გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/98-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.06.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახური
წარმომადგენელი - კ-------–--------
მოპასუხე - კ------------------------------------------------------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. კ-----------------------------ს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 9947.28 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, კ---------------------------- რეგისტრირებულია ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა, მოპასუხის საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე (სარიტუალო დარბაზი, რესტორანი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი) დასაჯდომი ადგილებისა და სამუშაო ფართის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ 2013-2014 (აგვისტო) წლებში შეადგინა 300.70 ლარი,2014 (სექტემბერი)-2015 წლებში - 285 ლარი, ხოლო2016 წლიდან - 170.47 ლარი; 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით კ------------------------- ერიცხება დავალიანება 9947.28 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე კ-----------------------------ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ კ------------------------------- დირექტორ ბ---------------- ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდია. განმარტა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა კონტროლი გადასახადებთან დაკავშირებით და თანხის გაწილვადების შემთხვევაში იგი სრულად დაფარავს დავალიანებას დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2-----–-–------------–- კ------------------------- მერიის ზედამხედველობის სამსახურს #----- განცხადებით აცნობა რესტორანში არსებული სკამების რაოდენობის ცვილების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2-----–-–------------–- კ-----------------------------ს განცხადება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. ქ. რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2009 წლის 14 აპრილის აქტით დამოწმდა კ------------------------- რესტორანში და სარიტუალო დარბაზში არსებული სკამების რაოდენობა და დადგინდა, რომ სარიტუალო დარბაზში არსებული სკამების რაოდენობამ შეადგინა - 1--- ხოლო რესტორანში - 1-- სკამი. შესაბამისად, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა- 300.70 ლარი (190 სკამი: 1 სკამზე - 0.53 თეთრი, 1-- სკამი: 1. სკამზე 1.60თეთრი) .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ზედამხედველობის სამსახურის 2----–-–------------–-- აქტი, დასუფთავების მოსაკრებლის კორექტირების ბარათი #-----;
3.3 2014 წლის 8 სექტემბერს, კ-----------------------------ს საძეხვე საამქროს ობიექტი დარეგისტრირდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე სამუშაო ფართის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ ობიექტზე შეადგინა 37.47 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 8 სექტემბერის რეგისტრაციის აქტი
3.4. 2014 წლის 8 სექტემბერს, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში დარეგისტრირდა კს კიკაბიძე და კომპანიის რესტორანსა და სარიტუალო დარბაზში არსებული სკამების რაოდენობა. სარიტუალო დარბაზში არსებული სკამების რაოდენობამ შეადგინა 141 სკამი. ხოლო რესტორანში - 108 სკამი. შესაბამისად, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე სამუშაო დასაჯდომი ადგილების მიხედვით, ყოველთვიურმა გადასახადმა შეადგინა 247.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი
მოსაკრებლის სამსახურის 2----–-–------------------ რეგისტრაციის აქტი
3.5. კ-----------------------------ს მიერ 2014 წლის სექტემბრის თვიდან დასუფთავების მოსაკრებლის საერთო გადასახდელმა შეადგინა 285 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-რეგისტრაციის აქტები
3.6. 2015 წლის 08 ოქტომბრის #---------- წერილით კ-----------------------------ს ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-#---------- წერილი, ჩაბარების დასტური
3.7. 2016 წლის 12 იანვარს, კ-----------------------------მ მერიის ზედამხედველობის სამსახურს აცნობა 2016 წლის 01 იანვრიდან რესტორანსა და სარიტუალო დარბაზში არსებული სკამების რაოდენობის ცვლილების შესახებ. კერძოდ, რესტორანში არსებული სკამების რაოდენობამ შეადგინა 50 სკამი, ხოლო სარიტუალო დარბაზში - 100 სკამი. შესაბამისად განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა - 133 ლარი, ხოლო 2016 წლიდან დასუფთავების მოსაკრებლის საერთო გადასახადმა შეადგინა 170.47 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
----------- წერილი, 2016 წლის 12 იანვრის რეგისტრაციის აქტი
3.8 2016 წლის 16 სექტემბრის შეტყობინებით, კ-----------------------------ს ეცნობა არსებული დავალიანების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 16 სექტემბრის შეტყობინების აქტი.
3.9. კ------------------------- 2013 წლიდან 2017 წლის დეკემბერის თვის ჩათვლით ერიცხება დავალიანება 9947.28 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის #------- წერილი და შესაბამისი გადახდის ქვითრები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის მოთხოვნა მოპასუხე კ-----------------------------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“;
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
6.2 საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის დ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
6.4 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
6.5 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.6 ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
6.7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 დადგენილების მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას; გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
6.8. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უიმისოდ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის”. ამავე კანონის მე-121 მუხლის მიხედვით, ,,მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს”.
6.9 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №-- დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მე- 4 პუნქტის მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ მეწარმეებს და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე ი/მ აჩიკო მიქაძის სამეწარმეო საქმიანობის ობიექტი მისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე წარმოადგენს ბარს, რომლის საქმიანობის პროცესში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი, შესაბამისად, ეკისრება დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქ. რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის #-- დადგენილების #1 დანართის მიხედვით კს კიკაბიძე და კომპანიის ყოველთვიური გადასახადი განისაზღვრა 2013-2014 (აგვისტო) წლებში 300.70 ლარით, 2014 (სექტემბერი)-2015 წლებში - 285 ლარით, ხოლო2016 წლიდან - 170.47 ლარით; 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით კ------------------------- ერიცხება დავალიანება 9947.28 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 3%-ის 298.42 ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 24-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე კ-----------------------------ს მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 9947.28 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე კ-----------------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 298.42 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. რუსთავი, ბოსტან -ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი