გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.06.2018
საქმის ნომერი
180310517001899149
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/96-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.06. 2018 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ბელა ოჩიაური

 

მოსარჩელე - კომპანია „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“;

წარმომადგენლები - გ--------–-----------------------------

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’;

 

წარმომადგენელი - გ------------–---–---

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:

 

სასარჩელო მოთხოვნა: 2017 წლის 25 აპრილს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა მოსარჩელე „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“ მოპასუხე „საქპატენტის“ მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი: 1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანება. 2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2017 წლის 21 თებერვლის N----------ადაწყვეტილება; 3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 24 მარტის N-- ბრძანება. 4. მოსარჩელის საერთაშორისო სასაქონლო ნიშნას “Bloxx” ((IR 1277904) მიენიჭოს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

2018 წლის 14 მარტს მოსარჩელე „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის წარმომადგენელმა გ-----------------–---–-- მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარმოუდგინა დაზუსტებული სარჩელი , რომლითაც მოითხოვა ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანება. 2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2017 წლის 21 თებერვლის N----------ადაწყვეტილება; 3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 24 მარტის N-- ბრძანება. 4. მოსარჩელის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს “B------------------ მიენიჭოს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ.

 

1.2 სარჩელის მოტივები:

 

მოსარჩელემ სარჩელით განმარტა, რომ „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანებით, მოსარჩელის კუთვნილ საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს “B------------------ უარი ეთქვა საქართველოში დაცვის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ საქართველოში კომპანიის „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“ (UNIGUM GIDA MADDELERI SANAYI TIGARET ANONIM SIRKETI) სახელზე რეგისტრირებულია უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი “-------------------------------------------- 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვლისათვის, რაც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის საფუძველს. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა „საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატაში. სააპელაციო პალატამ 2017 წლის 21 თებერვლის N----------ადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-სა და „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“-ს შორის (-------------------- რაც ეხებოდა „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“-ის სახელზე დაცული საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის „B----------------------------------------------ეგისტრაციის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი საქართველოს ტერიტორიაზე არ გამოიყენებოდა უწყვეტად იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ეს ნიშანი რეგისტრირებულია. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 27 ივლისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“-ის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის „B----------------------------------------------ეგისტრაცია საქართველოში. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში . საქმეზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გადაეცა „საქპატენტს“, ხოლო „საქპატენტმა“ 2017 წლის 4 დეკემბერს N-- ბრძანებით გააუქმა სასაქონლო ნიშნის „B----------------------------------------------ეგისტრაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის” წარმომადგენელმა განმარტა, რომ თავდაპირველად საქპატენტის მიერ სადაო აქტებით მოსარჩელის კუთვნილ საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს “B------------------ უარი ეთქვა საქართველოში დაცვის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ საქართველოში კომპანიის „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“ (UNIGUM GIDA MADDELERI SANAYI TIGARET ANONIM SIRKETI) სახელზე რეგისტრირებულია უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი “-------------------------------------------- 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვლისათვის. დღიეს მდგომარეობით თბილისის სასაქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“-ის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის „B----------------------------------------------ეგისტრაცია საქართველოში. საქმეზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გადაეცა „საქპატენტს“, ხოლო „საქპატენტმა“ 2017 წლის 4 დეკემბერს N-- ბრძანებით გააუქმა სასაქონლო ნიშნის „B----------------------------------------------ეგისტრაცია. შესაბამისად არ არსებობს დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი, არც დავის საგანი და არც მესამე პირის ინტერესი არ ილახება. (იხ. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2016 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელე „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ს სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს ,,საქპატენტის’’ მიერ უარი ეთქვა „-------------------- სასაქონლო ნიშნის დაცვის მინიჭებაზე 30-ე კლასის საქონლის ჩამონათვლის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ 2016 წლის 29 სექტემბრის ბრძანება N-------.

 

4.2. სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 2016 წლის 28 სექტემბრის ექსპერტიზის #----------ასკვნის თანახმად, სასაქონლო ნიშანი „----------ლათინური ანბანით შესრულებული) ჟღერადობით მსგავსია მადრიდის შეთანხმების ოქმით საქართველოზე გავრცელებული კომპანიის „UNIGUM GIDA MADDELERI SANAYI TIGARET ANONIM SIRKETI“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა “B------------ რეგ.თარიღი 01.08.08 30-ე კლასის მსგავსი ჩამონათვალის. დაპირისპირებული და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ორივე ნიშანი შესრულებულია ლათინური ანბანით. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშანი „------ მთლიანად მოიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს „-----. დაპირისპირებული ნიშნები როგორც ჟღერადობით, ისე ვიზუალურად აღრევამდე მსგავსია, განსხვავდებიან მხოლოდ ერთი (x) ასოთი, რაც არ სძენს ნიშნებს საკმაო განმასხვავებლობას. ზემოთქმული კი წარმოადგენს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის საფუძველს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის 2016 წლის 28 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა;

 

4.3. მოსარჩელემ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 2016 წლის 28 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნა კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა „საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობა სრულად რომლითაც სასაქონლო ნიშანს „-------------------- უარი ეთქვა რეგისტრაციაზე და მოითხოვა მისი დარეგისტრირება განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვლის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 26 იანვრის „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის სააპელაციო საჩივარი.

 

4.4. სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 24 მარტის N-- ბრძანებით დამტკიცებული 2017 წლის 21 თებერვალს მიღებული N----------ადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის განცხადებულ ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2017 წლის 21 თებერვლის №-------- გადაწყვეტილება.

 

4.5. საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 24 მარტის №-- ბრძანებით დამტკიცდა „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის მიერ 2017 წლის 21 თებერვალს კომპანია „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული №-------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 24 მარტის N-- ბრძანება.

 

4.6. მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა რეგისტრაციის გაუქმება სასაქონლო ნიშნის “B------------ მიმართ საქართველოში აღნიშნული ნიშნის არგამოყენების გამო. საქმეში წარმოდგენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანია „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა კომპანია „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშანი „----- N-------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან.

 

7.2. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მისი მფლობელის უფლებები. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

 

7.3. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

 

7.4. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ”საქპატენტის” სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 2016 წლის 28 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასაქონლო ნიშანი „----------ლათინური ანბანით შესრულებული) ჟღერადობით მსგავსია მადრიდის შეთანხმების ოქმით საქართველოზე გავრცელებული კომპანიის „UNIGUM GIDA MADDELERI SANAYI TIGARET ANONIM SIRKETI“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა “B------------ რეგ.თარიღი 01.08.08 30-ე კლასის მსგავსი ჩამონათვალის. დაპირისპირებული და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ორივე ნიშანი შესრულებულია ლათინური ანბანით. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშანი „------ მთლიანად მოიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს „-----. დაპირისპირებული ნიშნები როგორც ჟღერადობით, ისე ვიზუალურად აღრევამდე მსგავსია, განსხვავდებიან მხოლოდ ერთი (x) ასოთი, რაც არ სძენს ნიშნებს საკმაო განმასხვავებლობას. ზემოთქმული კი წარმოადგენს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის თქმის საფუძველს.

 

7.5. აღნიშნული საფუძველი დღეისათვის აღმოფხვრილია, რადგან კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის ( დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანია „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა კომპანია „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშანი „----- N-------

 

7.6. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სასამართლოს აქტი სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. ამ ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

7.9. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა „უნიგუმ გიდა მადდელერი სანაი თიჯარეთ ანონიმ შირკეთი“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშანი „----- N--------ისი არგამოყენების გამო. ამდენად არსებობს გასაჩივრებული აქტების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

 

7.10. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანება. 2. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2017 წლის 21 თებერვლის N----------ადაწყვეტილება; 3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 24 მარტის N-- ბრძანება.მოსარჩელის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს “B------------------ მიენიჭოს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. კომპანია „რიგო ტრეიდინგ ს.ა. სოსიეტე ანომიმ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 29 სექტემბრის N------- ბრძანება.

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2017 წლის 21 თებერვლის N----------ადაწყვეტილება;

 

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 24 მარტის N-- ბრძანება.

 

5. მოსარჩელის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს “B------------------ მიენიჭოს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ.

 

6. მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს ,,საქპატენტს” დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე