განაჩენი

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
180100118002425027
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/0---1-

(გამოძიების N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

07 ივნისი, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე: ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ოღაძე

ბრალდების მხარე -

პროკურორი - გიორგი წოწკოლაური,დაცვის მხარე-

ბრალდებული ავ--------–ი ხო---–---–ი, დაბადებული 196- წლის 08 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დუშეთი, სოფელი ცივწყარო.

ადვოკატი - მალხაზ ველიჯანაშვილი

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 201- წლის 11 ივნისს, დაახლოებით 1-:40 საათზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4--ე კილომეტრზე ,-------ის მარკის სატვირთო ავტომობილით მოძრავმა ავ--------–ი ხო---–---–მა დაარღვია მანევრირების წესები და ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს მარჯვენა ნაწილში შეეჯა-- საავტომობილო მოძრაობის წესების დაცვით სტეფანწმინდიდან თბილისის მიმართულებით ,---–----–----ს მარკის ავტომობილით მოძრავი კა-- ქე--------–---–ი. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომანქანა ,---–----–----ს მგზავრმა ცი----- კო------მ.

ავ--------–ი ხო---–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ავ--------–ი ხო---–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენის თაობაზე და თავს დამნაშავედ ცნობს მთლიანად.

 

სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით ცი----- კო------ს დაუდგინდა - მარჯვენა ბარძაყის ძვლის ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

2.2 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ავ--------–ი ხო---–---–ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, ემყარება ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოცხრილი; ცი----- კო------ს, მე--------------ს, ავ--------–ი ხო---–---–ის, კა-- ქე--------–---–ის, ვა-–----------------------–-----------–---–-ს დაკითხვის ოქმები; ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნა N1------- დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ცი----- კო------ს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დასახელებული დანაშაულის ბრალდებულ ავ--------–ი ხო---–---–ის მიერ ჩადენას.

 

2.3 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ავ--------–ი ხო---–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მართვის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის განსაზღვრა:

3.1 სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ამ ფონზე სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

3.2 ბრალდებულ ავ--------–ი ხო---–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ავ--------–ი ხო---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ გააჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე და 281-ე და 283-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

4.1 ავ--------–ი ხო---–---–ის ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.2 ავ--------–ი ხო---–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.3 ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.4 გაუქმდეს ავ--------–ი ხო---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ავ--------–ი ხო---–---–ს, პირადი ნომერი 1----------, დაუბრუნდეს 201- წლის 1- მაისს ”საქართველოს ბანკში ” შეტანილი ფულადი თანხა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.5 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყდეს მტკიცებულებათა ბედი:

 

- ცი----- კო------ს სამედიცინო დოკუმენტაცია CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

- მე--------------ს სამედიცინო დოკუმენტაცია CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

4.6 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

4.7 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი