განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002389396 №1/22
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.06.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვ------------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ზ----------–-----ი
დაბადებული: 20.12.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ო-----------ს რაიონი, სოფელი მ--–---------ი
საცხოვრებელი ადგილი: ქ.რ--------, შ--------ს ქ.N13, ბინა N68
ადვოკატი - ზ--------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე -ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 9 თებერვალს, ქ.სენაკში, სენაკის რაიონული სასამართლოს სხდომის დარბაზში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულ ზ----------–-----ის მიმართ, რა დროსაც სხდომის დარბაზში მყოფმა ბრალდებულმა ზ----------–-----მა გამოხატა უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალწარმოების მონაწილეს, დაზარალებულ პ------–------ს, რომელსაც შეაგინა დედის მისამართით.
2. ბრალდებულმა ზ----------–-----მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3. არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
4. სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.
5. 2018 წლის 01 მარტის ნივთიერი მტკიცებულების (DVD-R დისკის) გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომის დარბაზში, სხდომის მიმდინარეობისას კადრში ისმის და ჩანს, რომ ზ----------–-----ი დედის მისამართით აგინებს პ------–------ს.
6.ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ----------–-----მა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.
სამართლებრივი შეფასება:
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----------–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ----------–-----ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ----------–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. ზ----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება.
9. ზ----------–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სასამართლოში არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
12. ბრალდებულ ზ----------–-----ის მიერ სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
13. ზ----------–-----ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ზ----------–-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზ----------–-----ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის - 200 საათის ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, აღსრულების უზრუნველყოფა დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს გურიის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
2. ზ----------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
3.1 DVD-R დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე