განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0401-0118002470044
განაჩენი
ს----------–--ს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე როინ კახიძე
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-.
ბრალდებული - რ--------- ჩ------–----
ღია სასამართლო არსებით სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე № 0-----------
ბრალდებულ რ-------- ჩ------–---- მიმართ,მამის სახელი: ი-------;
დაბადებული: 1-.06.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ქვეყანა-ს----------–--;
პირადი ნომერი; 2----------
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დ-----------–-;
ნასამართლობა: ნ----------–----- არ მქონე;
რეგისტრაციის მისამართი: ლ-------- მუნიციპალიტეტი სოფ; ბ------.
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: დ. ლ------- თ------------ N-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის ნოემბერში, ლ-------- სატყეო უბნის, ხელედის სატყეოს N1 სამცველოს კვარტალ 19-ში, ლიტერა 13-ში რ-------- ჩ------–----- უკანონოდ გაჩეხა 5 ძირი ნაძვის ჯიშის ხე, რომელთა მოცულობა იყო 27,70 კუბური მეტრი, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3047 ლარი.
ს----------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-------- ჩ------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ-------- ჩ------–----ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმების ზ----- და მ------ ლ---------–-----, ლ-–- ს-------- გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ პ----- თ------- და ბრალდებულ რ-------- ჩ------–----ს აღიარებითი ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოლუსტრაციით, ხე-მორის ჩაბარების ოქმოთ, ზიანის გადაანგარიშების უწყისით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ბრალდების შესახებ დადგენილებით.
სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
რ-------- ჩ------–----ს მიმართ ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელის დასაბუთება:
ბრალდებულ რ-------- ჩ------–----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, თანახმად ს----------–--ს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას მის წარსულს (არ არის ნასამართლევი) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (აღიარა და ინანიებს დანაშაულს). ეკონომიურ მდგომარეობას (უმუშევარია) სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, როგორც სხვა პირთა, ასევე რ-------- ჩ------–----ს მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი შემდგომი რესოციალიზაციის მიზნით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, გამოყენებული უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი.
.ნივთმტკიცება 1- ცალი მორი რომელიც ინახება სსიპ ბ---------- რ----------- სააგენტოს თანამშრომელ ზ----- ლ---------–------- მდებარე დ.ლ------–- საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------- ჩ------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარი.
2. რ-------- ჩ------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3.ნივთმტკიცება 10 ცალი მორი რომელიც ინახება სსიპ ბ---------- რ----------- სააგენტოს თანამშრომელ ზ----- ლ---------–------- მდებარე დ.ლ------–- საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს.
4.განაჩენის აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს.
4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე
როინ კახიძე