნა----------–--ემ სარჩელი დაკმაყოფილებულ ნაწილში სრულად ცნო, სს----------------–-----–------------ს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 229.5 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს----------------–------–-------------ის სარჩელი მოპასუხე ნა----------–--ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ნა----------–--ეს მოსარჩელე სს----------------–------–-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 7650 ლარის გადახდა;
3. სს----------------–------–-------------ს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 25 ოქტომბერს საგადახდო მოთხოვნა № 01394 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1664.10 ლარიდან ნაწილი- 229.5 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300063150; ბანკის/ხაზინის კოდი: TRESGE22;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების
გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი